2

სამგანზომილებიანი კალამი ხატვისთვის…

კალმით 3Doodler შეგიძლიათ ხატოთ ყველგან და ყოველთვის… ჰაერშიც კი!

6

სათამაშოების მწარმოებელმა ერთ-ერთმა არც ისე დიდმა კომპანიამ WobbleWorks წარმოადგინა პროექტი 3D კალმის შექმნის შესახებ, პირველად მსოფლიოში!

ტექნოლოგიურად ძალიან ჰგავს წებოს პისტოლეტს. კალამი 3Doodler ჩვეულებრივად იტენება. მელანის სახით გამოიყენება სპეციალური  პლასტიკები. ის საშუალებას იძლევა დახაზოთ დახატოთ ნებისმიერ ზედაპირზე, ჰაერშიც კი. და თქვენ სამგანზომილებიან ფიგურებს შექმნით.

კალამი 200 გრამს იწონის და იტევს ორი სახის მელანს.  მწარმოებლები ირწმუნებიან რომ მარტივი ფორმები თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე საათში. გარდა ამისა, ხატვა არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულის ცოდნას.

3

4

5

7

8

9

პროექტმა Kickstarter-ს მხრიდან მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ეს კალამი მალე ხელმისაწვდომი იქნება. ასევე შესაძლოა მან სხვა დამატებითი თვისებები შეიძინოს.

P.S. ბავშვობაში სულ მინდოდა ჰაერში ხატვა შემძლებოდა…. ალბათ ბევრ მულტფილმს ვუყურებდი… მომწონდა ფერიების ჯადოსნური ჯოხები … ახლა უკვე ყველას შეუძლია თავისი საკუთარი ჯადოსნური ჯოხი ჰქონდეს. 3Doodler-ი არის, 3D კალამი, რომელსაც ჰაერში ხატვა შეუძლია. გააფერადეთ ატმოსფერო თქვენი ფანტაზიით. ეს უკვე შესაძლებელია.

მოამზადა სალომე ჭიჭინაძემ