როგორი უნდა იყოს საუზმე? მეცნიერების მტკიცებით, დილის კვება მსუბუქი უნდა იყოს… დიდი ხნის განმავლობაში ისიც მიიჩნეოდა, რომ საუზმე ნოყიერი უნდა იყოს, რადგან ის მთელი დღის განმავლობაში ადამიანს ენერგიით ამარაგებდა, მაგრამ თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნოყიერი საუზმე არათუ სასარგებლო, არამედ მავნებელიც კი არის, რადგან გაცხიმოვნებას იწვევს…
ამერიკელი მეცნიერების აზრით, საუზმეზე ყველაზე სასარგებლო ერბოკვერცხია. კვერცხი დიეტური პროდუქტია და დიდი რაოდენობით პროტეინებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რაც პირველ რიგში, გონებრივ შესაძლებლობებზე დადებითად მოქმედებს. ბრიტანელი ექსპერტები კი საუკეთესო საუზმედ წვნიანს მიიჩნევენ, რადგან კერძები, რომლებიც სითხეს შეიცავს, სწრაფად ამარაგებს ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებით. ასეთი კერძი დაგანაყრებთ და ამავე დროს ნაკლებ კალორიულიცაა.
დილით ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დაბალკალორიული იოგურტი, მოხარშული კარტოფილი, მაგრამ ვისაც დილით წვნიანის ჭამა არ შეუძლია, მედიკოსები სხვა კერძებს სთავაზობენ, მაგალითად, შვრიის ფაფას, რომელშიც, თუ გნებავთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლი ჩაუმატეთ. ასევე კვერცხი ან ომლეტი, რომელსაც მწვანილს ან რომელიმე ბოსტნეულს უმატებენ.
საუზმეზე ასევე კარგია ხილის დაქუცმაცებული სალათა, რომელშიც ლიმონის წვენისა და იოგურტის ჩამატება დაგჭირდებათ. სასურველია ისეთი ხილის გამოყენება, როგორებიცაა ნესვი, ვაშლი, ბანანი, მსხალი.
ერთი სიტყვით რამდენი ადამიანიც არსებობს, საუზმის ნაირსახეობაც იმდენივეა.. თუმცა საუზმის ტრადიციაც არსებობს, სხავდასხვა ქვეყანაში მას განსხვავებულად გთავაზობენ და ის ამავე ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი…
ერთად “ვისაუზმოთ” სხვადასხვა ქვყანაში…
ინგლისური საუზმე
თურქული საუზმე
საუზმე ფრანგულად
საუზმე ფილიპინებში
საუზმე უგანდაში
მექსიკური საუზმე
მალაიზური საუზმე
საუზმე კორეაში
საუზმე კანადაში
საუზმე ჰავაიში
ავსტრალიური საუზმე
ტაილანდური საუზმე
საუზმე ამერიკაში
შოტლანდიური საუზმე
იტალიური საუზმე
საუზმე ბოლივიაში
ისლანდიური საუზმე
ასეთია საუზმე ალიასკაზე
საუზმე კოტსრიკაში
მონგოლური საუზმე
პოლონური საუზმე
ესპანური საუზმე
საუზმე მაროკოში
ჩინური საუზმე
საუზმე ვიეტნამში
ესტონური საუზმე
საუზმე უნგრეთში
ინდური საუზმე
საუზმე ეგვიპტეში
საუზმე ირანში
იაპონური საუზმე
საუზმე პაკისტანში
P.S. თქვენ სად ისაუზმებდით?! 🙂
დატოვე კომენტარი
Comments feed for this article