image_t6

ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.

კვლევაზე დაყრდნობით შეძლება ვთქვათ, რომ ვინც შავ ყავას სვამს, უბრალოების მოყვარული ადამიანია. ამასთან, ისინი შეიძლება იყვნენ მოუთმენლები და კონსერვატორები. თუკი თქვენ ლატეს სვამთ, მოგწონთ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ამასთან, შეიძლება გამოკვეთილი გქონდეთ ხასიათის ნერვული შტრიხები.

უფრო მეტად მომთხოვნები არიან ადამიანები, რომელთაც კაპუჩინო უყვართ. ისინი მიდრეკილნი არიან კონტროლისკენ, არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი და ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.

ხსნადი ყავის მოყვარულებს თავისუფალი ქცევა და მნიშვნელოვანი საკითხების გადადება ახასიათებთ.

რაც შეეხება ცივ ტკბილ ყავას – ეს სოციალურად გაბედული და ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედი ადამიანების სასმელია.

უფრო დავკონკრეტდეთ….

ადამიანის ხასიათს მარტივად გამოიცნობთ, თუ იცით, რომელ ყავას ანიჭებს ის უპირატესობას.

espresso-coffee_6b5742

ესპრესო -შავი, ძლიერი ყავაა, რომელსაც ყავის აპარატში ამზადებენ. ამ ყავას სვამენ კონსერვატორები, რეალისტები და ჯიუტი ადამიანები. ესპრესოს მოყვარულებ იუპირატესობას ანიჭებენ ელიტურ ავტომობილებს, მკაცრი სტილის სამოსი აცვიათ და კლასიკურ მუსიკას უსმენენ.შეგიძლიათ ესპრესოს მოყვარულთა იმედი გქონდეთ, რადგან ისინი პრინციპებს არასდროს უღალატებენ.

latte

ლატე – რძისა და ყავის ნაზავია, ფინჯანში, რძის ქაფზე ბარმენებს სხვადასხვა ნახატი გამოჰყავთ. ლატე იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანებს უყვართ. მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. წვეულებები დამეგობრებთან ერთად მოლხენა.

capკაპუჩინო – ესპრესოსა და რძის ნაზავი, რომელსაც გახეხილ შოკოლადსა და ჯავზს უმატებენ.კაპუჩინო რომანტიკოსებისა და ტკბილეულის მოყვარულთა სასმელია. ამ ყავის მსმელი კეთილი და გულისხმიერია. დასვენება ზღვისპირა ქალაქებში უყვარს.

Amerikano_2

ამერიკანო – წყალში გახსნილი და ფილტრში გატარებული ესპრესო. ამ ყავის მოყვარული ბოჰემური ცხოვრების სტილს მისდევს. მოსწონს სპორტული ავტოები, გემოვნებიან მუსიკას უსმენს, მიზანდასახული და წარმატებულია. საცხოვრებლად ქალაქის გარეუბანს ირჩევს, სადაც მეტი სიმშვიდეა.

და ბოლოს….

იმდენად შევიჭერი ამ კავშირებში.. ინტერნეტში “ძრომიალისას” აი, ამას წავაწყდი და… თქვენ განსაჯეთ!

10 მიზეზი თუ რატომ ჯობს ყავა შეყვარებულს?!

images

1. კარგი ყავა სიყვარულზე გემრიელია

შეგიძლია აღწერო როგორი გემო აქვს სიყვარულს? სამაგიეროდ, ერთი ფინჯანი გემრიელი ყავის შესახებ ყველას შეგიძლია უამბო და მეგობრებიც წაიყვანო მის გასასინჯად.

2. ყავა გათბობის საუკეთესო საშუალებაა

თბილი ფინჯანით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაითბო ხელები ისე, რომ ამას არავინ გააპროტესტებს და არავინ გეტყვის “აუ, რა ცივი ხელები გაქვს. გაწიე.”

3. ყავა ენერგიით გავსებს

სხვა არავინ და არაფერი შეიცავს ამ დოზით კოფეინს.

4. ყავის სურნელი

დაივიწყე დეოდორანტის, ოდეკოლონის ან პარფიუმერული წყლის სურნელი. ზოგიერთი მათგანი იმდენად არასასიამოვნოა, რომ ადამიანზე გიცვლის შთაბეჭდილებას. ყავის სურნელი კი ყოველთვის არომატულია.

5. ყავა არასოდეს გაგიფუჭებს დილას!

პირიქით, დილით ერთი ფინჯანი ყავა სასიამოვნო დღის გარანტიაა.

6. ყავა ყოველთვის შენთანაა

სადაც უნდა იყო, ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი მომზადება ან კაფეში დალევა.

7. ყავა გხდის ბედნიერს…

სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია.

8. ყავა მუდამ საინტერესოა!

მოგბეზრდა თურქული ყავა? ახლა მოკა სცადე, კაპუჩინო ან ირლანდიური ყავა. არსებობს ყავის მომზადების უამრავი რეცეპტი, რაც შესაბამისად სურნელსაც ცვლის. შეგიძლია, საკუთარი რეცეპტი შეიმუშავო და სრულიად ახალი ყავა აღმოაჩინო.

images (1)

9. ყავას გამოჰყავხარ სტრესული მდგომარეობიდან

სეულის უნივერსტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი მძინარე და ენერგია მოკლებულ თაგვებზე. ყავის სურნელზე ისინი ერთბაშად ფხიზლდებოდნენ და ენერგიულები ხდებოდნენ.

10. ყავა საუკეთესო კომპანიონია

ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში ფინჯან ყავასთან ერთად შეგიძლია აკეთო, რაც გინდა ან სულაც დატკბე მარტოობით და იყო სასიამოვნო განწყობაზე.

P.S. შეყვარებულებო იქნებ მიგებაძათ?!🙂