ეფლის საათი (მარცხნივ) და შვეიცარიის საათი (მარჯვნივ)

ეფლის საათი (მარცხნივ) და შვეიცარიის საათი (მარჯვნივ)

კომპანია “ეფლმა” შვეიცარიის ფედერალურ რკინიგზას (SBB) 21 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა მისი საათის ვიზუალის თავის მოწყობილობებში გამოყენებისათვის.

სექტემბერში “ეფლის” მიერ აიპედის  iOS 6-ის საოპერაციო სისტემაში დამატებული საათი დავის საგანი გახდა შვეიცარიელებისთვის და უჩივლეს კიდეც. შვეიცარიის ფედერალურმა რკინიგზამ “ეფლი” ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევაში დაადანაშაულა.  მათი ციფერბლატები ძალიან გვანან ერთმანეთს.

თუმცა შვეიცარიულმა მხარემ არც უარყო და არც დაადასტურა მოსაზრება, თითქოს იგი კომპენსაციას ითხოვდა. როგორც ფედერალური რკინიგზის პრესმდივანმა განაცხადა, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ასეთ ცნობილ ბრენდთან საათის, როგორც სავაჭრო ნიშნის, პირობების მოგვარება.

თავად საათი კი, რომელიც შვეიცარიის რკინიგზის სადგურებს დღემდე ამშვენებს, 1944 წელს ჰანს ჰიფილკერმა შექმნა.

http://www.advertology.ru