a6a135b3ef3c

კინემატოგრაფიის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება კიდევ 1 წლით დაემშვიდო მაყურებელს… ყველა ელოდა საბოლოო ვერდიქტს. ბოლოს ზოგიერთი გულნატკენი, ხოლო ზოგი ოსკაროსანი დარჩა…

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულებს….

ოსკარი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ბენ აფლეკის ისტორიულ დრამას. არგო მაყურებლებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი იყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამ ალბათ მაინც ბევრი განაცვიფრა. თუ IMDB-ის რეიტინგებსაც გადავხედავთ კვენტინ ტარანტინოს ჯანგოს უფრო მაღალი შეფასება ჰქონდა, თუმცა სწორედ ამიტომ არის ოსკარი. ყოველწლიურად ვრწმუნდებით რომ მათ საკუთარი, ობიექტური შეფასებები აქვთ.

ოსკარი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის გადაეცა დენიელ დეი-ლუისს ფილმისთვის ლინკოლნი. ტრაგიკული პრეზიდენტის ცხოვრება ნათლად განასახიერა და ასახა მსახიობმა საკუთარ როლში.  დეი-ლუისი ერთ-ერთი დიდი მსახიობია და ამ გამარჯვებით ის უკვე რიგით მესამე ოსკარის მფლობელი გახდა.

images (1)

ოსკარი ქალის საუკეთესო როლისთვის გადაეცა ჯენიფერ ლორენსს დეივიდ ოუენ რუსელის რომენტიკული დრამაში  „ Silver Linings Playbook”

lawrence_2397638b

საუკეთესო რეჟისორის ტიტული კი ანგ ლის ერგო, ფილმისთვის “Life of Pi”

130224235208-oscar-photos-ang-lee-horizontal-gallery

არც ტარანტინო დატოვეს გაწბილებული და მას ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა ფილმში ჯანგო. ეს ცნობილი რეჟისორისთვის უკვე მეორე ოსკარია.

images