Google-Grim-Reaper

პირველ ივლისს Google-მა დაპირება აასრულა და თავისი პროდუქტების გაუქმება დაიწყო. ყველაზე დიდი, პოპულარული და საიმედო RSS გენერატორის, Google Reader-ის სიკვდილი მთავარი დარტყმა იყო მომხმარებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ნახევარი წლით ადრე გაავრცელა გამცხადება ამის თაობაზე, Google-ის ინტერნეტ პროდუქტების დახურვა მაინც დრამატულ მოვლენად ფასდება. 

მალე “გარდაცვლილთა” სიას შეემატება Google Wave, Google Labs და, შესაძლოა, Google Buzz-იც. Google-ის პრინციპების თანახმად, იგი აუქმებს ყველა ნაკლებად გამოყენებად პროდუქტს, რომელთა სიაში, რატომღაც Google Reader-იც მოყვა. ქვემოთ გიჩვენებთ Google-ის სხვა პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც უკვე გაუქმდა ან სამომავლოდ გაითიშება და აქვე გეტყვით, რომ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სხვა RSS რიდერები, რომლებიც Google Reader-ს ჩაენაცვლებიან.

google-graveyard