You are currently browsing the category archive for the ‘გავაპიარსკოლეთ შედევრები’ category.

images (1)

Fiat-ის დინამიურმა სარეკლამო რგოლმა  აჩვენა, თუ როგორ ახერხებენ  იტალიელები ცხოვრება  გაახალისონ…

Read the rest of this entry »

ეს არის “კადილაკი” რომელზეც ოდესმე მიოცნებია… ახლა კი იყიდება… ვინ იქნება მისი ახალი მფლობელი ჯერჯერობით უცნობია!

Read the rest of this entry »

გუგენჰეიმის მუზეუმს ჩინელმა არტისტმა Cai Guo-Qiang-მა ცხოველების შტურმი მოუწყო. “მინდა მჯეროდეს” (“Iwant to believe”) ასე ქვია ამ საინტერესო ექსპოზიციას…

Read the rest of this entry »

ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულ და ფეხბურთის მეფედ შერაცხულ პელეს ახალი თავსატეხი გაუჩინეს…. როგორც ჩანს, ის ეჭვიანობს, ფიქრობს, რომ მას ტახტს ეცილებიან… მაგრამ, საინტერესოა ვინ არის ის იღბლიანი?!

ფეხბურთის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუ არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესმა ასე გააგრძელა თამაში, ის, შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებს. ეს ასე იქნება თუ არა, ძნელი სათქმელია. ამისთვის, სულ მცირე, მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უნდა მოირგოს.

ბრიტანულ გამოცემა The Daily Mail-თან საუბრისას ფეხბურთის მეფემ მესის შესახებ აღნიშნა: “საკმარისია ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდეს და მას მაშინვე პელეს ადარებენ. ამით განსაკუთრებით არგენტინელები გამოირჩევიან. მე ამაზე მეცინება და ჩემს არგენტინელ მეგობრებს ყოველთვის ვეხუმრები: ჯერ გაარკვიეთ, ვინ არის საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი და პელეს მერე შეადარეთ-მეთქი. თან, არც ის უნდა დაავიწყდეთ, რომ სანამ ვინმეს პელეს შეადარებენ, ამ “ვინმემ” ათასი გოლი უნდა გაიტანოს. მესი უდიდესი ფეხბურთელია, ბრწყინვალედ თამაშობს “ბარსელონაში”, თუმცა, არგენტინის ნაკრებში ბევრი არაფერი გაუკეთებია. ვნახოთ, იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოუვიდეს რამე”.

ასეა თუ ისე, შარშან ლიონელ მესი არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე გამომსვლელ 736 ფეხბურთელიდან ყველაზე ძვირადღირებული ვარსკვლავია, რომლის სატრანსფერო ფასი (ამ მომენტისთვის) 80 მილიონი ევროა. დაველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს… ჯერ ყველაფერი წინაა! მესი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მზად არის!!!

P.S. ვიდრე მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის, მანამდე ვნახოთ გენიალური კადრები:

პელე, ზიდანი და მარადონა ახალი სარეკლამო კამპანიის Core Values от Louis Vuitton გმირები გახდნენ. ფოტოსესიის ავტორი, ტრადიციისამებრ, ენი ლეიბოვიცია. გადაღება მადრიდის ერთ-ერთ ბარში ჩატარდა, ფოტოებზე ასახულია სამაგიდო ფეხბურთის თამაში. აღნიშნული კამპანია მიმდინარეობს სლოგანით : „Three great journeys, one historic game!”

როგორც Louis Vuitton-ში აღნიშნავენ, მათ შეძლეს მილიონობით გულშემატკივარის ოცნების განხორციელება ანუ ერთ მატჩში მთავარი ისტორიული მოთამაშეების თავმოყრა. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში Louis Vuitton–ი ახალ სერვისს Mon Monogram-ს განავითარებს. ინიციალების დატანა ჩანთებსა და ჩემოდნებზე მარკის ყველა კლიენტს შეეძლება, თუმცა მათი ფასი 30 პროცენტით მეტი იქნება.

