preview-650x390-1382609034

სილამაზის ყველას თავისებური აღქმა აქვს. ყველა აკეთებს იმას, რაც მოსწონს, ან უბრალოდ არ აკეთებს…

მე, უფრო ვაკეთებ, ვიდრე-არა, თუმცა შეზღუდვები მეც მაქვს. ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას-რატომ? პასუხი ასეთია – არასწორად გაიგებენ!

არც ეპატაჟური მინდა ვიყო, არც სკანდალური, არც ”აზაბოჩენი”…  მინდა ვინმემ მიწოდოს და მით უფრო ზურგს უკან, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, დამელაპარაკოს პირდაპირ და პასუხსაც გავცემ!

მე სილამაზის აღქმა ნებისმიერ საგანში შემიძლია, იყოს ის სულიერი, ან, უსულო.. ეს ალბათ, წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული, რასაც ნამდვილად არ ვუჩივი. პირიქით, ზოგჯერ მგონია რომ დროს გადავუსწარი, მაგრამ ამაზე, როგორც წესი არ ვსაუბრობ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ სხვანაირად გაიგებენ..

თუმცა, ჩემთვის განსაკუთრებით ლამაზია შიშველი სხეული.  ეს მთელი ხელოვნებაა.  განვმეორდები:  არც ეპატაჟური მინდა ვიყო, არც სკანდალური, არც ”აზაბოჩენი” მინდა ვინმემ მიწოდოს..

ბევრს შეიძლება მოსწონდეს ასეთი ხელოვნება, მაგრამ თავი აარიდოს ნებისმიერ კომენტარს, ან შეფასებას და უფრო მეტიც, ილაპარაკოს სრულიად საპირისპირო..

სახალისო ის არის, რომ ჩემი რედაქტორი, მაია, იგივე ტაკიტუკა (ასე ვეძახით მას თანამშრომლები), მაძლევს ისეთ დავალებებს, რომელსაც მე სიხარულით ვაკეთებ. რომ არ მომწონდეს, ასე გულიანად ვერ განვეწყობოდი. ალბათ, ამიტომაც არის სწორი მიდგომა, როცა მენეჯმენტში, უფროსებმა იციან დაქვემდებარებულს რა შეუძლია კარგად და სწორ დავალებებს ურჩევენ… და კი არ ”აფუჭებენ” მას, როგორც კადრს, არამედ აძლევენ განვითარების საშუალებას, ”მიეცი ნიჭსა გზა ფართო”-ს პრინციპით.

მე არ ვარ ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ შემიძლია შევაფასო ნახატები, მუსიკა, ფილმი და უბრალოდ ვთქვა, რომ კარგია, ან ცუდი. ამისთვის არგუმენტებიც მექნება, ბუნებრივია.

იგივე პრინციპით შევაფასებ რუსლან ლაბანოვის ფოტოგრაფიას, რომელიც თავის დახვეწილ გემოვნებას ფოტოებით გადმოსცემს. მისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მოდელები, არამედ, დეტალები, რომლებიც ერთ, მთლიან იმიჯს ქმნიან. მაგალითად, საათი, ფეხსაცმელი, მკერდის ზომა, ქუდი. შიშველი სხეული, გრძნობების, მდგომარეობის ამსახველია. ამიტომაც, ის არის ფოტოგრაფი, რომელიც არ იღებს უბრალოდ შიშველ გოგონებს. მისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, ადგილი, რომლებიც წარმოსახვას აფართოებს ადამიანებში. ამიტომაც მისი ფოტოები არ არის პორნოგრაფია რომელიმე ჟურნალისთვის, რომლის დათვალიერებისას შეიძლება ონანიზმით დაკავდე, არამედ, ისინი, მხატვრულ კომპოზიციებს წარმოადგენენ.

1823855-R3L8T8D-650-idZxzIAXkIk

1823955-R3L8T8D-650-qC8ZRLMYpK0

1824055-R3L8T8D-650-eI7aEINmO6sმე მომწონს ეს კომპოზიციები. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც უნდა მოგწონდეთ. პირიქით, რაც მეტი შემეწინააღმდეგება, უფრო უკეთესი.

შეკითხვაზე, გადავიღებდი თუ არა თავად ასეთ ფოტოებს? გიპასუხებთ, რომ -კი! რომ არ ვიყო დაბადებული და ვცხოვრობდე საქართველოში. რას ვიზამთ, ეს ქართული კომპლექსებია. როგორც რუსები იტყვიან: ”უ ვსეხ სვაი ნედასტატკი…”

1824155-R3L8T8D-650-6I6PZHYViMU

1824255-R3L8T8D-650-y_1a9d269c

1824355-R3L8T8D-650-Kd93i8wT6Q0

1824555-R3L8T8D-650-0_36862_1a5b9f9a_orig

1824755-R3L8T8D-650-RcbPEgZUUQ0

1824855-R3L8T8D-650-artlimited_img312882

1824955-R3L8T8D-650-y_6717f9b7

1825555-R3L8T8D-650-1804720

1825655-R3L8T8D-650-0732

1825755-R3L8T8D-650-62275

1825955-R3L8T8D-650-tumblr_mbmbwgy1ev1qag73to1_1280

1826155-R3L8T8D-650-2

1826255-R3L8T8D-650-929481809

1826455-R3L8T8D-650-RuslanLobanov41

1826555-R3L8T8D-650-RuslanLobanov49

1826655-R3L8T8D-650-RuslanLobanov30

1828505-R3L8T8D-650-katerina_lt

1830005-R3L8T8D-650-shat

1830455-R3L8T8D-650-tension

1830555-R3L8T8D-650-292500

1830655-R3L8T8D-650-b_f_504152756eca5

1831005-R3L8T8D-650-Untitled-10_romance_awto1

1831505-R3L8T8D-650-195156სილამაზის აღქმა ყველას თავისებურად შეუძლია! მე, ეს ფოტოკოლექცია ძალიან მომწონს. თუ იმაში შემეკამათებით, რომ ეს ლამაზი არ არის, მაშინ მე მხოლოდ ერთ დასკვნას გავაკეთებ-უგემოვნებო ბრძანდებით!

http://www.adme.ru-ს მიხედვით მოამზადა ხატია ალფაიძემ