დღესასწაული ალკოჰოლური სასმელების გარეშე წარმოუდგენელია და გამონაკლისი არც ახალი წელი და მითუმეტეს არც, მოსალოდნელი სიყვარულის დღეები…

გთავაზობთ 2012 წლის 13 ყველაზე საინტერესო სიახლეს ალკოჰოლურ სასმელებსა და მათ შეფუთვასთან დაკავშირებით…

4

სასიცოცხლო ელემენტი

არაყი „ნეფტი“ ავსტრიაში იწარმოება და ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და ამერიკაში ვრცელდება. არყის საშუალო ფასი 2000 რუბლია

5

სტრადივარის შეფუთვაში

ღვინის საწარმო „Chateau Fombrauge“- იმ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა ღვინის პარტია, სახელწოდებით „სტრადივარისგან“. კომპანიამ 2008 წელს ჩამოსხმული ღვინო მეთვრამეტე საუკუნეში სტრადივარის მიერ დამზადებულ ვიოლინოს ყუთში მოათავსა. ასეთი შეფუთვით სულ 5 კომპლექტი გამოვიდა. ღვინის ფასი 9,9 ათასი ევროა.

Gary Jordan Photography ©2011

საბიუჯეტო პრემიუმ-კლასი

კომპანია „ZERO Ltd“-იმ პრემიუმ კლასის ახალი „კარიბის რომი“ გამოუშვა. ეტიკეტის დიზაინი კომპანია „Saxco International“- მა შეიმუშავა, ხოლო თავად ბოთლები კომპანია „Piramal Glass“-მა აწარმოა. ბოთლის ეტიკეტები შოლკოგრაფიის მეთოდით იწარმოება.

7დააწებეთ მარკა

არაყი, რომელიც 2012 წელს რუსეთის ყველაზე გაყიდვად 10 ნაციონალურ ბრენდს შორის მოხვდა. „ძველი მარკა: იშვიათი კოლექცია“ – ეს არაყი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასმელთან ერთად იშვიათი სახეობის მარკაც შეიძინოს, რომელიც ბოთლის ეტიკეტზეა დამაგრებული და საკმაოდ ადვილი გადასატანია ნებისმიერ სწორ ზედაპირზე.

8

ლუდი კარამელით

სპეციალურად ახალი წლისათვის კომპანია „Львівське“-იმ ლუდის ახალი გემო შექმნა. „ლუდი დღესასწაულის არომატით“ – ეს არის მუქი ფერის ლუდი კარამელის არომატით, რომელშიც სპირტის შემცველობა 3,9%-ზე მეტი არ არის.

9არცერთი წვეთი გარეთ

„Pernod Ricard USA“-იმ მზა კოქტეილების გაუმჯობესებული ორი სახეობის შეფუთვა გამოუშვა: Caribbean Cosmo Light და  Melon Margarita.

10

დალიე სისხლი

კალიფორნიის ღვინის საწარმო „Vampire Vineyards“-მა უჩვეულო ღვინო, „ვამპირი“, გამოუშვა. ასორტიმენტში შედის ისეთი დასახელების სასმელები, როგორიცაა Vampire Wine, Trueblood და Dracula. პროდუქციის ღირებულება 10-დან 35 დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ ღვინო რჩეული ყურძნისაგან მზადდება. სადეგუსტაციო ოთახი კი, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში მდებარეობს, მხოლოდ  ღამით მუშაობს.

11

ოქროს მთების ვისკი

შვედმა დიზაინერმა, ოსკარ მარტინსონმა „Altai Whiskey“-ის კონცეფცია შეიმუშავა. წარმოებას ის ალტაის მთებში გვთავაზობს, სადაც ერთმანეთს ოთხი ქვეყნის საზღვარი კვეთს – რუსეთის, ჩინეთის, მონღოლეთისა და ყაზახეთის. დასახელება „ალტაი“ ძველი თურქული სიტყვიდან – „Alytau“ მოდის, რომელიც ითარგმნება, როგორც „ოქროს მთა“.

12

ვასხავთ გრძნობით

გერმანულმა კომპანია „G-Spirits“-მა შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა რომის, ვისკისა და არყის სერია, რომლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ბოთლში ჩამოსხმამდე სასმელი “Playboy”-ის მოდელის ტანზე მოხვდა. თითოეულ შეფუთვაზე მოდელის ფოტო და ხელმოწერაა, იმის დასამტკიცებლად, რომ სასმელი ჩამოსხმამდე ნამდვილად დაასხეს მას მკერდზე.

თავად მხატვარი

ბაზარზე „Absolut – Unique“-ის ახალი, ლიმიტირებული არყის სერია გამოვიდა. არყის უნიკალური შეფუთვა 38 ფერსა და 51 ტიპის უზორს მოიცავს. თითოეული ბოთლი მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად მზადდება. „Absolut – Unique“ მსოფლიოს 80 ქვეყანაში გაიყიდება.

13ღვინო საკეტით

Franmara Inc.-მა გამოუშვა ღვინოს და ლიქიორის ბოთლები საკეტით, რომელსაც საკმაოდ პრაქტიკული გამოყენება აქვს: ბავშვები ვერ შეძლებენ შემთხვევით მაგარი სასმელები გასინჯონ.

14თრობის წამები

დიზაინერებმა ფილიპ სტარკმა და დევიდ ედვარდსმა შეიმუშავეს ალკოჰოლური სპრეის შეფუთვა. ეს არის პატარა აეროზოლის ბალონი, რომლის დახმარებით მომხმარებელი პირში მცირე რაოდენობით ალკოჰოლს ისხურებს. ეს პროცესი მსუბუქ თავბრიუსხვევას იწვევს, თუმცა სულ ცოტა ხნით.

15მინდვრის არაყი

„Oddka“ – ეს არის პოლონური არაყი, არაჩვეულებრივი გემოთი. მაგალითად, მას შეიძლება ჰქონდეს ახალგამოწურული ბალახის, ვაშლის პეროგის, მარილის, კარამელიანი პოპკორნის ან ელექტროობის გემოც კი. ამ შეფუთვის სიმბოლო არის ადამიანი ბოთლში, სახელად, Witt Oddoski.

მოამზადა გიორგი ალავერდაშვილმა