xatia-3

ის ფუმფულაა…  საყვარელი, თბილი….  ვიღაცისთვის ლამაზი, ვიღაცისთვის არა!

ის არც გოგოა და არც ბიჭი! მას ეფერები და თვითონაც… მას შეგიძლია დიდხანს უყურო და თვალი არ მოაშორო.  ყურებით შეგიძლია გათბე…

დაგაბნიეთ?! არადა ასეც მქონდა განსაზღვრული!

ჩემი დღევანდელი პოსტის თემა, არც შეყვარებულია, არც სექსი, არც მეგობარი..

დღეს კატაზე მოგიყვებით! დიახ, დიახ, ჩემს თეკლაზე, მას ჩემი მეგობრები კარგად იცნობენ, უმრავლესობას არ უყვარს…  ეს ფაქტი არც მწყინს და არც მახარებს.

საქმე იმაშია, რომ ცხოველები ძალიან მიყვარს. საშუალება რომ მქონდეს, ბევრს ვიყოლიებდი, უპატრონო ცხოველების თავშესაფარსაც გავაკეთებდი და მოვუვლიდი.

ბავშვობიდან მყავს სიამის კატა. ბებიაჩემი უკრაინელია და ალბათ, მაგიტომაც არის, რომ კატები განსაკუთრებით მიყვარს..

ის მისტიციზმითა და უცნაურობებით არის სავსე…

აქვს სამკურნალო თვისებები. მაგალითად, როცა მე უხასიათოდ ვარ, თეკლა თითქოს გრძნობს ამას და გულზე მაწვება. ძირითადად ჩემს ფეხებთან სძინავს.

თეკლა სუფთა სისხლის სიამის კატაა. მათ დამახასიათებელი გარეგნობა აქვთ. ტუჩი, ყური, თათები და კუდი აქვთ შავი, მე ვეძახი, შავს, თორემ, ისე მუქი ყავისფერია, ხოლო, ტანზე, ღია რძისფერია. ცისფერი, ლამაზი თვალები აქვს, ზოგჯერ, ცალი თვალი მწვანე უხდება..

იცით როგორ თბება მზეზე? საოცარი „სტოიკა“ აქვს, ღირსეული! ხშირად ველაპარაკები. მას ჩემი ესმის.

თეკლა, სულ პატარა იყო, როცა ბიძაჩემმა მომიყვანა, სოსკით ვკვებავდი და ასე გავზარდე.

თეკლა იმიტომ დავარქვი, რომ მაშინ ძალიან მომწონდა ეს სახელი. ნელ-ნელა ვასწავლე ჭამა თეფშიდან. წყლის დალევა ონკანიდან. იცის საკუთარი ტუალეტიც სად არის. ის ისეთი სუფთაა, რომ თუ ქვიშა გამოცვლილი არ არის, აღარ ჩაჯდება და კნავილით გთხოვს გამოცვლას: ასე მაგალითად: გეძახის, მიგიყვანს ყუთამდე, გააგრძელებს კნავილს და ამოგხედავს. აქ, უნდა მიხვდე, რომ ქვიშის გამოცვლას გთხოვს და თანაც ეჩქარება J

როგორ ველაპარაკები?

ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს!

სახლში როცა ვბრუნდები სამსახურიდან და კარზე ვაკაკუნებ, ბებო მეუბნება, რომ ჩემზე ადრე თეკლა გამორბისო, კაკუნის ჩემი სტილი მაქვს..

„დედა მოვიდა თეკლა“-ვეტყვი და ფეხებთან ისე მომეკრობა, თითქოს არ მიშვებს.

„ბებომ გაჭამა?“- თუ კი, მაშინ საძინებელში შედის, თუ არა, მაშინ სამზარეულოში.

„თეკლა, მოდი ჩემთან“-იწყებს კრუტუნს.

„თეკლა ცუდი გოგოა?“-იმალება

„თეკლა კარგი გოგა?- მუცელზე წვება

„თეკლა, დაჯექი.“-ჯდება

„თეკლა, მომეცი თათი“-აქ, ძირითად შემთხვევაში იბნევა და არ იცის რა გააკეთოს, შემოგანათებს ცისფერ, დიდ, ლამაზ თვალებს და უნდა მიხვდე, რომ დაეხსნა.

თუ ბებო თევზის წვნიანს უმზადებს ვერ აკონტროლებს თავს და მაგიდისკენ მიიწევს. „უყვირებ, თეკლა, მაგიდაზე არ შეიძლება!“-ის გაბრაზებული თვალებით შემოგხედავს, ასეთივე ხმით შემოგკნავლებს და გაიქცევა აივნისკენ.

ასეთია ჩემი თეკლა, მას მოფერებით ტუკნას და მაცანდარას ვეძახი!

ის ფუმფულაა. საყვარელი, თბილი. ვიღაცისთვის ლამაზი, ვიღაცისთვის არა!

ის არც გოგოა და არც ბიჭი! მას ეფერები და თითონაც. მას შეგიძლია დიდხანს უყურო და თვალი არ მოაშორო.  ყურებით შეგიძლია გათბე..

მე ის მიყვარს! ალბათ, იმიტომ, რომ ლამაზია!

ალბათ იმიტომ, რომ მას ადამიანებზე მეტად ესმის ჩემი!

1

თეკლას კნუტები

2

თეკლას შვილი ტასო, მეთამაშება

3

თეკლა, პატარა ტასოს ძუძუს აწოვებს

4

დედა-შვილის თამაში

ხატია ალფაიძე