You are currently browsing the category archive for the ‘PR Vacancy’ category.

5592005-R3L8T8D-500-FyaM0Vfd2k4

საკუთარ თავზე არავინ ისე არ ხუმრობენ, როგორც მარკეტოლოგები… არც ირონიულად უყურებენ საკუთარ საქმიანობას! თუმცა ამ მიდგომას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია!

Read the rest of this entry »

Advertisements

ფოტოგრაფმა სებასტიან მაგნანმა ძაღლები ადამიანის ტანისამოსში გამოაწყო და ფოტოსესია მოაწყო…

Read the rest of this entry »

ProCredit Bank, Georgia is pleased to announce a vacancy for the position of Corporate Client Relationship Manager in Tbilisi, Head Office of ProCredit Bank.

ProCredit Bank is one of the leading banks in Georgia which is focused on lending to very small, small and medium-sized enterprises and offers full range of banking services to private individuals and legal entities. The ProCredit group consists of 21 financial institutions, which are located on 3 continents of the world. In Georgia, ProCredit Bank was established in 1999 and as of today it comprises of 58 branches all over the country.

Main responsibilities:

** Have own, defined portfolio of corporate clients;
** Maintain and develop trustworthy relationship with existing corporate clients;
** Acquire new corporate clients;
** Cross-sell all bank products to existing and new corporate clients;
** Follow all procedures and requirements worked out by the corporate department;
** Serve as an inter-departmental coordination unit in order to meet the requirements of corporate clients in the best possible way.

Requirements:

** Higher education, preferably in banking, finance or economics;
** Minimum 1 year work experience in a bank;
** Thorough knowledge of banking products;
** Excellent sales skills;
** Good communication, interpersonal and negotiation skills;
** Good presentation skills;
** Analytical skills;
** Fluency in Georgian, Russian and English languages;
** Computer proficiency in Microsoft Word, Excel, PowerPoint;
** Team player.

Interested applicants should submit their CV with the vacancy title “Corporate Client Relationship Manager” and a completed application form (see attached file) to the following address:

ProCredit Bank, Georgia
Head Office
154 Agmashenebeli Ave., Tbilisi, 0112
E-mail: career@procreditbank.ge

Please indicate “Corporate Client Relationship Manager” in the subject line of your message and in your CV, and attach a completed application form, otherwise your application will not be considered.

Deadline: July 26, 2010.

Please note that only short listed applicants will be contacted.

პროკრედიტ ბანკი, საქართველო აცხადებს ვაკანსიას კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე, თბილისში, სათავო ოფისში.

პროკრედიტ ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. პროკრედიტ ჯგუფი შედგება 21 საფინანსო ინსტიტუტისგან და მსოფლიოს 3 კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში პროკრედიტ ბანკი 1999 წელს გაიხსნა და დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალს მოიცავს.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების საკუთარი პორტფელის შექმნა;
** არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ნდობაზე აგებული გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** კორპორაციული კლიენტების მოზიდვა;
** ყველა პროდუქტის ჯვარედინი გაყიდვები არსებულ ან ახალ კორპორაციულ კლიენტებზე;
** კორპორაციული დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროცედურების და მოთხოვნების დაცვა;
** ბანკის დეპარტამენტებს შორის შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულება კორპორაციული კლიენტების მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბაკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში;
** ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო პროდუქტების სიღრმისეული ცოდნა;
** გაყიდვების უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა; მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** გუნდურობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით “Corporate Client Relationship Manager” და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი) შემდეგ მისამართზე:

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი
აღმაშენებლის გამზირი 154, თბილისი, 0112
ან გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@procreditbank.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში და გადმოგზავნილ რეზიუმეში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Corporate Client Relationship Manager”, ასევე თან დაურთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა: 26 ივლისი, 2010 წ.

Tegeta Motors holding company is pleased to announce a vacancy for the position of Commercial Director.

