2.05.2013

შოტლანდიის უნივერსიტეტის სენტ- ენდრიუს მკვლევარებმა შექმნეს  ახალი კლავიატურა სახელწოდებით KALQ, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი თითით  და სწრაფად  აიკრიფოს ტექსტი სენსორულ ეკრანზე.

მკვლევარებმა გამოიყენეს კომპიუტერული ოპტიმიზიაციის მეთოდი, დიდი თითის მოძრაობის გათვალისწინებით,რადგან მილიონი შესაძლებლობიდან კლავიშების განლაგებაზე აირჩიეს ერთი ყველაზე ოპტიმალური.

კლავიატურის გამოცდა  მოხდა მომხმარებლებთან ერთად, ახლაი  პროდუქტის გატესტვამ დაადასტურა ,რომ ცოტაოდენი პრაკტიკის შემდეგ  ისინი   34% სწრაფად კრეფენ ტექსტს ,ვიდრე სტანდარტულ  – QWERTY განლაგებისას.

ტექსტის აკრეფა თანამედროვე პლანშეტებზე 2 დიდი თითის გამოოყენებით ძალიან ნელია, ყველაფერი იმიტომ ,რომ კლავიატურის განლაგება  არ შეესაბამება ამგვარი ბეჭდვის სახეს. განლაგებით QWERTY  შესაძლებელია წუთში დაახლოებით 20 სიტყვის აკრეფა. რაც  ჩვეულებრივ კლავიატურასთან  შედარებით შესამჩნევად ნელია. მომხმარებლის მუშაობას უპირატესობას მიანიჭებს ალტერნატიული განლაგების არესებობა.

არსებითი გაუმჯობესებისათვის არ იქნებოდა საკმარისი მხოლოდ რამდენიმე კლავიშის  განლაგების შეცვლა. ახალ  კლავიატურა KALQ -ზე  ყველა ხმოვანი, «უ» და რამდენიმე თანხმოვნის გამოკლებით განლაგებულია მარჯვენა  ხელის დიდი თითის მოქმედების არეალში,  რადგან თანხმოვანი ბგერები მეტია ვიდრე ხმოვანი, შესაბამისად მარცხენა ხელის ცერა თითი წვდება კლავიატურის დიდი ნაწილს.  კვლევის დროს, მეტი ეფექტიანობისათვის  მომხმარებლებს ასწავლეს ორივე დიდი თითის გამოყენება ერთდროულად. სანამ ერთი ხელი აჭერს კლავიშს მეორე უკვე ეძებს სასურველ სამიზნეს.

ვაღიარებ, მშვენიერი გამოგონებაა… 🙂

მოამზადა თიკო სირბილაძემ