cat

YouTube-ის მომხმარებელი სახელით „brusspup“ დებს  უცნაური ფოტოებისა და ილუზიების ვიდეოებს, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვაიძულებს  გადავამოწმოთ ვიზუალური ეფექტების სინამდვილე.

ავტორმა შექმნა სამი მოცულობითი გამოსახულება: „კუბიკ რუბიკი“, ფირი და „კედები“. გარკვეული წერტილიდან, სურათები  იმდენად რეალისტურად გამოიყურება,  ეჭვიც კი არ ჩნდება რომ ის ნამდვილ საგანს წარმოადგენს. ფურცლის შეტრიალებისას კი,  ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს განზრახ დამახინჯებულ გამოსახულებასთან.

figure

 

მოცულობითი სურათები – ეს სპეციალური მიმართულებაა, რომელიც ეფუძნება პერსპექტიულ და ოპტიკურ ილუზიას. ასეთ სურათს (ანამორფოზი) შეიძლება უყურო მხოლოდ გარკვეული ხედვის წერტილიდან, მხოლოდ ამ კუთხიდან ეს დამახინჯებული გამოსახულება იძენს სწორ სახეს.

pacman

patternsphereამ ვიდეო რგოლს ჰქონდა მნიშვნელოვანი ვირუსული წარმატება : 5 მილიონზე მეტი ნახვა 2 თვის განმავლობაში.  ჩვენს თვალწინ სტატიკური საგნები იწყებს მოძრაობას. უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა მორბენალმა კატამ.. მოკლედ, თავად იხილეთ ეს რგოლი..

spinning

spr

და კიდევ,  სხვათაშორის,   „brusspup“ ვიდეოებისთვის „საუნდტრეკებს“ თავად ქმნის და სიამოვნებით უზიარებს მათ ინტერნეტ მომხმარებლებს🙂