1ხშირად მქონია შემთხვევა, როცა გაურკვევლობაში ვყოფილვარ და მითქვამს: ”რაღაც მინდა…”, თუმცა ვერაფრით ვყალიბდებოდი რა იყო ის ”რაღაც”, რაც ასე მინდოდა..  წარმოვიდგენდი რას შევჭამდი, ან დავლევდი, ან იქნებ მოქმედება მინდოდა?! ამაზე პასუხი არავის ჰქონდა… და არც მე!

ჰოდა, ერთ-ერთ ასეთ დღეს, როცა მე საკუთარ ”რაღაც მინდას” ვარკვევდი, ამ დროს სად იყო და სად არა, ტელევიზორში გავიგონე:  ”ნატახტარის ლიმონათი გინდა?” – რატომაც არა?! ვთქვი მე და წყურვილიც დავიკმაყოფილე! ეს ახალი შეფუთვაც მეტად მადის აღმძვრელია!

რა არის ლიმონათი, თუ არა სითხე, რომელიც ბავშვობასთან, მხიარულ ფერებთან, ოცნებებთან, ნატვრებთან და დადებით შეგრძნებებთან ასოცირდება?!  სწორედ, რომ ბავშვური ღირებულებები: სიმკვეთრე, ფერები, ინტრიგა, სიხარული, სიურპრიზები გახდა შთაგონების წყარო, რომ კომპანია “Мегапак”-მა ლიმონათის ახალი ბრენდი ” Кое-что” შეექმნა. ეს არის სასმელი, რომელიც გაოცებს და უჩვეულო შეგრძნებებით გავსებს.

ლიმონათის შეფუთვა, რომელიც სარეკლამო სააგენტო ”Depot WPF”-მა შექმნა-არასტანდარტულია. სახელწოდება, ფერები, ბოთლის დიზაინი, გრაფიკა, პერსონაჟი, გემოს იდენტიფიცირება, ყველა ჩამოთვლილი ელემენტი მომხმარებელში ინტრიგას ბადებს.

ლიმონათი საკმაოდ უცნაური სახელწოდებით ”Кое-что”  უკვე გაყიდვაშია და ის საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

როგორც “Мегапак”-ის  ბრენდ მენეჯერი, დიმიტრი კლეპიკოვი აცხადებს, ლიმონათი არ შეიცავს ქიმიურ საღებავებსა და კონსერვანტებს, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და სწორედ ეს არის ახალი ბრენდის უპირატესობა.

აღსანიშნავია ის რომ,  ახალი ბრენდი უკვე გამოჩნდა საერთაშორისო მარკეტინგისა და რეკლამის ფესტივალზე – „Белый Квадрат“,  სადაც ის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბრენდად დაასახელეს.

რას იტყვით? რაღაც საინტერესო უნდა იყოს. გასინჯვად ნამდვილად ღირს. თუმცა ვიდრე ის საქართველოს ბაზარს დაიპყრობს, მე წავალ და წყურვილს ნატახტარის ლიმონათით მოვიკლავ. ჩემი ”რაღაც მინდა” – ნატახტართან ასოცირედება.

მოამზადა ხატია ალფაიძემ