21597_160553954086168_434922054_n

რუბიკის კუბის აწყობის სიჩქარე, ვინ არიან სპიდკუბერები  და  ვინაა ჯესიკა ფრიდრიხი?

პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი რუბიკის კუბის აწყობაში ჩატარდა 1982 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. მას შემდეგ, რუბიკის კუბის აწყობის სიჩქარის გამოსავლენად მრავალი ჩემპიონატი გაიმართა და დღემდე ტრადიციას არ ღალატობს. ადამიანებს, რომლებიც მისდევენ რუბიკის კუბის სწრაფ აწყობას, სპიდკუბერებს უწოდებენ. ხოლო თავად სწრაფ აწყობას – სპიდკუბინგს (speedcubing).

226419_228246043855568_5116348_n

ამჟამად, ჩქარი აწყობის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს ჩეხი ქალბატონის, ჯესიკა ფრიდრიხის მეთოდი (Jessica Fridrich).

megacuber_JessicaFridrich

ოფიციალური შეჯიბრი რუბიკის კუბის სწრაფ აწყობაში რეგულარულად ტარდება კუბის მსოფლიო ასოციაციის World Cube Association (WCA) მიერ. ყოველწლიურად იმართება ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი.

World Cube Association-ის წესების თანახმად, აწყობის წინ ყველა კუბი 3x3x3 უნდა თანაბრად იყოს შერეული ერთმანეთში scramble-ს ალგორითმის მიხედვით, რასაც სპეციალური პროგრამის დახმარებით აკეთებენ – Cube Explorer.

გამარჯვებული ვლინდება არა ერთჯერადი აწყობის შედეგად, არამედ 5 მცდელობიდან საშუალო დროის მიხედვით. ამასთან,  „საუკეთესო“ და „ყველაზე ცუდი“ მცდელობის გათვალისწინება არ ხდება.

რეკორდები რუბიკის კუბის აწყობაში  ასე გამოიყურება:

სპიდკუბერი Mats Valk (Netherlands) – 5,55 წამი – Zonhoven Open 2013

სპიდკუბერი Feliks Zemdegs (Australia) – 5,66 წამი – Melbourne Winter Open 2011 (რეკორსმენი როგორც რუბიკის კუბის აწყობაში და ასევე სხვადასხვა თავსატეხების. მას 50-მდე  რეკორდი აქვს დამყარებული).

Feliks_Zemdegs_at_the_World_Championships_Oct_2011

zemdegs_4

სპიდკუბერი Erik Akkersdijk (Netherlands) 7.08 წამი – Czech Open 2008

სპიდკუბერი Yu Nakajima (Japan) – 8, 72 წამი – Kashiwa Open 2008

1014451_587365007991852_897998370_n

  • 5 მცდელობა, საშუალოდ, მაგრამ სწრაფი და ნელი მცდელობა: 6.54 წამი Feliks Zemdegs (Australia) Melbourne Cube Day 2013. კუბის აწყობის დროები იყო: 6.91, 6.41, 6.25, 7.30 და 6.31 წამი.
  • თვალებახვეული, სწრაფი დრო  (თან იმახსოვრებდა): 23.80 წამი, Marcin Zalewski (Poland) Polish Nationals 2013
  • თვალებახვეული, კუბების რაოდენობით:  41, Marcin Kowalczyk (Poland) Swierklany (Poland), 16 November 2013
  • ცალი ხელით: 9.05 წამში, Feliks Zemdegs (Australia) Melbourne Cube Day,16 November 2013
  • მხოლოდ ფეხით27.93 წამი, Fakhri Raihaan (Indonesia) Celebes Cube Competition 2012
  •  24 საათში: 4786 კუბი ააწყო, Milán Baticz (Hungary) 16/17 November 2008
    (ახალი რეკორდი დაამყარა, თუმცა ჯერ გადამოწმებული არაა: 5,800 – Eric Limeback-ის მიერ (Canada) 3/4 October 2013)

imagesცნობისათვის, ყოველწლიურად მილიონობით სათამაშო იყიდება. 500 მილიონზე მეტი რუბიკის კუბი გაიყიდა მთელს მსოფლიოში, რამაც ეს მაგიური კუბი ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად სათამაშოდ აქცია

ერნე რუბიკი – უნგრელი გამომგონებელი, არქიტექტორი და მოქანდაკეა.  ის ცნობილია თავისი გამოცანა-თავსატეხებით და სათამაშოებით, რომელთაგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია  „რუბიკის“ კუბი.

ერნე რუბიკი, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბუდაპეშტში დაიბადა. მისი მამა ავიაინჟინერი იყო, დედა კი პოეტი. ერნემ წარმატებით დაამთავრა ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი. შემდეგ მან გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში ქანდაკებისა და ინტერიერის დიზაინის განხრით. 1971-1975 წლებში მუშაობდა არქიტექტორად, რის შემდეგ ისევ დაუბრუნდა აკადემიას და დოცენტის წოდება მიიღო. 80-იან წლების დასაწყისში ის რედაქტორობდა თავსატეხებისა და თამაშების  ჟურნალს. ერნემ დააფუძნა საკუთარი სტუდია “ Rubik Studio”, რომლის პროფილი ძირითადად ავეჯის დიზაინი და თავსატეხების გამოგონება იყო. 1987 წელს ერნე რუბიკმა მიიღო ფროფესორის წოდება. 1990-1996 წლებში ის საკუთარი დაარსებული ტექნიკური აკადემის პრეზიდენტი იყო. განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა გამომგონებელთა მხარდასაჭერად  კი  აკადემიაში დააფუძნა „რუბიკის საერთაშორისო ფონდი“.

ჩემპიონატი

Anssi Vanhala  (ფინეთი) – ფეხით ააწყო  31,56 წამში, ნახეთ ვიდეო:

ჯასტინ ბიბერმაც სცადა🙂

უილ სმიტმაც გვასახელა🙂

ეს კი ყველაზე პატარა 3 წლის ემილიაა 

მოხალისე, რომელმაც სამი კუბი ერთად ააწყო