მეორე აფეთქება ფინიშის ხაზთან მოხდა

მეორე აფეთქება ფინიშის ხაზთან მოხდა

ორშაბათს, 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის მსვლელობისას სამი აფეთქება მოხდა, რამაც ზეიმი კატასტროფად აქცია. დაიღუპა 3, ხოლო დაიჭრა 114 ადამიანი. აქედან 17-ის მდოგმარეობა კრიტიკული, ხოლო 25-ის სერიოზულია. დაღუპულთა შორის არის 8 წლის ბავშვიც.

აფეთქებებმა შეკრებილ ხალხში ქაოსი და პანიკა გამოიწვია. თვითმხილველები ყვებიან იმ შოკისმომგვრელ წუთებზე, რაც აფეთქებას მოყვა. მომხდარი ტერაქტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი თუ ჯგუფი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. “ამერიკელები გვერდში ვუდგავართ ბოსტონელებს ამ რთული გზის ყოველ ნაბიჯზე” – დასძინა მან.

ადგილები, სადაც ორი აფეთქება დაფიქსირდა

ადგილები, სადაც ორი აფეთქება დაფიქსირდა

გამოძიებაში ჩართულია ფედერალური ბიურო, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილს ეძებს. თუმცა წინასწარი საფრთხე მარათონის ჩაშლასთან დაკავშირებით არ შეინიშნებოდა. გამომძიებელთა თქმით, დასადგენია აფეთქების “ხელწერა”, რაც დამნაშავის პოვნას გააადვილებს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს დაჭრილი გადაყავთ

სასწრაფო დახმარების ჯგუფს დაჭრილი გადაყავთ

აფეთქებები ბოსტონში 2:45 საათზე მოხდა მაშინ, როცა მარათონში 23 000 მონაწილეთა 3/4-ს უკვე გადაკვეთილი ჰქონდა ფინიშის ხაზი, მესამე კი ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკაში, ფინიშის ხაზიდან 5 კილომეტრში ერთი საათის შემდეგ დაფიქსირდა. აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი შენობებიც დააზიანა.

შეგახსენებთ, რომ ბოსტონის მარათონი სათავეს 1897 წლიდან იღებს და წელს უკვე 117-ედ იმართებოდა.