ნახშირორჟანგის ანუ კარბონის დიოქსიდის ჭარბი კონცენტრაცია ჰაერში ეს უკვე მსოფლიო ტკივილია. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი გაკეთებულა ამის შესაჩერებლად, გარდა გაუთავებელი საპროტესტო აქციებისა, სამიტებისა და ხელშეკრულებებისა. არა და ამ დროს ჭარბი ნახშირორჟანგი პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან, რამეთუ მისი დიდი კონცენტრაცია ჰაერში დედამიწის ტემპერატურას მაღლა წევს და ყინულიც უფო მალე და დიდი რაოდენობით დნება. თქვენს წინაშეა ინფოგრაფიკა, რომელზეც გამოსახულია ქვეყნები იმ პროცენტული შეფარდებით, რა როლიც მათ ჰაერის დაბინძურებაში მიუძღვით. ინგლისურად იგი ითარგმნება, როგორც Carbon footprint, რის გამოც ვიზუალს ფეხისგულის ფორმა აქვს.

Carbon