wghtloss3

დიეტა ეს ის თემაა, რაზეც ქალბატონებს უსასრულოდ შეუძლიათ ისაუბრონ! ზოგისთვის მტკივნეული, თუმცა ზოგიერთებისთვის მხოლოდ გასართობი… ფაქტია, ჩვენ ქალბატონებს ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლის გაღება და საყვარელ კერძზე თუ სასუსნაოზე უარის თქმა, რასაც მამაკაცები ზოგჯერ ვერ გვიგებენ და უბრალოდ სიმეტიჩრე ჰგონიათ!

იაპონელი მამაკაცები თურმე ასე ფიქრობენ…  შევიდნენ რა ქალბატონების მდგომარეობაში… მათ გამოიგონეს სპეციალური სათვალე გასახდომად. გამომგონებლები დარწმუნებულები არიან, რომ იმისათვის, რათა ზედმეტი კილოგრამები მოვიშოროთ, საკვები ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს ჩვენი თვალისთვის.

getty_rf_photo_of_dark_sunglasses

ამგვარად, ცისფერი ლინზები ვიზუალურად ფარავს პროდუქტების რეალურ ფერს და მათ ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

გამოგონების საფუძველი ეყრდნობა ერთ მნშვნელოვან  თეორიას, რომ ცისფერი და ლურჯი არის ფერი, რომელიც აქვეითებს მადას, ამიტომაც ძალიან ცოტაა ბუნებაში ამ ფერის ნატურალური პროდუქტი.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეემუშავებინათ სპეციალური სათვალე ლურჯი ლინზებით, რომელიც ჭამის დროს უნდა გვეკეთოს.

article-0-0D831814000005DC-201_468x524

ეს არის ერთ-ერთი ბოლო გამოგონება ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ დაიკლონ წონაში. ჯერჯერობით სათვალე გაყიდვაში არ გამოსულა.

საინტერესო მიგნებაა ….