2456259-psy-ladies-gangnam-style-617-409

YouTube-ის შემოსავლებმა, რომელიც კომპანიამ „Gangnam Style“-ის ვიდეოზე განთავსებული რეკლამებით მიიღო, 8 მილიონ დოლარს მიაღწია…

ამის შესახებ „Agence France-Presse“ იუწყება.

071612_PSY_Gangnam_Style_MV

სამხრეთ კორეული ჯგუფი „PSY“-ის ვიდეო „Gangnam Style“ YouTube-ზე 2012 წლის 15 ივლისს აიტვირთა. დეკემბერში კლიპმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა, მისი ნახვების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა.

კომპანია „Google“-ში კლიპის პოპულარულობას მის მელოდიურობასა და „შესანიშნავ ცხენისმაგვარ მოძრაობებს“ უკავშირებენ.

YouTube ვიდეოდან მიღებული შემოსავლების გაყოფას ჯგუფისთვის აპირებს. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში YouTube-ის რეკლამებიდან PSY-იმ 870 ათასი დოლარი მიიღო.

gangnamstyle530

დიდი შემოსავალი მოუტანა ჯგუფს რეკლამებში „Gangnam Style“-ისა და სიმღერის გამოყენებამაც. ამის გარდა, ამერიკულმა კომპანია „Wonderful Pistachios“-მა ჯგუფთან სარეკლამო რგოლის გადაღებაზე კონტრაქტი გააფორმა, რომელიც „Super Bowl“-ის დროს იქნება ნაჩვენები.

მოამზადა გიორგი ალავერდაშვილმა