You are currently browsing the category archive for the ‘პიარსკოლელები პიარ სკოლაზე’ category.

22

როგორი უნდა იყოს საუზმე? მეც­ნი­ე­რებ­ის მტკიცებით, დი­ლის კვე­ბა მსუ­ბუ­ქი უნ­და იყოს… დიდი ხნის განმავლობაში ისიც მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სა­უზ­მე ნო­ყი­ე­რი უნ­და იყოს, რად­გან ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩვენა, რომ ნო­ყი­ე­რი  სა­უზ­მე არათუ სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც კი არის, რად­გან გაცხ­ი­მოვ­ნე­ბას იწ­ვევს…

Read the rest of this entry »

Advertisements

images (1)

Fiat-ის დინამიურმა სარეკლამო რგოლმა  აჩვენა, თუ როგორ ახერხებენ  იტალიელები ცხოვრება  გაახალისონ…

Read the rest of this entry »

ფოტოგრაფმა სებასტიან მაგნანმა ძაღლები ადამიანის ტანისამოსში გამოაწყო და ფოტოსესია მოაწყო…

Read the rest of this entry »

03:15 pm  წავკისიდან დაბრუნებულმა სახლის კარი გავაღე და რძისფრად განათებულ ოთახში  პირველად რასაც თვალი მოვკარი ჩემი რვეული და კალამი იყო (კომპში მერე შევიტან )… ყველას სძინავს  და შემიძლია უპრობლემოდ ფრთები გავშალო…ხალიჩაზე მოვიკალათე და წამიღო.. არ ვიცი რა ვუწოდო იმას, რასაც სამი თვის მანძილძე პიარ სკოლის და გამო განვიცადე: დასასრულის დასაწყისი თუ დასაწყისის დასაწყისი (თუმცა ეს ფრაზა შეიძლება კიდევ რამოდენიმენაირად აბრუნო)… საიდან დავიწყო და ალბათ იქიდან საიდანაც დასაწყისია დასასრულისა…

იყო წლები ძვირფასი და ტკივილიანი, იყო ის რაც არ უნდა ყოფილიყო და სხვის ცხოვრებაში  რომ შეიძლება არც  კი მომხდარიყო,  ან და მოხდეს, მაგრამ ის რაც უკვე იყო და თან ასეთი ზოგადი ფრაზებით მითითებული, უთუოდ დაგაბნევთ, ამიტომ იმას ვიტყვი, რომ ვქმენი ისე, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო…

დავიწყე სულ თავიდან, ახალი თეთრი ფურცლით და თან ასე:

ცნობილი ფბ, სიახლეების lik-ები და shear-ები… უცებ პიარ სკოლის გვერდი და ვაა …

წავიკითხე საინტერესო თემები (რაღაცეები განახლებას საჭიროებს კსტაწი, როგორც დიდი იოსები იტყოდა ) შემოთავაზებები, მომნუსხავი სახეები ,მიმზიდველი წინადადებები და ანკეტაც თავისთავად, ასე ვთქვათ მყისიერად შეივსო…

აა შემდეგ?

შემდეგ მოვხვდი იქ, იქ სადაც (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ) პირველი ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებისკენ და ვნახე ადგილი სადაც ელიან , ადამიანები რომლებიც გასვენებენ, გიხელენ თვალს, გულში ტიტრებს საბოლოოდ გიბეჭდავენ და შენთან ერთად განიცდიან სიხარულს, წყენას, წარმატებას, აღმოჩენასა თუ პასუხისმგებლობას…

საოცარია, მაგრამ ის დღეები, როდესაც ლექციები ტარდებოდა, დილიდან მოლოდინის რეჟიმში „ვწიკწიკებდი“, გამუდმებით ველოდი იმ დროის მოსვლას, როდესაც ლექცია იწყებოდა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რაც არ უნდა მეკეთებინა, ეს რეჟიმი ჩართული და განუწყვეტელი იყო… ნახევარი ტონით გადართული ლექციებზე, ლექტორებზე თუ ბავშვებზე ფიქრით და ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ საოცრად დამოკიდებული გავხდი და.. გაიპარა კიდეც 3 თვე..

მოახლოვდა გამოცდა , ტესტირება..პრეზენტაციებისთვის ბოლო მონახაზების ჩამოყრა..

შემდეგ ბევრი ტაში, თავის, ხელებისა და ყურების ბჟუილი ,ბევრი შექება და შენიშვნებიც, მაგრამ თბილად და ისე ლამაზად, რომ თითო სიტყვა თითო სანთლად ინთებოდა გულში..

