k

ყველაზე  სიმპატიური, ზომიერად მოსუქებული და ძალღონით აღსავსე, ტანადი მოწიფული მამაკაცის ცოვრებისეული ფილოსოფია…

თითქმის 60 წლის წინ ასტრიდ ლინდგრენმა მოიგონა ისტორია  ბიჭუნასა და კარლსონზე,  არ მეგულება ადამიანი, რომელსაც  წაკითხული ან სულ ნანახი  აქვს ეს ზღაპარი და მასზე  წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაეტოვებინოს. ბავშობის ყველაზე მძაფრ მოგონებად დარჩება  კარლსონი  „მსოფლიოში საუკეთესო“ :  მეგობარი , ელმავლების მშენებელი, ტორტების  და ბლითების მჭამელი, მამლების მხატვარი და რა თქმა უნდა ყვლაზე მომხიბლავი მოჩვენება ძრავით…

სინამდვილეში კი კარლსონი აუტანელი, თავის თავზე უსაზღვროდ შეყვარებული ეგოისტია. ალბათ ის ყველაზე მომხიბლავი ცხოვრების მოყვარული ეგოისტია ქვეყანაზე. ასტრიდ ლინდგრენმა კითხვაზე , თუ რატო შექმნა მან კარლსონი ასეთი უპასუხა: „ მე არ შევქმენი, ის ასეთი გახდა…“

kkსაერთოდ კარლსონს მშვენივრად გამოუვიდა ცხოვრება თავის სასარგებლოდ და სასიამოვნოდ, ამავდროულად შეინარჩუნა  ინდივიდუალიზმი ნებისმიერ სიტუაციაში. ესეც მისი ცხოვრების წესი, თუ გინდათ მისდეით, ან სულაც გაითვალისწინეთ🙂

kkkk სულ რაღაც 35 წესი:

