51d84de4da3af670a355fdd4028d9d39

კელვინ კოკსის დაკვირვებაზე დაყრდნობით შეიძლება ფორმულირება გავუკეთოთ 10 ძირითად მიზეზს, რომელიც ხელს უშლის დიზაინერებს, განავითარონ თავიანთი პოტენციალი და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. დიზაინერად მუშაობის დროს, კელვინი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა გაერკვია, თუ რა უშლიდა ხელს განვითარებაში.  ხანგრძლივი განხილვის შედეგად მან  შეადგინა ძირითადი მიზეზების ჩამონათვალი. წარმოგიდგენთ მათ:

ნახეთ გაგრძელება…

6.ყველას ვერ ასიამოვნებ

დაიმახსოვრეთ, რომ, ერთდროულად, ყველა მოთხოვნას  და ყველა ადამიანის გემოვნებას  ვერ დააკმაყოფილებთ. აირჩიეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. თქვენ ნამუშევრებს შეიყვარებენ თქვენი თანამოაზრეები. ისინი, ასევე, შეიძლება გახდნენ თქვენი საბაზრო ნიშა  კლიენტების სახით.

 7.კრიტიკის შიში

ეს არის პრობლემა, რომელსაც აწყდება თითქმის ყველა დიზაინერი თავისი შემოქმედებითი მუშაობის დასაწყისში. თუ ვერ გავითავისებთ, რომ კრიტიკა არის ძალიან სასარგებლო დიზაინერისთვის, ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ ნამუშევრებს ვაჩვენებთ მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც გარანტირებულად არაფერს იტყვიან ცუდს მათზე. უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული განვითარებისთვის კრიტიკა აუცილებელია.

6483dec6a7f0ba63d1641af261f6f1e8

8.ინდივიდუალობის არარსებობა

ყველა დიზაინერს უნდა ჰქონდეს სამყაროს თავისეული აღქმა და ხედვა. ნუ ეცდებით, იყოთ ყველას მსგავსი, უნდა ეძიოთ და იპოვოთ საკუთარი ინდივიდუალობა. დამწყებმა დიზაინერებმა ბევრი შრომა უნდა ჩადონ საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

9.არის გეგმა? არ არის

წარმატების მისაღწევად ცოტაა იყო მხოლოდ კარგი დიზაინერი. მნიშვნელოვანია, დაისახოთ მიზანი (გახსნათ სტუდია, დაიპყრო ბაზარი და სხვა..), დაყოთ ის ამოცანებად და ეტაპობრივად ამოხსნათ ისინი.

10.მოტივაციის არარსებობა

ბევრი ნიჭიერი დიზაინერი მოტივაციის არქონის გამო ვერ აღწევს წარმატებას. წარმატების მიღწევა, როგორც წესი, მოითხოვს დიდ  შრომას, დროს  და ძალისხმევას. და, სანამ, რამე მწვერვალს მიაღწევთ, გელოდებათ ბევრი იმედგაცრუება და სიძნელე.  მიუხედავად ამისა, უნდა გახსოვდეთ თქვენი მიზანი და განაგრძოთ შრომა დაუღალავად. ერთადერთი სერიოზული შეცდომა იქნება ის, თუ არ გააგრძელებთ წინსვლას გა განვითარებას, დანარჩენი ყველაფერი – მოგვარებადია. თუ რამე არ გამოდის, არ დაყაროთ ფარ-ხმალი, დაიჯერეთ, თქვენ მიაღწევთ მიზანს!