იყო დაჯილდოვებები თავისი სიურპრიზებითა და განცდების ფეიერვერკებით, ბევრი ღიმილებითა და ჩახუტებებით.. დიდი შუქითა და  „ტურელი“ს სხივებით (ლექტორების სახით),ზოგი ძალუმი და ზოგიც მწველი …

ბოლო საღამოს (დღეს ანუ) ერთერთ ლიტკაფეში ჩვენ რომ „დეჟავიუ“ შევარქვით, (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით) გამოსამშვიდობებელ საღამოს ცეკვა გნიასის შუალედში, ერთი წამით გამოვეთიშე ლხენას და მივხვდი რომ: “ ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს „

ჩემთვის ყველაფერი ახლა უკვე თქვენით პიარ სკოლაში დაიწყო და დასაწყისის დასაწყისი ხართ … :)))))))))

გუშინ PR სკოლაში პირველი კვირის შემაჯამებელი ლექცია გვქონდა. ოთხშაბათს 4 ჯგუფად დაგვყვეს საბოლოო პროექტისათვის.

ეფექტური კომუნიკაციების ლექტორმა, თეა გველესიანმა (<3) კი ამ ჯგუფებს არარსებული პროდუქტის პრეზენტაცია დაგვავალა.

პირველივე საღამოს მოვიფიქრეთ პროდუქტი, რომელიც საბოლოოდ ნანოFood-ად მოვნათლეთ. ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ ამ საქმეს და საბოლოო ჯამში შედეგითაც კმაყოფილები დავრჩით. გამიხარდა, როცა ”კონკურენტმა” ჯგუფებმაც კი დადებითად შეაფასეს ჩვენი გამოსვლა 🙂

რადგან ირინამ უკვე ძალიან კარგი პოსტი დაწერა ამ პრეზენტაციაზე, მე ყურადღებას ჩვენს გამოგონილ პროდუქტზე გავამახვილებ  და ჩემს ჯგუფელებსაც გაგაცნობთ :) .

იდეა ეკუთვნოდა ნინის, რომელიც თურმე ყოველთვის ოცნებობდა ისეთ აბებზე, საკვების მაგივრობას რომ გაუწევდნენ.  მეორე საღამოს ყველანი შევიკრიბეთ  (გიორგის გარდა, რომელიც ჯგუფში ერთადერთი ბიჭია და საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა : )) და კიდევ უფრო განვავრცეთ თემა.

სახელი ანიმ მოიფიქრა, ნათიამ კი თავისი გამოცდილების დახმარებით საპრეზენტაციო ტექსტის საბოლოო ვარიანტი ჩამოაყალიბა. Read the rest of this entry »

“კანადა ტურისტულად მეტად საინტერესო ქვეყანაა, უბრალოდ ამერიკელები ძალიან დაკავებული ხალხია და მათ ეს როგორმე უნდა გავაგებინოთ”, – ამბობენ კანადელები.

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ისევ ინტერაქტიურობა და თანამედროვე სოციალური მედიის, კერძოდ კი ტვიტერის მეშვეობით კანადის პრომოუშენი გადაწყვიტეს.

“მართლაც საინტერესო და ეფექტური გამოვიდა და შედეგიც უკვე გვაქვს უზარმაზარიო”, – ამბობენ კანადელები :).

თანამედროვე ეპოქაში, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება საზოგადოების ჩართულობა ვირტუალურ სამყაროში. სოციალური ქსელებთან ერთად, კომპიუტერთან მიჯაჭვულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ვიდეო თამაშები.
ბოლო პერიოდში, შეინიშნება საკმაოდ, საინტერესო ტენდენცია – ვიდეო თამაშების შექმნაზე დახარჯული ფულადი სახსრები,სულ უფრო და უფრო, უახლოვდება და ხშირ შემთხვევაში აჭარბებს ჰოლივუდის ფილმების ბიუჯეტს. არადა, 90-იანი წლების დასაწყისში ვიდეო თამაშების საშუალო ბიუჯეტი 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ერთადერთ გამონაკლისად, შეიძლება განვიხილოთ Doom, რომლის დამზადებაც 1993 წელს დეველოპერებს 200 ათასი აშშ დოლარი დაუჯდათ. ეს იყო იმ დროისთვის რეკორდული ინვესტიცია, თუმცა საკმაოდ, გამართლებული, რადგან საშინელებათა ჟანრის თამაში Doom მალევე იქცა ნამდვილ ჰიტად და იმდროინდელი გეიმერების გული მოინადირა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან Top 5 ვიდეო თამაშს:

