2352255-R3L8T8D-650-BridesCity15

ჩემ მეგობარ თამარს, რომელიც ახლახანს შევიძინე ჯეპრაში, ოცნება აუსრულდა! ეს იქნება ჩემი პირველი პოსტი ერთი წლის მანძილზე, რომელიც არ ეხება სიშიშვლეს, არ ეხება სექსს და შიდსს…

გაფრთხილება: თუ თქვენ პრინცესების და პრინცების არ გჯერათ, შეგიძლიათ კითხვა ახლავე შეწყვიტოთ და გაატაროთ ისინი, ვისაც სჯერა!

სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ თავად მჯეროდეს პრინცესებისა და პრინცების არსებობის, ან საერთოდ ზღაპრების, თუმცა ზოგჯერ, მინდა რომ მჯეროდეს, ზღაპრებსაც დღემდე ვკითხულობხოლმე. არის ზღაპრებში ისეთი რაღაცები, რაც რეალურ ცხოვრებაშიც ხდება.. მჯერა მაგალითად ბოროტი დედინაცვლის არსებობის, რომელიც შესაძლოა მოგევლინოს ბოროტი მეზობლის, მძღოლის, გამყიდველის ან უფროსის სახით.

მჯერა კიდევ იმის, რომ ბოროტება არსებობს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად სიკეთე ვერ სძლევს მას!

კიდევ ერთი რაც ზღაპრებიდან მჯერა, არის ის რომ სიყვარული არსებობს, მაგრამ მისი შეგრძნება რეალურ ცხოვრებაში არაერთგვაროვანია და სიყვარულს ყოველთვის არ აქვს ”ჰეფი ენდი” და არც არის აუცილებელი რომ სიყვარული აუცილებლად ქორწინებით დასრულდეს, რადგან რეალურ ცხოვრებაში, სწორედ ქორწინების შემდეგ იწყება, ახალი, სხვა ”ზღაპარი”, რომელიც ასევე არაერთგვაროვანია.

აი, რაც შეეხება პრინცესებს-ჩემი აზრით, ყველა ახალშობილი გოგონა, რომელიც იბადება-პრინცესაა, გათხოვების შემდეგ კი ხდება დედოფალი. სხვა თემაა, როგორ ”ადედოფლებს” მას თავისი რჩეული.

პრინცესა ვარ მეც და ყველა გოგო, რომელიც სახლში ზის და ელოდება.. აუცილებელი არ არის თეთრ რაშზე შემოსკუპულ პრინცს ელოდებოდეს. მთავარი ის არის, რომ ყველა ელოდება საკუთარ დროსა და ბედნიერებას.

პრინცესები არიან სხვადასხვანაირები:

  • რომლებიც უბრალოდ სხედან და ელოდებიან,
  • რომლებიც თვითონ აქტიურობენ,
  • რომლებიც თავის ბიჭებს სისხლს უშრობენ, აწვალებენ, ალოდინებენ და ა.შ.
  • არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ, მშვიდად და აუღელვებლად აკეთებენ საკუთარ საქმეს, დადიან სამსახურში, მუშაობენ თავაუღებლად, მიდიან სახლში, ალაგებენ, უვლიან ბებოს, დედას, კატას, ძაღლს..

 პრინცესების ნაირსახეობები უფრო ვრცლად:

არიან დეპრესიული პრინცესებიც, რომლებიც ელოდებიან, ელოდებიან და ლოდინით დაღლილებს ათასგვარი სისულელე მოსდით თავში და ამდენი სისულელისგან ურჩხულ დედაკაცებად გადაიქცევიანხოლმე.

არსებობენ პრინცესები, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პრინცზე იოცნებონ და ბოლოს ნაოცნებარი დარჩებათ, მაგრამ ისინი მაინც პრინცესები არიან!

არსებობენ წუნია პრინცესებიც, რომლებსაც არავინ და არაფერი მოსწონთ.

