new-year-gift-2009

გიყვართ საჩუქრები??? და მაინც რას ჩუქნით თქვენ საყვარელ ადამიანს ახალ წელს!

საჩუქრის შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ… და რაც უმთავრესია გაითვალისწინოთ, რომ ის არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი! სჯობს კრეატიულობა გამოიჩინოთ…

და მაინც ერიდეთ… რჩევა თქვენ:

1649

იტალიურმა ყოველდღიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გამოკითხვის შედეგად საახალწლოდ ყველაზე უსარგებლო საჩუქრების რეიტინგი გამოავლინა. სიაში სურათის ჩარჩოები და საყვარელი ავტორის წიგნები მოხვდა. გამოცემის მკითხველთა აზრით, თუ ადამიანს რომელიმე ავტორი უყვარს, მის წიგნს თავადაც შეიძენს და ამისთვის ახალ წელს სულაც არ დაელოდება. ლოგიკა ნამდვილად დევს ამ ახსნაში!

11438825-friends-give-gifts-on-new-year-s-isolated-on-white

რეიტინგის ლიდერი ყავისფერი ტყავის საფულეა. მეორე ადგილი Samsung-ის ტელეფონის შალითას მიანიჭეს, რომელსაც iPhone-ის მფლობელებს ჩუქნიან. ხოლო ”ბრინჯაო” ყველა იმ ნივთმა დაიკავა, რომელსაც ფასის მაჩვენებელი აქვს დაკრული.

მეოთხე ადგილი სურათის ჩარჩოებმა დაიკავეს, ხოლო მეხუთეზე დიაბეტით დაავადებული და დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის მირთმეული კანფეტები გავიდა.

gifts_for_the_new_year-wallpaper-1920x1080რეიტინგში მოხვდა ისეთი სამოსიც, რომელიც მყვირალა პრინტით გამოირჩევა და არავინ იცვამს. აბების ყუთმა მერვე ადგილი დაიკავა.

მეცხრე ადგილზე კერამიკისგან შექმნილი პატარა ნაკეთობები გავიდა, ხოლო რეიტინგის ბოლო ადგილი თერმულმა პიჟამამ დაიკავა.

რეიტინგი ნამდვილად საინტერესო და ყურადსაღებია!🙂