url

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე (ოპერატორი).

თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერების და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის. ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) ქვეპუნქტისა).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ბონუს სისტემას;
** სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** ფოტო და ვიდეო გადაღება;
** გადაღებული მასალის დამუშავება – არსებული მასალიდან საჭირო/მნიშვნელოვანი ეპიზოდების შერჩევა და დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ოპერატორად/ფოტოკორესპონდენტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ვიდეო და ფოტო მასალის დამუშავების/მონტაჟის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: Adobe Premiere, Sony Vegas, Photoshop;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითიოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა – ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.