არსებობენ უსაქმური, კეკელკა პრინცესებიც, რომლებიც მთელი დღეები, მხოლოდ საკუთარ ფრჩხილებზე იყურებიან, მანიკური ხომ არ გადამცილდაო.

ახლა ძალიან ტრენდულია პეროიანი პრინცესების არსებობა-ისინი, როგორც წესი, ძალიან მარტივად იღებენ ცხოვრებისგან ყველაფერს, რაც უნდათ, საუბრობენ ბრენდებზე, არ კადრულობენ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობას, აქვთ აიფონები და ტუჩებს მაქსიმალურად ხშირად ”პრუწავენ” ასევე ხშირი ”სელფშუტებისთვის”.

არიან ასევე მარტოხელა დედა პრინცესები, რომლებიც უკვე საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრობენ და ელოდებიან ისეთ პრინცს, რომელიც პირველი პრინცისგან გაჩენილ ბავშვს უპატრონებს, მოუვლის და შვილად მიიღებს. ასეთი პრინცესები ბევრ დათმობაზე მიდიან და მიუხედავად იმისა, რომ მე შვილი არ მყავს, მესმის მათი.

არსებობენ პრინცესები, რომლებიც მთელი ცხოვრება საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის იბრძვიან. რომლებთაც უბრალოდ უნდათ, რომ ისინი შენიშნონ, კაფეში, ბარში, წვეულებაზე, სამსახურში.. ასეთი პრინცესები შესაძლოა გარეგნულად მხიარულები ჩანდნენ, მაგრამ ბევრი გაჭირვებაგამოვლილი ნაღველს ინახავდნენ გულში..

მოკლედ, რუსეთში, ივანოვოში, არსებობს ასეთი კრეატიული ფოტოგრაფი, ოლენა ჟანდაროვა, რომელიც ასევე პრინცესაა, როგორც მე აღმოვაჩინე, ალბათ ისიც ელოდება საკუთარ პრინცს და ალბათ, სწორედ მისი პრინცესობა გახდა იმ იდეის მასტიმულირებელი, რომ შეექმნა ნამუშევრები პრინცესებზე. ფოტოპროექტს მან ”პატარძლების ქალაქი” დაარქვა.

ოლენამ საკუთარი ქალაქის ყველა მარტოსული პრინცესა აღბეჭდა ფირზე. ისინი ყველა განსხვავებულია, ბედნიერებიც და უბედურებიც, ვიღაც თავისთვის მყოფი, ვიღაც პირიქით, ვიღაც ჩაკეტილი, ვიღაც ეპატაჟური, ვიღაც ნამდვილი, თამაშის გარეშე, ვიღაც არც ისე გულწრფელი, ვიღაც მოთამაშე, ვიღაც ერთგული…

ჩემი ინტერპრეტაცია, როცა ეს ფოტოები აღმოვაჩინე, იყო ის რომ ეს მარტოსული ადამიანები პრინცესები არიან, რომლებიც ელოდებიან… და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ღირსები არიან იპოვონ საკუთარი პრინცები!

მეც პრინცესა ვარ! უფრო სწორად მე კონკია ვარ! უკვე დიდი ვარ რომ ამის მჯეროდეს, მაგრამ როცა საკუთარ ცხოვრებას თვალს ვავლებ, ვგრძნობ, რომ ნამდვილი კონკია ვარ, რომელიც ყველანაირ დაბრკოლებას მარტო უმკლავდება! და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის! კიდევ ბევრია გადასალახი!

მოკლედ…  ნახეთ ელენა, მაშა, კატკა, საშა, ნასტია…

2352355-R3L8T8D-650-BridesCity10

2352405-R3L8T8D-650-BridesCity11

2352505-R3L8T8D-650-BridesCity16

2352705-R3L8T8D-650-BridesCity09

2352805-R3L8T8D-650-BridesCity05

elenaelenaa

ira

katia

mashaassha

nastiaa

nastia

მოამზადა ხატია ალფაიძემ