Professional knowledge/experience:

** Higher education (BBA or MBA)

** Foreign education/experience is a plus

** Education/trainings in sales and marketing

** Minimum 5 years work experience in sales

** Minimum 2 years work experience as a manager

** Fluent knowledge of Georgian Russian and English languages

** Knowledge of MS Office.

Personal skills:

** Good management skills

** Hard working

** Strong sense of responsibility

** Organization skills.

Main duties/responsibilities:

** Provide organized working process in the company

** Participate in determining and affirming the company’s goals, mission and strategy

** Forecast and budget future sales

** Control commercial activities of the branches

** Implement general corporate strategy, mission and goals in the branches

** Responsible for market research and analysis

** Participate in the development of the marketing plan and control its implementation

** Meet and negotiate with corporate customers

** Control/account sales

** Manage, give direction and control departments

** Manage/expand distribution channels

** Form, manage and motivate strong team

** Implement, develop and promote new products

** Participate in designing business plans

** Control the effectiveness of the ordered products by different directions

** Control execution of the decisions made by board of directors

** Correspond company’s financial condition and results send by financial director to the company’s current activities

** Determine pricing policy in case of necessity, following the company goal, mission and strategy

** Control employees to follow the company’s rules, policies, responsibilities and duties

** Display opportunities for improvement of the quality of customer service.

The company offers a competitive high salary and additional benefit package including: health insurance, meal, transport allowance, company car, etc. The salary range depends on the qualification and experience of the candidate.

Interested candidates should send their CV to: vacancy@tegetamotors.ge no later than July 10, 2010. Please indicate the position you are applying for in subject line, otherwise your CV will not be considered.

ჰოლდინგური  კომპანია “თეგეტა მოტორსი” აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

პროფესიული  გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (BBA ან MBA)

** უცხოეთში მიღებული განათლება/გამოცდილება სასურველია

** განათლება/ტრენინგები გაყიდვებსა და მარკეტინგში

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე

** სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში სასურველია

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა

** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მმართველობითი უნარი

** შრომისმოყვარე

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** მოწესრიგებული

** ორგანიზატორული ნიჭი.

ძირითადი  მოვალეობები:

** კომპანიის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

** კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაში

მონაწილეობა

** მომავალი გაყიდვების პროგნოზირება და ბიუჯეტირება

** ფილიალების კომერციული საქმიანობის კონტროლი

** კომპანიის ფილიალებში საერთო კორპორაციული სტრატეგიის, მიზნებისა და ამოცანების დანერგვა

** ბაზრის კვლევა და ანალიზი

** მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების კონტროლი

** კორპორაციულ კლიენტებთან შეხვედრა/ურთიერთობა

** გაყიდვების კონტროლი/ანგარიში

** დეპარტამენტების მართვა/მიმართულების მიცემა/კონტროლი

** დისტრიბუციის მართვა და ქსელის გაფართოება

** ძლიერი ჯგუფის ჩამოყალიბება, მართვა და მოტივირება

** ახალი პროდუქტების დანერგვა, განვითარება და რეკლამირება

** ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება

** მიმართულებების მიერ შეკვეთილი საქონლის ეფექტურობის კონტროლი

** დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლი

** ფინანსური დირექტორის მიერ მიწოდებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების მისადაგება კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან

** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მიზნებიდან, ამოცანებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ საქონელზე ფასდადების პოლიტიკის განსაზღვრა

** კომპანიის თანამშრომლების გაკონტროლება მათ მიერ კომპანიის შინაგანაწესის, დებულებების, მათზე დაკისრებული ფუნქციების, მოვალეობების და უფლებების სრულფასოვნად შესრულების მიზნით

** კლიენტების მომსახურების ხარისხის გაზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.

კომპანია  გთავაზობთ კონკურენტულ, მაღალანაზღაურებად ხელფასს და დამატებითი სარგებლის პაკეტს, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებით, კორპორაციული მობილურით, მანქანით, საწვავის ლიმიტით და ა.შ. ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე:

vacancy@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2010 წლის 10 ივლისისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ProCredit Bank is announcing a vacancy for the position of Head of Marketing Department.

