url

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 990 – 1540 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერების და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის. ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) ქვეპუნქტისა).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ბონუს სისტემას;
** სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ინტერნეტ და ინტრანეტ ვებ-გვერდის განახლება;
** საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების გადაგზავნა;
** ქართული საინფორმაციო სააგენტოების კონტროლი/ინტრანეტზე განთავსება;
** კონტაქტი მედიასთან;
** ბრიფინგების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ყოველდღიური პრესის დაიჯესტის მომზადება;
** პრეს სამსახურის ელექტრონულ მისამართზე შემოსული წერილების/ზარების კონტროლი;
** სამინისტროს თანამშრომლებისათვის პრესის/კვირის გეგმების გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ჟურნალისტად ან საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** საიტის მართვის გამოცდილება;
** ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითიოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა – ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.