“მძიმე დანაშაული” ანუ ინგლისურად Breaking Bad, ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სერიალია, რომელმაც 5 სეზონი მოიცვა და გასულ წელს დასრულდა. სერიალების მოყვარულებმა IMDB-ზე იგი 9,6 ქულით შეაფასეს, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ვისაც არ გინახავთ ეს სოციალურ თემაზე აგებული სერიალი, აუცილებლად გირჩევთ. ახლა კი ერთი პატარა სპოილერი: ამ სერიალში უამრავი ადამიანი კვდება. უფრო სწორედ, კლავენ. ჰოდა ინტერნეტ მომხმარებლებმაც არ დაიზარეს და ეს მსხვერპლი დაითვალეს. შედეგს ინფოგრაფიკაში ნახავთ😉

breaking bad