Metal Gear Solid 4 – 2008 წელი (ბიუჯეტი – 60 მილიონი აშშ დოლარი)


Metal Gear Solid 4 წარმოადგენს action/shooter (მოქმედებითი, სროლები) ტიპის თამაშს და განკუთვნილია მხოლოდ playstation 3-ს პლატფორმისთვის. ის გამოირჩევა განსაკუთრებით შთამბეჭდავი გრაფიკით და მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული საბრძოლო სიტუაციებით. მის შექმნას დეველოპერებმა (Konami) მოანდომეს 4 წელი და მისი სრულყოფისთვის 60 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თუმცა ინვესტიცია აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა ვიდეო თამაშის 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

Too Human – 2008 წელი (ბიუჯეტი 60 მილიონი აშშ დოლარი)


კანადელი დეველოპერების მიერ შექმნილი თამაში Too Human, რომელიც წარმოადგენს action/rpg და action/adventure ტიპის თამაშს,ბიუჯეტის მიხედვით მე-4 ადგილზეა. იგი განკუთვნილია მხოლოდ Xbox 360-ს სათამაშო პლატფორმისთვის. ვიდეო თამაშის შექმნას მოხმარდა 60 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გათვლილ ბიუჯეტს 10 მილიონი დოლარით აღემატებოდა. თამაში შექმნის პროცესში დეველოპერები მრავალ ტექნიკურ პრობლემას გადააწყდნენ, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჩადებული ინვესტიციების მოცულობა. მიუხედავად თამაშის შემქმნელების თავდაუზოგავი მცდელობისა და უზარმაზარი ფინანსური ინვესტიციისა, თამაში არ იყო წარმატებული და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა მხოლოდ 560 ათასი ეგზემპლარი, რაც უმეტეს, როგორც ამბობენ, წილად დიდმა ტექნიკურმა წუნმა განაპირობა.

Shenmue – 1999 წელი (ბიუჯეტი – 70 მილიონი აშშ დოლარი)

სეგას სათამაშო პლატფორმისთვის დამზადებული ვიდეო თამაში განეკუთვნება სათავგადასავლო ჟანრს. თამაშში გამოყენებული იქნა 1999 წლისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები, მათ შორის ისეთი, რომელიც დღევანდელი თამაშების უმრავლსობისთვისაც კი, მიუწვდომელია. თუმცა მიუხედავად ამგვარი შესაძლებლობებისა და 70 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისა, პროექტი ჩავარდა – მსოფლიო მაშტაბით გაყიდულ იქნა მხოლოდ 1 მილიონი ეგზემპლარი, რამაც ვერ უზრუნველყო ჩადებული ინვესტიციების ამოღება. თამაშის წარუმატებლობის მთავარი მიზეზად მისი „ზედმეტად დახვეწილობა“ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1999 წლის გეიმერ სამყარო არ აღმოჩნდა მზად ისეთი რევოლუციური სიახლეებითვის, როგორსაც Shenmue სთავაზობდა. მომხმარებელთა უმეტესოა ვიდეო თამაშის სრული შესაძლებლობის მხოლოდ 30 პროცენტს, თუ იყენებდა.

Gran Turismo 5 – 2008 წელი (ბიუჯეტი – 80 მილიონი აშშ დოლარი)

Gran Turismo 5 წარმოადგენს ავტორბოლებზე ლეგენდარული თამაშის მე-5 ნაწილს. თამაშში წარმოდგენილია 1000-მდე მანქანა, რომელთა სამართავი მონაცემები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურთან. თამაში იქმნებოდა 5 წლის განმავლობაში და დეველოპერებს ის 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ. თამაში განკუთვნილია მხოლოდ playstation 3 პლატფორმისთვის. შემქმნელების გათვლებით, თამაშის განახლებული ვერსიის რელიზი მოხდება 2010 წლის ბოლოს.