ProCredit Bank is one of the leading banks in Georgia focusing on lending to very small, small and medium-sized enterprises and offering full range of banking services to private individuals and legal entities. The ProCredit group consists of 20 financial institutions, which are located on 3 continents of the world. In Georgia ProCredit Bank was established in 1999 and as of today it comprises of 58 branches all over the country.

Main responsibilities:

** Managing the marketing department of the bank including PR issues;
** Developing and implementing the marketing strategy;
** Working out and overseeing the full implementation of marketing campaigns including marketing materials;
** Coordinating and organizing media and public relation activities;
** Understanding/coordinating and analyzing market research process;
** Working and negotiating with outsourced companies;
** Ensuring effective team leading, development of employees, raising the level of their qualification and professionalism through regular feedback, personal consultations, task delegation.

Qualification and requirements:

** Higher education in Economics, Business Administration fields with specialization in marketing;
** 5 years work experience in banking-financial and/or marketing areas;
** Minimum 2 years of work experience in a managerial position;
** Fluency in Georgian and English languages (knowledge of Russian is desirable);
** Excellent verbal and written communication skills;
** Excellent managerial, communication, interpersonal, organizational, presentation and negotiation skills;
** Identification with the bank’s corporate values;
** Strong analytical and creative thinking;
** Ability to work under pressure and meet targets/deadlines;
** Thorough knowledge of office programs;
** A team player.

Interested applicants should submit their CV with the vacancy title “Head of Marketing Department”, completed Candidate Application Form (see attached file) and a motivation letter to the following address:

ProCredit Bank, Georgia
Head Office
154 Agmashenebeli Ave., 0112, Tbilisi
E-mail: career@procreditbank.ge

Please indicate “Head of Marketing Department” in the subject line of your message and in your CV, and attach a completed Candidate Application Form (see attached file) and a motivation letter, otherwise your application will not be considered.

Deadline: June 30, 2010.

Please note that only short listed applicants will be contacted.

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

პროკრედიტ ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებაზე და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. პროკრედიტ ჯგუფი შედგება 20 საფინანსო ინსტიტუტისგან და მსოფლიოს 3 კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში პროკრედიტ ბანკი 1999 წელს გაიხსნა და დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალს მოიცავს.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** ბანკის მარკეტინგის განყოფილებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მართვა;
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების მონიტორინგი; მარკეტინგული მასალების შემუშავება;
** საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხების კოორდინირება და ორგანიზება;
** ბაზრის კვლევის პროცესის ცოდნა/კოორდინირება და ანალიზი;
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
** გუნდის ეფექტურად მართვა, თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ინდივიდუალური კონსულტაციების, პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და რეგულარული შეფასება/რეკომენდაციების მიცემის გზით.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში მარკეტინგის განხრით;
** 5 წლის მუშაობის სტაჟი საბანკო-საფინანსო სისტემაში და/ან მარკეტინგის სფეროში;
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა (რუსული ენის ცოდნა სასურველია);
** სრულყოფილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევა;
** საუკეთესო მენეჯერული, ორგანიზატორული, პრეზენტაციების ჩატარებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ბანკის კორპორაციული ღირებულებების გათავისება;
** გამოხატული ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** სტრესულ გარემოში და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით “Head of Marketing Department”, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი) და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:

პროკრედიტ ბანკი, საქართველო
სათაო ოფისი
აღმაშენებლის გამზირი 154, თბილისი, 0112
ან გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: career@procreditbank.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში და გადმოგზავნილ რეზიუმეში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Head of Marketing Department”, და ასევე თან დაურთოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი) და სამოტივაციო წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2010 წ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს: “პირველი არხი”, “მეორე არხი” და “პირველი კავკასიური”, ასევე რადიოარხებს – საქართველოს რადიო – პირველი არხი და რადიო ორი – ქართული რადიო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდი: http://www.gpb.ge

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაკვეთი: სრული.
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 2010 წლის 1 ივლისი.

