s

როცა სექსუალური, მომხიბვლელი, ლამაზი ხარ ცდუნებაც უფრო მეტია!

თუ გახსოვს მთავარი, ყველაფერი კარგად იქნება. არავინ გეუბნება იმას, რომ იცხოვრო სექსის გარეშე. მაგრამ, ის რომ უნდა იყო ფრთხილად, ეს უნდა იცოდე და გაითვალისწინო. იზრუნო საკუთარ თავზე და სხვაზეც!

მას შემდეგ რაც მსოფლიომ გაიგო შიდსის შესახებ, სამედიცინო სფერო ძალებს არ იშურებს, რომ გადაარჩინოს სამყარო ამ დაავადების გავრცელებისგან.

ცოტა რამ აივ შიდსის შესახებ:

აივ-არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, შიდსი- შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

ძირითადად იგი სქესობრივი კავშირით გადაეცემა პარტნიორს, რომელიც წლების შემდეგ იწვევს სიკვდილს!

შიდსის გადაცემის გზები:

  • სქესობრივი კონტაქტი;
  • სამედიცინო იარაღების რამდენჯერმე მოხმარება (მანიკურის, პედიკურის, კბილის ხელსაწყოების, პირსინგი, ტატუირება-ამ ყველაფრის გაკეთებისას, კარგად დარწმუნდით, რომ იარაღები სტერილურია);
  • ინფიცირებული დედიდან შვილზე-მშობიარობისას და ძუძუთი კვებისას.

 შიდსი არ გადაიცემა:

  • ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნით;
  • კოცნით, დახველებითა და დაცემინებით

როგორია შიდსით დაავადებულთა მსოფლიო სტატისტიკა?

40 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული, დაღუპულია 25 მილიონზე მეტი.

სიმპტომები, რომელიც ახასიათებს დაავადებას:

  • სისუსტე;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • წონის მნიშვნელოვანი კლება მცირე პერიოდში;
  • წყლულები, გამონაყარი კანზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ფაღარათი

შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ ხერხად პიარტექნოლოგებს სოციალური რეკლამა მიაჩნიათ. მთელი კამპანია შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს:

  1. შიდსი არსებობს და ამას უნდა შეეგუო!
  2. შიდსი კლავს!
  3. შიდსი არსებობს, მაგრამ შეიძლება მისი თავიდან აცილება!

შიდსი, ეს არის დაავადება, რომლის განკურნებაც შეუძლებელია, მაგრამ მისი დროული აღმოჩენით, შეუძლია ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, მაგრამ ვიდრე ამ დიაგნოზს დაგისვამენ იყავი ფრთხილად! გამოიყენე პრეზერვატივი, ან გყავდეს მუდმივი სექსუალური პარტნიორი.

ყოველთვის, როცა შენ იხდი და წვები ვინმესთან-შენ წვები მის წარსულთან!

წარსული გავლენას ახდენს შენს მომავალ ურთიერთობებზე!

გქონდეს ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობა, ოღონდ იცოდე ვისთან, მას შენამდე 34მდე ქალი ეყოლებოდა!

დიახ, სექსის გარეშე ვერ იცხოვრებ! გააკეთე ეს,  მაგრამ ჩართე გონებაც!

ss

 sss

უსაფრთხოდ!

ssss

ქვევით ხტუნვა დაცვის გარეშე სახიფათოა!

sssss

შიდსი – მასობრივი მკვლელი!

ssssss

sssssss

ვისთანაც დღეს გძინავთ, შესაძლოა ის აღმოჩნდეს თქვენი წარსული!

a

შიდსის განკურნება შეუძლებელია! დაიცავი საკუთარი თავი!

aa

aaa

შიდსი გკლავს! გეშინოდეთ მისი და ისწავლეთ თავის დაცვა!

aaaa

იყავით ფრთხილად!

aaaaa

სიცოცხლე და სიკვდილი დამოკიდებულია სულ რაღაც 0, 003 მმ ლატექსზე…

aaaaaa

aaaaaaa

ნუ დამალავთ წარსულს, ის გავლენას ახდენს მომავალ ურთიერთობებზე!

1

ნუ დაკარგავთ თავს!

2

სიურპრიზი!

3

4

შიდსის გარდა,არაფერი შეცვლილა!

5

შეიყვარე სიცოცხლე და შეაჩერე შიდსი!

6

იმოქმედე მხოლოდ დაცვით!

7

ეს შენი სექსუალური ცხოვრებააა!

8

ნუ სულელობ, დაიცავი თავი!

9

პრეზერვატივი გადაარჩენს სიცოცხლეს!

10ქეითი მილსი და კიდევ 34 გოგონა  იყვნენ აქ!🙂

მოამზადა ხატია ალფაიძემ