url

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერების და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის. ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) ქვეპუნქტისა).

დასახელება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
თანამდებობრივი სარგო: 1900 – 2110
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ბონუს სისტემას;
** სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** დეპარტამენტის უფროსის საქმიანობის ხელშეწყობა;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით, თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება, კონტროლი, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
** სამინისტროს პიარის გეგმის შედგენაში მონაწილეობა;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზედამხედველობით, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების საქმიანობის გაშუქების უზრუნველყოფა;
** მედიასთან კომუნიკაცია;
** ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მედია-მონიტორინგის, პრეს-რელიზებისა და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** მედიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პრინციპულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიზის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითიოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა – ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.