  1. სიმშვიდე მხოლოდ სიმშვიდე! ადამიანებმა, რომ იცოდნენ რა სასიამოვნოა სახურავზე სიარული ისინი დიდი ხნის წინ შეწყვეტდნენ ბორიალს ქუჩებში.
  2. — დამიჯერე კარლსონ… მურაბაში არაა ბედნიერება… — მოიცა შენ რა გაგიჟდი?! აბა კიდევ რაში?🙂
  3. სახურავიდან, რა თქმა უნდა, უფრო კარგად ჩანს ვარსკვლავები, ვიდრე ფანჯრებიდან, ამიტომ მიკვირს ,რა ცოტა ხალხი ცხოვრობს სახურავზე…
  4. ყოველთვის ყველაფერი უნდა მიაგდო, თუ გეწვია შთაგონება, გესმის ჩემი და აი, ეხლა მე ის მეწვია  “ლა,ლა,ლა“  – მღერის ჩემში რაღაც და ვიცი ეს შთაგონებაა…
  5. რა საჭიროა გენერალურად ალაგო ყველაფერი, მერე ხომ ვერასოდეს ვეღარ გადააადგილებ   ასე კარგად ვერაფერს?!
  6. თუ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ კაკლის ნაჭუჭი უშლის ხელს , რომელიც ჩაუვარდა ფეხსაცმელში თავი შეუძლია ჩათვალოს ბედნიერად…
  7. საკმარისია ადამაინთან ერთად დაკეტილ სივრცეში იჯდე  ერთი-ორი საათი, რომ მზად ხარ შეეგუო მას.
  8. ნამცხვრებისაგან არ სუქდებიან!
  9. შინამტანჯველის ( ფრეკენ ბოკის ) მოთვინიერებისათვის არსებობს სამი მეთოდი,      გამოიყვანო წყობრიდან, წაეთამაშო და  ოინბაზო, პრინციპში, რომ ვთქვათ ეს ერთი და იგივეა, მაგრამ ოინბაზობა  ეს პირდაპირი გზაა  შინამტანჯველთან  საბრძოლველად!
  10. საუკეთესო მოსაზრებიდან გამომდინარე “რამეც” კი შეიძლება გააფუჭოს წარუმატებლობამ, მაგრამ არ ინერვიულო … ეს საქმე ცხოვრებისეულია.!
  11. უბრალოდ მაცოფებს ეს წესრიგის მიმართ სიყვარული! თვენს სახლში ხომ არაფრის დატოვება არ შეიძლება.
  12. მას ვისაც უკვე მოხდილი აქვს ფუნთუშეულის ვირუსი , არანაირი დაავადება აღარ ემუქრება
  13. შენ ვერაფერს გაგიკეთებ, იმიტომ ,რომ  შენ -შენ ხარ
  14. ჩემი ჭამის შემდეგ, ერთადერთი რაც რჩება ეს არის მაგიდა!
  15. მეგობრებს უნდა უთხრა მხოლოდ სასიამოვნო, გამამხნევებელი სიტყვები,  დაახლოებიტ ყოველ 5 წუთში ერთხელ მაინც.
  16. დიდი ხანია შევნიშნე, საკვები რაც უფრო უგემურია, მით უფრო სასარგებლოა.  აი, ძალიან მაინტერესებს ეს ყველა ვიტამინი რატომ არის მხოლოდ იმის შემადგენლობაში რაც საზიზღრობაა?!
  17. ვერაფერი ვერ შეედრება მოჩვენებას,როდესაც უნდა შეაშინო ქურდები. ადამიანებმა ეს რომ იცოდნენ აუცილებლად მიაბამდნენ თითო -თითო  პატარა ბოროტ მოჩენებას ყველა კასას ქალაქში.
  18. აი, მე თუ ნივთი ვარ, ყოველ შემთხვევაში საუკეთესო ნივთი მსოფლიოში , რომელიც 10.000 კრონი ღირს
  19. ჭამის დროს აუცილებებლია იყოს მხიარულება!
  20. დაიმახსოვრე,  “არაფერი საქმეა სრულყოფილი  ტკბილეულის გარეშე!”
  21. არ ვარ თანახმა მწოლიარემ ლოგინში მოვიწყინო. აქაც შეიძლება გააკეთო რამე: მაგალითად, ჭამო ბუტერბროდები ცხიმიანი ძეხვით, შეიძლება ითამაშო „ტომარა“ ან მოაწყო ბალიშების ომი.!
  22. აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც  ჩათვლიან, რომ სახურავზე ცხოვრება ეს უცნაურია, არაფერია ამაში საშიში. ყველა ცხოვრობს იქ სადაც მას უნდა.
  23. მშვენივრად შეიძლება გააგიჟო ადამიანები, მარტივად გადაყლაპო ყველა მათი ფუნთუშა.
  24.  უბრალო კითხვაზე ყოველთვის შეიძლება უპასუხო „კი“ ან „არა“ ამაზე მარტივი მგონი არაფერია.
  25. წარმოიდგინე ეს რთულია. მე ახლა დაგისვამ შენ კითხვას, აი მისმინე! შენ არ  სვამ დილას კონიაკს? პასუხი -ხო ან არა!
  26. უნდა შეგეძლოს დაიცვა საკუთარი თავი, მე ყოველთვის მიყვარს წესრიგი, რაც ჩემია ჩემია!
  27. თუ მე არ მაჭმევენ, მე აღარ ვარ მე!.
  28. დაბადების დღე არ უნდა მქონდეს ყოველთვის ერთიდაიგივე დღეს, როცა არსებობს სხვა ამდენი კარგი და არაჩვეულებრივი დღე!.
  29. ძალების მოზღვავება არსებობს ყველა ასაკში! ნუ ყოველ შემთვევაში როდესაც ჩემზეა საუბარი.
  30. შენ ფიქრობ ,რომ მე ჩემს კანფეტებს ვანდობ ადამიანს, რომლესაც აქვს კბილები?
  31. ვისჭირდება სიმშვიდე? უნდა იყოს მხიარულება, ხალისი, ეგრე მე არ ვთამაშობ.
  32. იმ ადამიანებს ვისაც აწუხებთ სინდისი ყოველთვის სხდებიან ისე , რომ ჩანდნენ ჭუჭრუტანაში ან სულაც გასაღების ღრიჭოში!
  33. არ შეიძლება ჰაერის დაბინძურება  მფრინავი ბიჭებით, მე და ბიჭუნაც საკმარისი ვართ!
  34. რადგან შენ გყავს უკვე საუკეთესო მეგობარი მისი მიტოვება არ შეიძლება.
  35. არა არაფერი მინდა. არ არის საჭირო.. ნუ   დიდი ტორტის, რამდენიმე კოლოფი პეჩენიის, შოკოლადის გორის და დიდი უდიდესი კამფეტების პარკის გარდა.

kkk

და ბოლოს, რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება იყოს კარლსონი. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მსოფლიოში საუკეთესო ზომიერად შესუქებული ეგზემპლარი….🙂