სამუშაოს მიზანი:

** ორგანიზაციის იმიჯის შექმნა, ავტორიტეტის ამაღლება, ორგანიზაციის შესახებ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისათვის;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადი სტრატეგიის გადატანა საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოთა დაქვემდებარებულებზე დელეგირება და მათი შესრულების კონტროლი;
** შეხვედრების მოწყობა მასმედიასთან, არასამთავრებო ორგანიზაციებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან;
** კორპორაციული ცნობის ფურცლის მომზადება.
** პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზება;
** სიუჟეტების, საინფორმაციო ბიულეტენების, სარეკლამო განცხადებების, პრესრელიზებისა და საინფორმაციო ხასიათის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მასალების მომზადება და მასობრივი საშუალებებისათვის მიწოდება;
** ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივი კონტროლი და შინაარსობრივი გამართულობის და სიზუსტის უზრუნველყოფა.
** პრესასთან ურთიერთობის საკითხებზე თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა;
** პრესის ყოველდღიური მონიტორინგი;
** პრესკონფერენციების მიმდინარეობისას ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული პრესრელიზების ჟურნალისტებისათვის გაცნობა;
** საგაზეთო არქივის შექმნა;
** კვარტალური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის ან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით);
** მინიმუმ 2 წელი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ენის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზაციის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მოქმედების ინიცირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** ადაპტაციისა და ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი სასურველი ხელფასის მითითებით, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

შერჩევის პროცედურა:

შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება. ამ პროცედურების შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინსტრუქციებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივნისი. საბუთები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: m.metivishvili@gpb.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს სამ ტელეარხს: “პირველი არხი”, “მეორე არხი” და “პირველი კავკასიური”, ასევე რადიოარხებს – საქართველოს რადიო – პირველი არხი და რადიო ორი – ქართული რადიო. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდი: http://www.gpb.ge

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს კონკურსს მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაკვეთი: სრული.
სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 2010 წლის 1 ივლისი.

სამუშაოს მიზანი:

** მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ზოგადი ხელმძღვანელობა;
** საზოგადოებრივი მაუწყებლის ზოგადი სტრატეგიული ხედვის გადატანა მარკეტინგის კონტექსტში;
** სატელევიზიო ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა;
** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაოთა დაქვემდებარებულებზე დელეგირება და მათი შესრულების კონტროლი;
** წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მედია ბაზარზე არსებული წარმატებული ტელე-პროდუქციის შესწავლა, საინტერესო პროექტების შესყიდვის შესახებ წინადადებების მომზადება, რისკ-ფაქტორების ანალიზი, მათი ადაპტაციისა და დანერგვის ხელშეწყობა;
** გადაცემების სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, წარმართვა და კონტროლი;
** საზოგადოებრივი ტელევიზიის მიზნებიდან გამომდინარე მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების დაგეგმვა. კვლევების ამოცანების და მიზნების განსაზღვრა და კვლევათა სტრატეგიის შემუშავება;
** გადაცემების რეიტინგულ კვლევათა მონაცემების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოქმედების გეგმის შემუშავება;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის მონიტორინგი, ახალი სარეკლამო საშუალებების შესწავლა-ანალიზი და მათი მოხმარების წინადადებების მომზადება ხელმძღვანელობისათვის;
** ტელევიზიის თანამონაწილეობით ჩატარებული ნებისმიერი სახის ღონისძიების სარეკლამო სტრატეგიის დაგეგმვა და კონტროლი;
** სარეკლამო ფასების შემუშვება;
** კვარტალური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლება მენეჯმენტის ან ეკონომიკის სფეროში);
** მინიმუმ 2 წელი მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სახელმწიფო ენის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზაციის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოქმედების ინიცირების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითობა;
** ორგანიზებულობა;
** ადაპტაციისა და ზეწოლის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი სასურველი ხელფასის მითითებით, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

