LODYSSEE-de-CARTIER-film-FashionDailyMag-sel-19-brigitte-segura
გთავაზობთ, 2012 წლის საუკეთესო ვირუსულ ვიდეოებს, ჯერ ნახეთ, შემდეგ განსაჯეთ…:)
რედ ბული კოსმოსის ზღვარამდე ავიდა, მგონი გაცდა კიდეც იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება მიეპყრო. ფეილქს ბომგარტნერის მიერ მოხსნილი რეკორდი, 23-მილიანი თავისუფალი ვარდნა დედამიწის ცენტრისკენ, გავრცელდა ყველგან. რედ ბულმა ივენთ მმარკეტინგი ახალ სივრცეში გადაიყვანა – ამის პირდაპირი მნიშვნელობით.

L’Odyssée de Cartier

ვირუსული ვიდეოს შექმნის ბევრი წესი არსებობს და არსებობს ვიდეოც, რომელიც გვახსენებს, რომ ვირუსული ვიდეოს შესაქმნელად, სასურველია, მაინცდამაინც ზემოხსენებულ წესებს არ მივყვეთ. რეკლამის პრემიერა შედგა მეტროპოლიტენის მუზეუმში და, იქიდან მოყოლებული, მილიონობით მომხმარებელი აღაფრთოვანა.

OK Go — Needing/Getting

Advertiser: Chevrolet Agency:  OK Go მუსიკალური ვიდეოს მთელი მუღამი და მუხტი მანქანის ტარებაშია, რომელიც 2 მილის სიგრძის გზაზეა გადაღებული და 1000 მუსიკალური ინსტრუმენტია გამოყენებული. ეს ვიდეო ძალიან კარგი მაგალითი და შედეგია 4-თვიანი მუშაობისა, რომელმაც საბოლოოდ იუტუბზე 23 მილიონი ნახვა მოიპოვა.

Best Job Ever

ლონდონის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ვიდეობს შორს, მარკეტერების წყალობით, ეს ვიდეო საუკეთესო აღმოჩნდა. სიუჟეტი ფოკუსს ახდენს არა ათლეტებზე, არამედ მათს დედებზე. ამით კიდევ ერთხელაა ნაჩვენები დედების როლი და მათი მსხვერპლი თავიანთი შვილებისათვის, რათა ისინი მომავალ ოლიმპიელებად გაიზარდონ და პიედესტალზე აღმოჩნდენ. მილიონობით ნახვა და გაზიარება იუტუბზე ამკიცებს ერთს: დედები მაგრები არიან.

Make It Count

დამოუკიდებელმა რეჟისორმა კეისი ნეისტატმა ნაიკის პროდუქტს სიცოცხლე შთაბერა და მთელი მოსფლიო მოატარა ბიუჯეტის ამოწურვამდე. ამით აჩვენა, თუ როგორ მრავალფეროვნად აფასებს მსოფლიოს ხალხი თითოეულ დღეს, როგორ ქმნიან კიდევ ერთ საინტერესო დღეს.

DollarShaveClub — Our Blades Are F***ing Great

ყველა სტარტ აპ ბიზნესი ოცნებობს მარკეტინგულ გაბრწყინებაზე ინოვაციოური კონცეფციის მეშვეობით, რომელიც არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტს, მაგრამ წარმატებულია. Dollar Shave Club-ის ვიდეო თან გაცინებს, თან არ გავიწყდება, რომ საქმე ეხება პროდუქტს, თუ რატომ უნდა იყიდო იგი.

Dumb Ways to Die

ამ ვიდეომ, რომელიც მელბურნის რკინიგზის უსაფრთხოებას აპიარებს, იუტუბზე 30 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა. მისი 85 ქავერიც კი გავრცელდა.  მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო არაჯანსაღია, იგი ძალიან ჩამთრევია. შეუძლებელია, მასთან ერთად არ იმღერო.

Will Ferrell’s Old Milwaukee Dubstep Spot

 ლუდი Old Milwaukee-ის ვიდეო ასახავს უილ ფერერს შვედეთში, რომელიც ლუდით ერთობა. ეს აიოვაში გადაღებული ვიდეოს გაგრძელება, რაც ქმნის მოლოდინის ეფექტს, თუ კიდევ რას იზამს უილ ფერელი ლუდით.

Mister Rogers Remixed — Garden of Your Mind

ამერიკელი ბავშვების საყვარელმა სატელევიზიო გმირმა მისტერ როჯერსმა და ჯონ ბოუსუელის მუსიკამ ვიდეოს 7 მილიონი ნახვა მოუტანა.

Parachuting Cats

შვედურმა სადაზღვეო კომპანიამ სთხოვა თავის კლიენტებს, შეეთავაზებინათ იდეები რეკლამისათვის. ევა, რომელსაც კომპანიაში საკუთარი კატა ჰყავს დაზღვეული, შესთავაზა კატების სკაიდრავისთვის. ვიდეომ, რომელშიც პარაშუტიანი კატების თავისუფალი ვარდნაა დაფიქსირებული, კატების მოყვარულთა აღტაცება გამოიწვია, ხოლო რეკლამას პოპულარობა მოუტანა.