2008-05-01-closed

კელვინ კოკსის დაკვირვებაზე დაყრდნობით შეიძლება ფორმულირება გავუკეთოთ 10 ძირითად მიზეზს, რომელიც ხელს უშლის დიზაინერებს, განავითარონ თავიანთი პოტენციალი და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. დიზაინერად მუშაობის დროს, კელვინი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა გაერკვია, თუ რა უშლიდა ხელს განვითარებაში.  ხანგრძლივი განხილვის შედეგად მან  შეადგინა ძირითადი მიზეზების ჩამონათვალი. წარმოგიდგენთ მათ:

 1.გაჯერებული ბაზარი

დიზაინის ბაზარი გახდა უფრო გლობალური. ნებისმიერ  მოხალისეს შეუძლია დიდი ძალისხმევის გარეშე, დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან  შეასრულოს შეკვეთები. ეს წარმოადგენს  სერიოზული კონკურენციის მიზეზს. გარდა ამისა, ეს არის, ასევე, ერთ-ერთი დიდი პლიუსი –  ინტერნეტის დამსახურებით დიზაინის უზარმაზარი ბაზარი ხელმისაწვდომი ხდება ყველასათვის, დამწყები დიზაინერისთვისაც კი. გახდით პროფესიონალი თქვენს სფეროში. თუ მკვეთრად განსაზღვრავთ თქვენ ნიშას ბაზარზე, იქნებით უფრო ცნობილი და კონკურენტუნარიანი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საიტების ინფორმაციული დიზაინი ან  მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზიები. ბაზრის გლობალურობიდან გამომდინარე, ნებისმიერი შერჩეული ნიშა არ იქნება ვიწრო მიმართულების, მასზე ხომ ყოველთვის იქნება მოთხოვნა.

 le3muugKorA

2.წარუმატებელი დასაწყისი

დიზაინერის კარიერა შეიძლება დაიწყოს თქვენთვის  მნიშვნელოვანი პროექტიდან. ამ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მიიღოთ იმედგაცრუება შემდგომი პროექტიდან და ჩამოუშვათ ხელები, დაკარგოთ მისდამი ინტერესი. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანები ხდებიან მდიდრები და წარმატებულები უმოკლეს ვადაში. დაიწყეთ პორტფელიოს შექმნიდან, გამოიმუშავეთ და დახვეწეთ პროფესიონალური ჩვევები, გქონდეთ ურთიერთობა ყველაზე გამოცდილ კოლეგებთან, ისწავლეთ მათ გამოცდილებაზე.

 3.არასწორი დანახარჯები

მოერიდეთ არამიზნობრივ ხარჯებს! თანხის ჩადება ბიზნესში უნდა გონივრულად და გააზრებულად მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ ასეული დოლარი საიტზე სარეკლამო შეტყობინების განთავსებაზე, რათა მივიქციოთ ყურადღება. თუმცა შედეგი შეიძლება იყოს არა იმდენად ეფექტური, რასაც მოველოდით და აღმოვაჩინოთ, რომ თანხა ტყუილად დაგვიხარჯავს. მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. უკეთესი იქნებოდა, ინვესტიციები ჩაგედოთ და გათვლა გაგეკეთებინათ მომავალზე. მაგალითად, გაიარეთ დიზაინერის ტრენინგები, შეიძინეთ ძლიერი კომპიუტერი პროფესიონალური მონიტორით ან შექმენით მიმზიდველი საიტი-პორტფელიო. ან, ბოლო-ბოლო, შეიძინეთ ლიცენზირებული Photoshop. და ყველაზე მაგარი იქნება, ყველაფერი ეს ერთად გააკეთოთ.

 italyd-0024.წინასწარი გადახდა

სანამ მუშაობას შეუდგება, დიზაინერი, უმრავლეს შემთხვევაში, ითხოვს წინასწარ გადახდას. პოტენციური კლიენტისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად პროფესიონალია შერჩეული შემსრულებელი. ამისათვის, საჭიროა, გქონდეთ საუკეთესო პორტფელიო. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ მოიპოვებთ ნდობას და თქვენი შრომა  წინასწარ ანაზღაურდება.

Olk64VznWNY

 5.როცა  უცნობი ხარ

როგორც ყველა ბიზნესში, ასევე დიზაინის ბაზარზე მნიშვნელოვანია ყურადღების მოპოვება. განათავსეთ საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებრივ ბლოგებში, გაავრცელეთ თქვენი სავიზიტო ბარათები მეგობრებსა და ნაცნობებში. გააოცეთ საინტერესო დიზაინით, რათა თქვენი სურათები გაავრცელონ თქვენი ბლოგიდან სხვა ბლოგერებმა. მოითხოვეთ რჩევები და სთხოვეთ ექსპერტებს, გააკრიტიკონ თქვენი ნაშრომები ფორუმებში. საზოგადოებრივი აქტივობა და პორტფელიო  ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც დიზაინერის, პოპულარიზაციისთვის და მხოლოდ საიტის არსებობა არ არის საკმარისი.

გაგრძელება იქნება….