როგორც ამბობენ, სარეკლამო კამპანია დაიწყო და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე, 11 ივლისამდე გაგრძელდება.

მაია ტაკაშვილი

წინანდალში ფესტივალარტგენი 2010″ განა, რომლის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორისა და ძირძველი ტრადიციების მოძიებაპოპულარიზაცია წარმოადგენს, წელს ფესტივალი ქართულ ენას და დამწერლობას ეძღვნება.

არტგენი 2010″ პერმანენტული ექსპედიციებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყება, 16 ივნისს არტგენისტური ვარძიას ეწვევა, 19 ივნისსონს, ხოლო დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე 20 –26 ივლისს გაიმართება, სადაც ფილმების ჩვენებაც არის დაგეგმილი. ამასთან, „არტ–გენის“ ფარგლებში 14–18 ივლისს კლუბ „33ა–ში თანამედროვე მუსიკის ფესტივალიც გაიმართება.

არტგენი 2010″ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გაიხსნა და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ფესტივალზე აღმოსავლეთ საქართველოდან ფოლკლორის, რეწვისა და ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ოსტატებმა მოიყარეს თავი.

მანამდე კი, არტგენიდასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

ვინსენტ ვილემ ვან გოგი – ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.

გავაპიარსკოლეთ მზესუმზირები

1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში.

1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს.

1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა – საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს.

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 – 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას (“მრადისობის კარიბჭესთან”, 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს (“კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა”, 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება (“ოვერი წვიმის შემდეგ”, 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.

ამადეო კლემენტ მოდილაინი (დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი) იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში პარიზში მან გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიცაა პაბლო პიკასო და კონსტანტინე ბრინშუკი, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე. მოდილიანს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადდებოდა და 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა.მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამოდენიმე პეიზაჟი. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდ ადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პეიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.

მონუმენტი დიდგორის ველზე

დიდგორის ბრძოლა 1121 წელს დიდგორის ველზე დავით დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ მოხდა. სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული ჯვაროსნებთან ბრძოლებში. მაჰმადიანთა ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით მერყეობს 100-150 ათასიდან (არაბული, სპარსული და თურქული წყაროების თანახმად) 600-800 ათასამდე (ქართული, ევროპული და სომხური წყაროების თანახმად). დავით IV-ის განკრგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. ამათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ოსი და 300 ”ფრანგია”.

როგორც ჩანს ბრძოლა ქართველთა მიერ დაგეგმილ ადგილას მოხდა, ვინაიდან სამეფო ლაშქრის პოზიციები წინასწარ იყო გამაგრებული. ლაშქრის ძირითად ნაწილს, რომელსაც პირველი ბრძოლა უნდა მიეღო, დავითი სარდლობდა, დანარჩენი ნაწილი დავითის ვაჟის დემეტრეს სარდლობით მთას იყო ამოფარებული და იქიდან მოულოდნელად უნდა დაერტყა მტრისთვის. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა; მაჰმადიანებს ისინი მოღალატენი ეგონათ და თავის ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.
ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია – დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.

უაღრესად სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დევნა 8 დღეს გაგრძელდა…

საქართველოში ლაშქრობამ მაჰმადიანთა მხედრობის 90% შეიწირა. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

დიდგორის ბრძოლას უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა: ერთის მხრივ მაჰმადიანთა მძლავრი კოალიცია დაირღვა, მისი ლაშქარი კი პირწმინდად განადგურდა. მეორეს მხრივ გაოცებულ თანამედროვეებს საქართველო წარუდგა, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

სურათის ავტორი: პაატა ვარდანაშვილი. ქვეყნდება ავტორის ნებართვით.

აქცია: გავაპიაროთ საქართველო! ორგანიზატორები: ჯეპრა, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი, პიარ სკოლა და თებულოტური.

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: