url

დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერების და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის. ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) ქვეპუნქტისა).სამუშაო პოზიციის დასახელება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
თანამდებობრივი სარგო: 2170 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ბონუს სისტემას;
** სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** დეპარტამენტის მართვა, თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება, კონტროლი, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
** სამინისტროს პიარისა და მარკეტინგის გეგმის შედგენა;
** იუსტიციის მინისტრის საქმიანობისთვის პიარ სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** იუსტიციის სამინისტროსა და მინისტრისათვის კრიზისული პიარ გეგმის შედგენა;
** კომუნიკაცია მედიასთან;
** სამინისტროს წარმომადგენელთა ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობის დაგეგმვა, ასევე, პრესისთვის სამინისტროს წარმომადგენელთა ინტერვიუების დაგეგმვა;
** მედია ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების დაგეგმვა – განხორციელება;
** მედია-მონიტორინგი, პრეს-რელიზების კონტროლი, სამინისტროს ვებ-გვერდის კონტროლი;
** იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების/ან რადიოსა და ტელევიზიაში გასული სიუჟეტების ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში საპასუხო მასალების მომზადება და გავრცელებისთვის საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** სამინისტროს სპიკერებისთვის ტრენინგების დაგეგმვა;
** სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების პიარ და მარკეტინგული საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** მედიაში და/ან მედიასთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და შესაძლო კრიზისული სიტუაციების პროფესიულ დონეზე მართვის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 6 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითიოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა – ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.