AP101008050755_620x350

Google  გვთავაზობს ახალ მომსახურებას „Inactive Account Manager“, (“უმოქმედო ექაუნთის მართვა”)  რაც დაეხმარება მომხმარებელს   განკარგოს  თავისი ინფორმაცია ექაუნთის დიდი ხნის შეჩერების ან გამოუყენებლობის შემთხვევაში…

Google ახალი  შესაძლებლობების პოზიციონირებას  ახდენს, კერძოდ  ანალოგად „განმკარგავი“(ანდერძის აღმსრულებელი) . მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა  დიდი ხნის უმოქმედო ექაუნთითაც კი საკუთარი შეხედულებისამებრ დააფორმატოს სერვერი და მიუთითოს სასურველი მიმართულება ყველა საჭირო ინფორმაციას.

თუ Google- ს კლიენტი რაიმე მიზეზთა გამო შეწყვეტს საკუთარი ექაუნთის მოხმარებას, მაშინ  Inactive Account Manager (“უმოქმედო ექაუნთის მართვა”) დაეხმარება მას  გადაწყვიტოს  რა უქნას სასურველ  ინფორმაციას მეილზე თუ სხვა პროგრამებში.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი ფუნქცია საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ თქვენი ციფრული ცხოვრება სიკვდილის შემდეგ – ისე რომ დაცული იქნეს კონფიდენციალურობა  და  გაამარტივოს ცხოვრება ახლობლებისათვის თქვენი გარდაცვალების შემდეგ,” – განმარტავენ კომპანიაში.

What-happens-to-your-digital-life-after-your-real-one-ends

“დაგეგმეთ თქვენი საიქიოს ციფრული ცხოვრება Inactive Account Manager-  ის გამოყენებით,” – გვირჩევს Google .

პროდუქტი გათვლილია  ისეთ წინდახედულ მომხმარებელზე, რომლებიც  ზრუნავენ თვიანთ  ვირტუალურ მემკვიდრეობაზე. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს „ Inactive Account Manager „-ის  გააქტიურების დრო… სამი  ექვსი ცხრა ან თორმეტი   თვის  შემდეგ, ექაუნთის უმოქმედობის შემთხვევაში  Google “განმკარგავი” გააქტიურდება. ამოქმედებისას არსებობს რამდენიმე ვარიანტი , ინფორმაცია  ან წაიშლება ან გადაიგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ეს დამოკიდებულია მასზე თუ როგორ  ფუნქციებს მიანიჭებს სერვისს  მომხმარებელი საკუთარ ექაუნთზე.

ამ გზით თქვენ შეგიძლიათ “უანდერძოთ” არა მხოლოდ მიმოწერა Gmail ზე, არამედ  ყველა მონაცემები სერვისებზე + 1s, Blogger, Contacts and Circles, Drive, Google+ Profiles, Pages and Streams, Picasa Web Albums, Google Voice и YouTube.

ინფორმაციის წაშლამდე GOOGLE იძლევა პირობას,რომ გადამოწმდება ინფორმაცია მომხმარებლის გარდაცვალების შესახებ, ელექტრონული ფოსტით ან  SMS გზავნილის მეშვეობით  რომ ადრესატი ცოცხალია..

549017_536844939699037_1829404132_n“მადლობა, ბიჭებო , მე მათბობს და მხიბლავს  ის აზრი, რომ  ჩემი მეუღლეს  ექნება წვდომა ყველა ინფორმაციასთან, თუ რამე მოხდება უარესი, ” – ხუმრობით აღნიშნა ბლოგში ერთერთმა   მომხმარებელმა მეტსახელით  Micah.S

„თქვენ შეგიძლიათ ამ მომსახურებას უწუდოთ „ჩემი ნება“ “, – წერს სხვა მომხმარებლი მეტსახელად Rathineswaran.

და მაინც.. თქვენი აზრით?🙂