Coca-Cola-Remix-Bottle_japanese-Designer_main

კომპანია  Coca-Cola -ს სააგენტომ  OgilvyAction -მა სოცილური მუსიკალური პროექტი შემოგვთავაზა, სახელწოდებით  “Coca-Cola Remix Bottle”…

დასახელებიდანაც კარგად ჩანს,რომ კამპანიის ცენტრალური  ელემენტი Coca-Cola ბოთლებია,რომლებსაც აქვს უნარი  ყოფითი  და ყოველდღიური მოსაბეზრებელი ხმები  უცნაურ მუსიკალურ მიქსად გადააქციოს. პროექტის განხორციელებისათვის    Coca-Cola  მოიწვია  იაპონელი  DJ და გამომგონებელი  ჯუნო ფუჯივარა (Jun Fujiwara).

“Coca-Cola” – ს ბოთლის გახსნისას თქვენ ხსნით ბედნიერებას, მაგრამ 125 წლის განვალობაში ხმა არ შეცვლილა.როგორ მივანიჭოთ მას ახალი ხმოვანება?” — ამ კითხვით იწყება ვიდეორგოლი რომელშიც  ფუჯივარა  აკეთებს  Coca-Cola ბოთლისაგან ხმისჩამწერ ხელსაწყოს და  მიდის სასეირნოდ  ქუჩებში.

ის წერს სხვადასხვა ხმებს,ჩანაწერი ხმებით dj  ქმნის რემიქსების სერიას. yoTube- ზე განთავსებული სარეკლამო რგოლის ქვეშ მითითებულა   ბმულები, სწორედ ამ ბმულების მეშვეობით მომხმარებელს აქვს საშუალება გადმოქაჩოს თითოეული მიქსი და გამოიყენოს როგორც ზარი!

 “Coca-Cola Remix Bottle” -ს საშუალებით ჩვენ შევძინეთ ახალი ფუნქცია ბოთლის გახსნის ტრადიციულ რიტუალის,” — ამბობს  ASEAN IMC -ის დირექტორი ლეონარდო ო გრეიდი (Leonardo O’Grady) .

01The Coca-Cola Company: “ყოველდღიური ყოფითი ხმების  საშუალებით რემიქსის შექმნა. ჩვენ შევთავაზეთ ფანებს  მოიგონონ  ბედნიერების ახალი ხმა და სულაც არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომ ეს ქუჩის ხმებია, მოთამაშე ბავშვების თუ ადამიანების, რომლებიც სპორტით არიან გატაცებულნი.“