british-airways-interactive-billboards-1

ავიაკომპანია British Airways-მა ახალი ციფრული ბილბორდები წარმოადგინა, რომლებსაც ზემოთ გადამფრენ თვითმფრინავებთან ინტერაქცია შეუძლიათ. კომპანიის თქმით, მიდგომის მიზანია დაანახოს კლიენტს, თუ რა ჯადოსნური შეიძლება იყოს ფრენა ბავშვების თვალთახედვიდან.


Oglivy 12th Floor-ის მიერ შემუშავებული ბილბორდები უახლეს თრექინგ-ტექნოლოგიას იყენებენ, რომ თვითმფრინავების იდენტიფიცირება მოახდინონ. იმ მომენტში, როდესაც ბილბორდის თავზე დაფიქსირდება რეისი, სურათი შეიცვლება ბავშვით, რომელიც თვითმფრინავისკენ თითს იშვერს. იქვე ისახება დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა ფრენის ნომერი და რეისის დანიშნულება. ტექნოლოგია იმდენად ზუსტი და სწრაფია, რომ რეისების დაუგეგმავი ცვლილებებიც კი მყისიერ აღინიშნება ბილბორდზე.

ბილბორდებზე ასევე უფრო კონკრეტული და რეისისთვის რელევანტური ინფორმაციაც გაჩნდება ხოლმე, მაგალითად, თვითმფრინავის მოდელის რეკლამა მომავალი მგზავრებისთვის, ფასდაკლებები ბილეთებზე, ჰაერის ტემპერატურა დანიშნულების ადგილას და ა.შ.

British Airways-ის მარკეტინგის თქმით, ასეთი ტიპის რეკლამა პირველად გამოჩნდა გაერთიანებულ სახელმწიფოში, და პირდაპირადაა მიმართული ოჯახების წამიერ ინფორმირებისთვის ხელმისაწვდომ დასასვენებელ ადგილებზე ან რეისების პროგრესზე.

„იმედი გვაქვს, რომ ნამდვილ wow ეფექტს გამოვიწვევთ და ხალხს შევახსენებთ, თუ როგორი გამაოგნებელია ფრენა და რაოდენ ხელმისაწვდომია მთელი სამყარო.“