perrier-secret-place

ტელეპორტირებაზე გიფიქრიათ? გასული კვირის ინგლისურის გაკვეთილი სწორედ პორტირებაზე, გარდასახვაზე, სხვა სამყაროში მოხვედრაზე მქონდა. შემთხვევით არაფერი ხდება და ამ კვირას პოსტის დაწერა დამევალა, რომელიც პორტირების ანალოგი არ არის, მაგრამ ახლოს დგას საიდუმლო, ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრასთან…

არ გეგონოთ, ახლა დევიდ ლინჩის ფილმებზე ვაპირებდე თქვენთან საუბარს, სულაც არ მინდა ჩემი „გამოლინჩების“ ამბები გაგიზიაროთ, ყოველ შემთხვევაში ჯერ. უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ იდუმალებით მოცულ წვეულებაზე მოხვდით პარიზის ერთ-ერთ ღამის კლუბში (პარიზი იმიტომ, რომ ბოჰემური ქალაქია, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა…).

რას ხედავ? დაძაბე გონება. იქ, კლუბში შენ ცეკვავ ინდის პოპულარულ ბენდთან, ან მაღალ ფსონებს დებ პოკერში.  მარჯვნივ გაიხედე. მანდილოსანი გიახლოვდება-მიიღე მისი გამოწვევა. აიღე მაკრატელი, შემოაჭერი კაბა, ან უფრო თამამად- შემოახიე!

გინდა რომ მხოლოდ შენთვის იცეკვოს სტრიპტიზი?-გაიხმე ლუქსში!

გააშიშვლე ყველა და ყველაფერი, იმიტომ, რომ პერიეს წყალი გიჟური იდეებით გავსებს.

შენ ნამდვილად შეგიძლია გააკეთო ეს! შენს წარმოსახვას შეუძლია დაპორტირდეს სხვა, თავისუფალ განზომილებაში.

პერიე გთავაზობს იყო თავისუფალი, შეიქმნა საკუთარი სამყარო.

წადი „ოქროს ქალბატონის“ და „საიდუმლო ბოთლის“ მოსანადირებლად. იპოვე ისინი და გაემგზავრე სანტროპეში, რიოში-ცეცხლოვანი კარნავალის დროს, ან მაიამიში, ან იბიცაზე.

რატომ? იმიტომ, რომ პერიესთან ერთად იქ სხვა სამყარო გელოდება. ვნებიანი, სექსუალური სამყარო, სადაც პორტირება, მხოლოდ პერიეს შუშხუნა წყლის დალევით შეიძლება.

მოამზადა ხატია ალფაიძემ