5893355-R3L8T8D-650-photos_alone

სურვილი გამიჩნდა,  გესაუბროთ ცნობილ  კორეელ ილუსტრატორზე, კიმ ჯუნგიზე, რომელიც საოცარი სისწრაფით, წინასწარი ე.წ. მონახაზის გარეშე ქმნის დიდ დეტალიზირებულ ნახატებს…

კიმ ჯუნგი ბავშვობიდან ხატავს. 16 წლის ასაკში, ზაფხულის არდადეგების განმავლობაში  ის  ხატვის გაკვეთილებზე სამხატვრო სკოლაში დადიოდა, თუმცა მანამდე მისთვის ხატვა, სპეციალურად, არავის უსწავლებია.

თავიდან, კიმის ხატვისადმი ინტერესს,  მისი მშობლები არასერიოზულად აღიქვამდნენ.  ასევე,  ხშირად, ყოფილა შემთხვევებიც, დაუსჯიათ იმის გამო, რომ სასკოლო რვეულებში გამუდმებით  რაღაცას ხატავდა. თუმცა, საბოლოო ჯამში,  როდესაც მიხვდნენ, რომ შვილს ნამდვილად ჰქონდა ხატვის ტალანტი და სხვა საქმე, ხატვის გარდა, არ აინტერესებდა, მშობლებმა დაიწყეს მისი ამ ნიჭის წახალისება და წინწაწევა. და არცთუ უშედეგოდ..  :)

ამჟამად, კიმ ჯუნგი ყველაზე ცნობილი ილუსტრატორია კორეაში. ის ასწავლის ილუსტრაციისა და ანიმაციის აკადემიაში, სადაც აქვს საკუთარი სტუდიაც.

კიმის  ყოველი დილა იწყება ფოტოსურათების და სხვადასხვა გამოსახულებების  თვალიერებით და დამახსოვრებით. ის, დიდი ყურადღებით აკვირდება თავის გარშემო მყოფ საგნებს, ადამიანებს და ცდილობს ყველაფერი კარგად დაიმახსოვროს, რასაც ხედავს.  იხილეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მისი ხატვის პროცესი. მერწმუნეთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

5893455-R3L8T8D-650-photos_slide

5893555-R3L8T8D-650-photos_slide1

5893655-R3L8T8D-650-photos_slide2

5895905-R3L8T8D-650-1

5896005-R3L8T8D-650-2

5896105-R3L8T8D-650-tumblr_me5fdc71SH1rt6moko1_1280

5900505-R3L8T8D-650-54

5900605-R3L8T8D-650-222

5900705-R3L8T8D-650-232

5900805-R3L8T8D-650-jh

5900905-R3L8T8D-650-hk

5901005-R3L8T8D-650-ok

5901255-R3L8T8D-650-578711_209333419196320_802031232_n

5902355-R3L8T8D-650-226717_268694229926905_908945844_n

5902455-R3L8T8D-650-385704_261803203949341_684393113_n

5902555-R3L8T8D-650-165000_261802947282700_615804942_n

საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ციფრული ფოტოგრაფიის  ბუმია, არსებობს  კომპიუტერული გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა პროგრამები, მარტივია შექმნა საკმაოდ ხარისხიანი ნამუშევრები. თუმცა,  ახალგაზრდა მხატვრების უმრავლესობა, როდესაც ხვდა, რომ მათი ნამუშევრები საუკეთესოა მხოლოდ ტექნოლოგიების დამსახურებით, რჩება იმედგაცრუებული და ვარდება დეპრესიაში. ამიტომ ასეთ რჩევას აძლევს ახალგაზრდებს კოორეელი ილუსტრატორი და კომიქსების დიდოსტატი:

” ვთვლი, რომ ყველაზე მთავარი არის ბაზა. ვიცი, რომ პროფესიის საფუძვლიანად აღქმა  ნაბიჯ-ნაბიჯ,  რთული, ნელი  და მოსაწყენი პროცესია. მაგრამ, შემდეგ, მიღწეული წარმატება ძალიან ტკბილია. მხატვარმა უნდა შეხედოს და დაინახოს, მიუყურადოს და მოისმინოს, შეიგრძნოს, განიცადოს, შეაგროვოს ინფორმაცია. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მისცემს მას საშუალებას, გააუმჯობესოს საკუთარი ნამუშევრები” .

მოამზადა ქეთი გალუმაშვილმა