დდდ

ბრიტანელი მოდელიორი Vivienne Westwood ბრენდის მფლობელი ვივიენ ვესტვუდი იტალიაში ოჯახურ ძალადობას ებრძვის და ამავდროულად   Greenpeace – თან ერთად  ზრუნავს არქტიკის გადარჩენაზეც…

2012 წელის ნოემბერი,  მილანის ბუტიკი –  ინტერიერში ჩნდება უცნაური ინსტალაციები:  ერთ-ერთი მანეკენი,  რომელიც  ახდენს  ქალის სამოსის დემონსტრირებას   ზის  სავარძლებში დაჩაგრული, დაბეჩვებული  ადამიანის გამომეტყველებით, მისი სხეული  დაფარულია სილურჯეებით (მრავლადაა სისიხლჩაქცევა) სისხლიანი იარებით.

ხოლო სხვა ორი მანეკენი “ნორმალური” გამომეტყველებით დგას, იქვე გვერდით და მჯდომიარეს ახლოს  სტანდარტული სადემონსტრაციო ფორმით. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროგრამა შემუშავებული იქნა  Leo Burnett Milan სააგენტოს მიერ.

სტატისტიკის მიხედვით ყოველი მესამე იტალიელი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სამწუხაროდ, ყველა ქალი არ  აკეთებს განაცხადს  პოლიციაში. 2012 წელს  ოჯახურმა ძალადობამ 120 ქალი იმსხვერპლა.

სოციალური კამპანია  Vivienne Westwood, 2012 წლის 22 -25 ნოემბერს გაიმართა. ამ კამპანიას მედიის  მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, აჩვენებდნენ რგოლებს სამწუხარო სტატისტიკითა და სთხოვდნენ ქალებს  ამოეღოდ ხმა ძალადობის წინააღმდეგ და არ დაეფარათ დანაშაული.

ვესტვუდი  გარემოს დამცველადაც  გვევლინება. ახლახანს მოდელიორმა შექმნა ლოგოს დიზაინი კამპანიისათვის   Greenpeace “Save the Arctic” (“უშველეთ არქტიკას”), რომელიც ასევე  გახლავთ   მოძრაობა  Climate Revolution მხარდამჭერი, მისი გამოსვლა შეეხო  კლიმატური ცვლილებების პრევენციას.