პიარსკოლაში მსმენელების მიღება გრძელდება

pr-avatarკურსის დაწყების დღე: 29 აპრილი, 2013; 19:00

კურსის დამთავრების დღე: 27 ივლისი, 2013 ; 15:00

კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) მერაბ ალექსიძის №8

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე

სალექციო დღეები: 

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00 – 22:00
სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00; შაბათი – 12:00 – 15:00

სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია კურსდამთავრებულთათვის საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებასა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში.

ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ–სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ–სამსახურის ფუნქციები.

კურსის მიზანია, თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება; თანამედროვე პიარ–კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება, რომელიც დაეხმარებათ მათ პიარ–მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.

სალექციო კურსები შემუშავებულია და წარმოდგენილია პრაქტიკოსი, პროფესიონალი, წარმატებული ლექტორების გუნდით. სალექციო მასალა შემუშავებულია დასავლური სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პიარ სკოლის ფორმულაა “ცოდნა+გამოცდილება”,
20% – თეორია, 80% – პრაქტიკული მეცადინეობა.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება უკვე 11 საგანი:
• ეფექტური კომუნიკაციები
• მარკეტინგი
• მარკეტინგული კვლევები
• საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის პროცესი
• პიარი
• სოციალური მედია
• ბრენდინგი
• ივენთმენეჯმენტი
• მედიამენეჯმენტი
• BTL
• მარკეტინგული გეგმის შემუშავება

დამატებითი უპირატესობა:
– პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მათ სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

სწავლების ფორმა:
– ლექციები
– პრაქტიკული მეცადინეობა
– პრეზენტაციები

შეფასების ფორმა:
– ინდივიდუალური ტესტი
– ჯგუფური პრეზენტაცია

კურსის ღირებულება:
-1100 ლარი
– 3-ეტაპიანი გადახდის პრინციპი

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პიარ სკოლის მენეჯერს თინათინ სამყურაშვილს.
საკონტაქტო ტელეფონი: 2 55 01 99; 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: prschool.ge@gmail.com; tiko@gepra.ge

www.prschool.ge
www.facebook.com/prschool