ცცც

ბავშვობაში არასოდეს მიყვარდა ზუსტი მეცნიერებები… ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა, ქიმია – ეს იმ საგნების ჩამონათვალია სადაც, წაქცეული სამიანი და ჯანმრთელობა, ყოველ გაკვეთილზე აკრული მქონდა. წლის ბოლოს მხოლოდ იმიტომ მაყოლებდნენ ოთხიანს, რომ მე შემოქმედებითი „ბავშვი“ ვიყავი, ვგეგმავდი საახალწლო და სარვამარტო ღონისძიებებს და ა.შ

არადა ახლა რომ ვფიქრობ, ეს ზუსტი მეცნიერები ძალიან მაგარია! სიყვარულს, თავსებადობას, სექსუალურ პარტნიორებს და მეგობრებსაც კი მათემატიკური ფორმულებით ადგენენ.

ტექნოლოგიებმა, რომ კომუნიკაციები გაამარტივეს და ყველაფერი შეცვალეს ეს სიახლე არავისთვისაა. აი,  „დიზელი“  კი  „ITS FASHION“  ყოველწლიური კონკურსის სპონსორი ხდება.

კონკურსის მიზანია აღმოაჩინონ ახალი ტალანტები მოდის ინდუსტრიაში.

წელს კონკურსი ტარდება დევიზით:  „Physics of Creativity“.

შთაგონების წყარო მათემატიკური განტოლებებია.

kk

დიზელი ყველა ახალგაზრდას სთავაზობს ამოხსნან განტოლებები.

სურათებში მოცემულია მერლინ მონროს პორტრეტი, ენდი უორჰოლის ფუნჯები, რომელიც დაფარულია განტოლებებითა და დიაგრამებით.

თუ კონკურსის მონაწილეები განტოლებებს სწორად ამოხსნიან, ისინი მიიღებენ თარიღს, როცა ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას პორტრეტი შექმნა.

კონკურსის გამარჯვებულს „დიზელის“ დამფუძნებელი რენცო როსი (Renzo Rosso), 25 000 ევროს გადასცემს,  ასევე სტაჟირებას გაივლის „დიზელის“ შემოქმედებით ჯგუფში იტალიაში.

kkk

სამ სხვა კონკურსს  აქსესუარების შექმნასა და ფოტოგრაფიაში სხვა ცნობილი ბრენდები გამოავლენენ, როგორიცაა: Swatch, Vogue, Swarovski,YKK.

 

მიმდინარე წლის კონკურსანტების საბუთების მიღება უკვე დასრულებულია. „ITS FASHION“ კონკურსის გამარჯვებულებს 13 ივლისს გამოავლენენ.

თუმცა შეგიძლიათ  საკონკურსო პირობებს შემდეგ ლინკზე გაეცნოთ http://www.itsweb.org/jsp/en/howtoenterfashion/index.jsp და მოემზადოთ 2014 წლის კონკურსისთვის.

აღნიშნული ნამუშევრების დათვალიერებისთვის ეწვიეთ შემდეგ ლინკს http://www.itsweb.org/jsp/en/howtoenterfashion/index.jsp

 

ჰო, მთავარი არ დამავიწყდეს-შეიყვარეთ ზუსტი მეცნიერებები!

მოამზადა ხატია ალფაიძემ