a

გთავაზობთ  სახალისო მოგზაურობას  სურეალიზმის საოცრებათა სამყაროში…

კანადელი ფოტოგრაფი ჯოელ რობისონი  საოცარ ფოტოებს ქმნის, რომლებზეც ყოფითი და რეალური სამყარო  არაჩვეულებრივ თვისებებს იძენს. მიუხედავად  რთული და სიღრმისეული კომპოზიციური შემოქმედებისა ეს ფოტოები გამოირჩევა განსაკუთრებული  სიმსუბუქითა და სიხალისით. საოცარი ენერგეტიკა მოაქვს და გვიმძაფრებს ცხოვრების შემოქმედებითობის აღქმის უნარს.

ასეთი ფოტოების მიმართ ინტერესს, ფოტოგრაფი (ჯოელ რობისონი)  ხსნის ერთი უბრალო სურვილით – ჩვეულებრივი საგნები დაგვანახოს სხვა რაკურსით და  აღგვიძრას სხვა ხედვა მათ მიმართ.

ჯოელი არ მალავს, რომ მისი მინიატურული ავტოპორტრეტების შთაგონება გახლავთ ბავშვობაში წაკითხული წიგნი, რისი შთაბეჭდილების ქვეშაც დღემდე იმყოფება. ეს გახლავთ, ბრიტანელი მწერლის მერი ნორტონის  მიერ შექმნილი „Добывайки“ მასში აღწერილი მინიატურული ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ჩვეულებრივი ინგლისელის სახლში ბინადრობენ.

ტყის მახლობლად მცხოვრები ფოტოგრაფისთვის შთაგონება ხშირად სამეზობლო გარემო გახლავთ.  რობისონი ფოტოშოპისა და ამოუწურავი ფანტაზიის წყალობით ახერხებს შექმნას სათავგადასავლო  ავტოპორტრეტები. ყოველი  ნამუშევარი ერთგვარი თავგადასავალია მისთვის, შემდეგ კი მნახველსაც ეძლევა საშულაება იმოგზაუროს „საოცრებათა ქვეყანაში“.

b

c

d

e

f

j

k

l

m

n

o

p

q

r

s

t

v

w

x

y

z

aa

aaaმოამზადა თიკო სირბილაძემ