SNO v2a

შპს “აქვა გეო” (წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, სოფ. მისაქციელი) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის გამართული ცოდნა;
** პრეზენტაბელურობა, ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლიანობა, კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის განყოფილების მართვა;
** პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება;
** მარკეტინგული აქტივობების წარმართვა;
** ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** დასახული სტრატეგიის განხორციელება;
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ, ბაზრის მოთხოვნების, ბაზრის ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტების შესახებ ყველა ინფორმაციის გაანალიზება;
** ორგანიზაციის მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის და თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა;
** საფასო პოლიტიკის განვითარება;
** ახალ პროდუქტებსა და ბრენდებზე მუშაობა;
** სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების გეგმების, ახალი ბაზრების მოძიებისა და საფასო პოლიტიკის წარმართვისას;
** ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული გადახალისება;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ორგანიზაციის მონაწილეობის ორგანიზება (გამოფენები, პრეზენტაციები და ა.შ.);
** ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივი გამოქვეყნება;
** ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის განხორციელება საზღვარგარეთის ბაზრებისათვის.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@aquageo.ge არაუგვიანეს 2013 წლის 31 იანვრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.