Grand Theft Auto 4 – 2009 წელი (ბიუჯეტი – 100 მილიონი აშშ დოლარი)

Grand Theft Auto 4 – ეს არის ლეგენდარული თამაშების სერიის გაგრძელება, რომელსაც ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეო თამაშების რეიტინგში პირველი ადგილი უჭირავს. მისი შექმნა Rockstar North-ს 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაც ნამდვილად, რეკორდული თანხაა ვიდეო თამაშისთვის. თამაშის დამზადებაში 4 წლის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული იყო. თუმცა ჩადებულ ინვესტიციაზე შთამბეჭდავი თამაშის წარმატებაა. გაყიდვების მხრივ, მან გეიმინგ ინდუსტრიის ყველა რეკორდი დაამარცხა – თამაში ოფიციალური რელიზის პირველივე კვირაში 3,7 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. და ეს ყველაფერი მხოლოდ პირველ კვირაში!!! თამაშის ასეთი წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის, თამაშის მრავალრიცხოვანი ფანების დიდმა მოლოდინმა. მის გაძლიერებას Rockstar North მაქსიმალურად უწყობდა ხელს, კერძოდ, იგი პერიოდულად ამარაგებდა მომხმარებელს თამაშის ვიდე ტრეილერებით, რომლებიც ვირუსივით სწრაფად ვრცელდებოდა და ფანების მოლოდინს სულ უფრო მოუთმენელს ხდიდა. წარმატების მეორე ფაქტორად, შესაძლოა, თავად თამაშის სიუჭეტი და ლოკაცია მივიჩნიოთ. თამაშში არსებული გარემო ნიუ იორკის 100% ანალოგია, თვით ყველაზე ბნელი ჩიხების თითქმის 100% კოპირებითაც კი. და კიდევ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – თამაში შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი სათამაშო პლატფორმის მომხმარებელმა – PC, Xbox, Playstation 3.

გიორგი ალავერდაშვილი

ადამიანის კრეატულობას საზღვარი, რომ არ ჰქონდა ეს დიდი ხნის წინათ მივხვდი, , თუმცა ამ რეკლამამ, კიდევ ერთხელ, დამარწმუნა ქართული ანდაზის ჭეშმარიტებაში – ”გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”. მე, როგორც სოციალური მედიის ერთ–ერთ თაყვანისმცემელსა და ამ სფეროში ჩახედულს, ყოველთვის მჯეროდა ინტერნეტისა და სოციალური მედიის შესაძლებლობების, თუმცა ეს რეკლამა თქვენც, კიდევ ერთხელ, დაგარწმუნებთ, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ინტერნეტ კამპანია.
იაფფასიანი სუნამო Kaiak არ იყიდება მაღაზიებში, მისი შეძენა მხოლოდ ფირმის კონსულტანტებისაგან არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, როდესაც კომპანიამ ბაზარზე ახალი არომატი გამოუშვა, ვერ მოიფიქრა თუ სად შეიძლებოდა ”გაესინჯა” ის კლიენტებს. სწორედ ამიტომ, ბრაზილიელმა ”კრეატივშიკებმა” გადაწყვიტეს შეექმნათ ინტერნეტის მეშვეობით, ბანერი-სინჯი. ბანერზე ეწერა ” ყველაზე გაყიდვადი მამაკაცის სუნამო შეიცვალა. გინდა ”გასინჯო”? დაქლიქეთ ბანერზე.იგი არომატულია.” ბანერზე დაქლიქვისას მონიტორიდან გამოდიოდა ტესტერი ახალი არომატით.
ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. სიტყვა გამიგრძელდა, ამიტომ გირჩევთ თავად ნახოთ ეს ვიდეო, რადგან  უთქვამთ ”ასჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობსო”.

მარიტა მაისურაძე

ყველა ადამიანი სულსწრაფია, ალბათ, დამეთანხმებით! ჩვენ ყველაფერი უცბად გვინდა – ერთ წამში, თითების დატკაცუნებაში. არ ვიცი, მაგრამ იქნებ მართალს ამბობენ, თითქოსდა ყველაფრის ქონა ადამიანს ცხოვრების სტიმულს უკლავსო. იქნებ და… მართლაც სჯობს, რაღაც ან ვიღაც დაგრჩეს ოცნებად ან თუ გინდათ მიზნად, რისთვისაც ან ვისთვისაც უნდა იბრძოლო, იშრომო ან ძილის წინ იოცნებო. ამობებნ, ზოგეჯრ ოცნებებიც სურდებაო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…
ცნობილი ადამიანები დეპრესიაში, თურმე იმ მიზეზით ვარდებიან, თითქოსდა მიზანი აღარ აქვთ ცხოვრებაში, რისკენაც ჩვენ ყველანი ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და რომელსაც საბოლოოდ ან ვაღწევთ, ან … არა!
მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი “უმიზნოდ”, არამგონია ადამიანს ცხოვრებაში ოცნება და მიზანი ამოგეწუროს, თუ შინაგანად ძალიან ცარიელი არ ხარ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეხედულებააა, მაგრამ მაინც…
იმ უცნაურ დღემდე, ვიდრე ოცნებების ასასრულებელ მანქანას გამოიგონებენ (ჯერ ტექნიკა ამ დონემდეც არ განვითარებულა, ვნახოთ რა იქნება მომავალში!), ან რომელიმე გამოქვავებულში ჯინის ლამპარს მივაგნებდეთ (თუმცა, ესეც ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ალადინმა დიდი ხნის წინ გაანთავისუფლა იგი!) აშკარად, სხვა საშუალება უნდა ვიპოვოთ… ან გამოვიგონოთ… აი, ხომ ხედავთ ისევ გამოგონებამდე მივდივართ!
შესაძლებელია თუ არა, თვალის ერთ დახამხამებაში, თქვენს ერთ ამოსუნთქვაში ან უბრალოდ თითების ერთ დატკაცუნებაში, მოხდეს ან ასრულდეს ის რაც გვინდა?! ეხლა უკვე ეს შესაძლებელია… მაგრამ ამ შემთხვევაშიც, კაცები პრივილეგირებულები აღმოჩნდნენ, როგორც ყოველთვის!…
Paco Rabanne – თითების ერთი დატკაცუნებით ასრულებული ოცნება!