შერჩევის პროცედურა:

შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება. ამ პროცედურების შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინსტრუქციებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 21 ივნისი. საბუთები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: m.metivishvili@gpb.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Ad title: PR Administrator
Provided by: Casino Adjara
Published: Jun 4 / Deadline: Jun 30
Casino Adjara is looking for a suitable candidate for the position of PR Administrator. Requirements: ** Communication skills ** Sense of responsibility ** Sociable and able to work in a team ** Hard working, energetic, and disciplined ** Knowledge of English and Russian ** Female, from 20 to 27. Please send your resume with photo: hr@casinoadjara.com no later than 30 June 2010. Only qualified candidates will be contacted.
დასახელება: PR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კაზინო აჭარა
გამოქვეყნდა: 4 ივნ / ბოლო ვადა: 30 ივნ
კაზინო “აჭარა” აცხადებს ვაკანსიას PR ადმინისტრატორის თანამდებობებზე. მოთხოვნები: ** სქესი: მდედრობითი; ასაკი: 20-27 ** კომუნიკაბელურობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV სურათით მისამართზე: hr@casinoadjara.com 2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

Office of the State Minister on European and Euro-Atlantic Integration is inviting PR Experts with the perspectives of future cooperation.

Qualifications:

** Education: Master’s Degree in the fields of Journalism or Public Relations
** Three years work experience
** Fluency in English
** Proficiency with computer, MS Office.

Duties:

** Monitor daily media
** Draft press-releases
** Update and administer webpage.

Interested candidates should submit their CV to: n_chiqovani@hotmail.com | elenegotsadze@yahoo.com no later than 18 June 2010.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივით იწვევს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტებს.

მოთხოვნები:

** განათლება: მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიის მონიტორინგი
** პრეს-რელიზის მომზადება
** ვებ-გვერდის მართვა და ადმინისტრირება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართებზე: n_chiqovani@hotmail.com | elenegotsadze@yahoo.com 2010 წლის 18 ივნისის ჩათვლით.

ალბათ, ყველას გინახავთ ან გსმენიათ მაინც, ექიმი ჰაუსის შესახებ. აი, სულ ახლახანს, გუშინ დავასრულე მე-6 სეზონის ბოლო 21-ე სერია და უკვე, ისიც მოვასწარი და ვიგრძენი, რომ ეს თავხედი, ეგოისტი და მიზანტროპი ექიმი მომნატრებია, თავისი სასწაული ინტუიციითა და არაადამიანური ცინიზმით… ზუსტად თვენახევარი მოვანდომე ყველა სეზონის ყველა სერია მენახა და თითოეული სეზონის დასრულებისას ვფიქრობდ,ი მართლა არსებობდნენ თუ არა ესეთი გენიოსი ექიმები და ვნატრობი მისი ანალოგი საქართველოში მაინც აღმომეჩინა.
გამოგიტყდებით, აღფრთოვანება თავიდანვე არ მიგვრძნია, და ისიც კი, მიკვირდა რამ გააგიჟა ეს ხალხი და რითი გააოცა მეთქი ბატონა ჰაუსმა. მაგრამ მოგვიანებით, მათი ეს სენი თუ მოწონება მეც გადმომედო, და საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ ნელა-ნელა უკვე სახლში მეც მეჩქარებოდა ახალი სერია არ გამომრჩენოდა… და ბოლოს, ერთს გაგიმხელთ… ნამდვილად ღირდა მთელი 6 სეზონი იმად, რაც მოხდა ფინალში! ხედავთ? ბლოგიც კი მივუძღვენი მას!!!

თამუნა ლომსაძე

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

Advertisements
%d bloggers like this: