subaru-dog-tested-dog-approved-1

“მოსინჯეს ძაღლებმა.  დაამტკიცეს ძაღლებმა” – “Subaru”- ს  ახალი კამპანია დაიწყო. უფრო სწორად, ეს სიახლე კარგად დავიწყებული ძველია…

პირველად მზგავსი რამ 4 წლის წინ იყო. ბრენდის პარტნიორი ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა დაცვის უმსხვილესი ორგანიზაცია  ASPCA  იყო. კამპანიით სურდათ ხაზი გაესვათ და ერთმანეთთან დაეკავშირებინათ როგორ უყვართ “Subaru”- ს  მფლობელებს თავისი მანქანა და საკუთარი ძაღლები.

ამ მანქანის 10 მფლობელიდან 7 ძაღლი ჰყავს. ამიტომ, “Subaru”- ს  წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ წარმატება ახლაც გარდაუვალია. 4 წლის შემდეგ მიზნები იგივეა. თუმცა, არის ახალი სარეკლამო ბანერი.

“Subaru”-მ ახალი ვიდეორგოლებიც დაამზადა…