ქეთი გაგლოშვილი

ორიოდე სიტყვით ვირუსული მარკეტინგის შესახებ:
ნებისმიერ თქვენგანს გაუჩნდება, სავსებით, ლოგიკური კითხვა, თუ რა შეიძლება ჰქონდეს საერთო ვირუსსა და მარკეტინგს? საქმე იმაშია, რომ კარგად დაგეგმილ ვირუსულ (viral) მარკეტინგს, სწრაფი გამრავლების ხარჯზე, შეუძლია მიიტანოს მესიჯი ათასობით და მილიონობით ადამიანამდე. მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ, ზუსტად გათვლილი მარკეტინგული სტრატეგიის ხარჯზე.
ვირუსული მარკეტინგის გავრცელების სქემა:

ვირუსული მარკეტნგი არსი მარკეტინგული კომუნიკაციის ფორმა, რომელიც გვეხმარება გეომეტრული პროგრესიით მზარდი რაოდენობის მომხმარებელს ვამცნოთ ჩვენს ან ჩვენი პროდუქტის შესახებ. ვირუსული მარკეტინგის მთავარი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს – შევუქმნათ ადამიანებს მოტივაცია, რათა მათ საკუთარი სურვილით გაავრცელონ ჩვენთვის სასურველი მარკეტინგული მესიჯი. ეს იგივეა, რაც ყველასათვის კარგად ცნობილი “Word of Mouth”, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში.
„ჰარი პოტერის ჯადოსნური ბაღი“ არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ კარგად დაგეგმილმა ვირუსული მარკეტინგის კამპანიამ, რა მოცულობის შედეგები შეუძლია მოუტანოს ნებისმიერ კომპანიას.
სინდი გორდონი არის მარკეტინგის და მედიის ვიცე პრეზიდენტი “ორლანდო უნივერსალ რესორტში”. მათი ახალი გრანდიოზული პროექტია ”The Wizarding World of Harry Potter”, გასართობი პარკი, რომელიც შენდება იმ ადგილას, სადაც ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა გადაღებული. ეს პროექტი საჭიროებდა მარკეტინგულ კამპანიას. რას იზამდა ჩვეულებრივი მარკეტინგის მენეჯერი ამ შემთხვევაში? სავარაუდოდ გამოიყენებდა სუპერ ეფექტის მქონე სატელევიზიო რეკლამებს, პირდაპირი მეილების დაგზავნას, რეკლამას ჟურნალებში და ა.შ. რაშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯებოდა.

სანაცვლოდ სინდი გორდონმა ახალი პროექტის შესახებ მხოლოდ 7 ადამიანს გაანდო, რომლებიც ჰარი პოტერის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებად ითვლებოდნენ.

ამ 7-მა ადამიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით ხმა მიაწვდინა ასობით, ათასობით და ათიათასობით ადამიანს. შედეგად მედიამ შეიტყო ამ ათობით ათასი ადამიანისგან ახალი პროექტის შესახებ და დაიწერა სტატიები გაზეთებში და ჟურნალებში, ეს ნიუსი გავიდა ტელევიზიასა და რადიოში. საბოლოო ჯამში, ვირუსივით სწრაფად გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა 350 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო, უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, თუ რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული იდენტური შედეგის მიღება ტრადიციული მარკეტინგული არხების გამოყენების შემთხვევაში.

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: