00

მყავს მე თოჯინა..
ვატირებ მაშინ, მე ვტირი როცა,
ვაცინებ, მაშინ,
ვიცინი როცა!
ის მან მაჩუქა, მას შევხვდი როცა….

ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მე ბავშვური ვარ. მჯერა ადამიანების. მარტივად მტკივა და მიხარია. მარტივად მწყინს და ვბრაზობ, თუმცაზუსტად ერთ წუთში, რაწამსაც გამიღიმებ, აღარაფერი მახსოვს. ეს არც კარგია და არც ცუდი. ან იქნებ კარგიც არის და ცუდიც?! არავინ იცის.

კარგა ხანია თოჯინების ასაკიდან გამოვედი და აღარ მითამაშია. თუმცა ორი აფრო-ამერიკელი თოჯინა მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს. თავიდან ისინი იმ განზრახვით ვიყიდე, სულ რაღაც 4 წლის წინ, რომ გემრიელი შოკოლადის სუნი ჰქონდათ, შემდეგ ნელ-ნელა გადაუვიდათ. შოკოლადზე არასოდეს ვგიჟდებოდი, სხვა არის მორთმეული ტრუფელები, რომელსაც საოცარი ნეტარებით მიირთმევ.. ჰო, ჩემს ფერადკანიან თოჯინებს რომ ვუყურებ ხოლმე, ვხვდები, რომ არსებობს ტკივილი, არსებობს დაღლა, რომელსაც აფრიკის მზის სიმწვავეც ვერ დაფარავს…

ჰო, თოჯინები იცინიან. ძირითადად იცინიან. ბავშვების გასამხიარულებლად მოიგონეს და გასართობად, მაგრამ განამ ხოლოდ იცინიან?! თოჯინები დიდებისთვის ისეთი რეალისტურები შეიძლება აღმოჩნდნენ, რომ…

ჰო, დიდი მოაზროვნე ვერ ვარ მთლად ღრმად და ფილოსოფიურად განვიხილო საკითხი, თუმცა ფილოსოფოსობა რას მიქვიან, როცა უწყინარმა თოჯინებმა შეიძლება აგატიროს.?!

ნათლად დაგანახოს სამყარო, ისეთი როგორიც არის-დაუნდობელი!

პირდაღებული, რომელიც მუდამ იმას ელოდება, ცოტათი ფეხი დაგიცდეს, გადაგიბრუნდეს  დამაშინვე ჩაგყლაპავს!

4402455-R3L8T8D-650-lBQkgugIkhY

4402655-R3L8T8D-650-jEAIa27sqJ8

preview-650x390-650-1395653546

4412805-R3L8T8D-650-2


4402705-R3L8T8D-650-0DoncUV925A

4402755-R3L8T8D-650-NfRSnAkYYlQ 4402955-R3L8T8D-650-l6e7U1utfSo

4403005-R3L8T8D-650-oHTX0jQqzoI

1

3

4

5

13

12 11

5 6

7

10

8

9


სულაც არ მინდა პესიმისტურ გაწყობაზე დავაყენო ვინმე. საკმაოდ რეალისტი ვარ. დაახლოებით ისეთი, როგორიც ამ თოჯინების შემქმნელი მარინა ბიჩკოვაა.

სულაც არ უნდა მას რომ დარდი და ნაღველი აჩვენოს ვინმეს, მაგრამ ისიც არ უნდა მუდამ მიხატული, ხელოვნური ღიმილით სავსემ იაროს..

ჰო, ეს დაყენებული და გამომუშავებული ღიმილი ხომ საერთოდ კლავს!

თითქოს მთელი სამყარო ერთი დიდი ღიმილი იყოს, თითქოს, ერთი ოცნებაც კი არ გვქონდეს აუხდენელი…

ნამდვილია მარინას შექმნილი თოჯინები. ნამდვილი! ნიღბებისა და ტყუილების გარეშე. სევდიანია მათი მზერა. ამოუცნობი მწუხარება..

ჰო, მეძახეთ ისევ ბავშვური ხარო. ჰო, ალბათ იმიტომ ვარ რომ მათსავით მძაფრად შემიძლია რეალობის აღქმა..

შიშველია მარინას თოჯინები.. ისეთივე შიშველი, როგორიც შეიძლება იყო სახლში მარტო… ტანგაძარცვული ბანაობისას…

x

0

00

000

0000

00000

pi

მოაზადა ხატია ალფაიძემ