6

ზოგჯერ, კლიენტის მოთხოვნები იმდენად სახალისოა, რომ ხელოვნების ნიმუშად ყალიბდება. ირლნადიის კრეატიული საზოგადოება გაერთიანდა, რათა არა მარტო „ამოანთხიოს დაგროვილი გაბრაზება“ , არამედ დაეხმაროს ბავშვთა საავადმყოფოს…

დიზაინერები, ანიმატორები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა შემოქმედებითი პიროვნებები, რომლებიც რეკლამის შექმნით არიან დაკავებულნი, შექმნეს პლაკატების სერია, რომელშიც თავისი კლიენტების ყველაზე უცნაური გამონათქვამები გამოიყენეს.

მაგალითად, „ეს სენდვიჩი მეტად თამაშის მოსურნე უნდა იყოს“, „შეგვიძლია ეს გოჭი უფორ სექსუალური გავხადოთ“, „ჩვენ გვსურს, რომ ასეთი გავაკეთოთ, მაგრამ არ დააკოპიროთ, შეცვალეთ, მაგრამ მაინც ასეთივე დატოვეთ“.

ყველა ნაშრომი არტ-კაფეში The Little Green-ში იყო გამოფენილი, სადაც ნებისმიერ მსურველ შეეძლო ეყიდა პლტაკატი სულ რაღაც 10 ევროდ. გამოფენიდან მიღებული სახსრები მთლიანად გადაერიცხა ბავშთა სავაადმყოფოს.

ალბათ, თვით კლიენტებისათვისაც სახალისო იქნებოდა შეეხედათ თავისთვის გვერდიდან და ამოეცნოთ საკუთარი  თავი გამოფენაზე.

და მართლაც ყოველდღიურ საქმიანობაში, როდესაც თითოეულ წუთს აქვს ზოგჯერ მნიშვნელობა, გვხვდება ასეთი უცნაურობებიც. ხოლო ჩვენი მთავარი ამოცანაა გავუგოთ და დავეხმაროთ კლიენტებს სასურველის გამოხატვასა და შერჩევაში.

მოკლედ… სარეკლამო სააგენტოების კლიენტების ყველაზე საშინელი კომენტარები ხელოვნების ნიმუშებად ჩამოაყალიბეს:

1

„შეგვიძლია ეს გოჭი უფრო სექსუალური გავხადოთ“

 

2

შეგვიძლია უბრალო ინტერნეტიდან ამოღებული ფოტო გამოვიყენოთ?

3

 მე ამოვბეჭდე ეს, მაგრამ ანიმაცია არ მოძრაობს

4

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პასპორტის გლობუსი მოგზაურობის სიმბოლოდ გამოდგება

5ჩემი გული მკარნახობს რომ აქ უფრო მეტი წითელი უნდა იყოს

6

მე ეს სახლში Paint-ით დავხატე, არ შეგიძლიათ რამე მსგავსი გააკეთოთ?

7

არ შევგვიძლია ლოგო უფრო დიდი გავაკეთოთ?

8

შესაძლებელია რომ სურათზე გამოსახული ქალი ისე გამოიყურებოდეს თითქოს იგი 300 კალორიას წვავს?

9

მე ვიცი რაც მინდა როდესაც ამას დავინახავ

10

არ შეგიძლია უფრო მეტი შრიფტი გამოიყენოთ?

11

მე მომწონს, მაგრამ შეგვიძლია თოვლი უფრო თბილი რომ გავაკეთოთ?

12

თუ შეიძლება ეს ფოტოშოპში შემოატრიალეთ ისე, რომ წინა მხარე კარგად დავინახოთ.

13

არ შეიძლება ბანანის წვეთი უფრო რეალისტურად ჩამოედინებოდეს შოკოლადის წყალქვეშა ნავზე?

14

ჩვენ გვინდა მოვაშოროთ ეს ყური ამ ბავშვს, ან თუნდაც ციტა გავწიოთ თავის უკან…

15

იგი ძალიან ბებერია იმისათვის, რომ იყოს ბებია.

16

ჩვენ გვეჩვენება რომ წითელი არაა შესაბამისი ფერი ახალი წლისთვის.

მოამზადა თეიმურაზ ბაბუციძემ