You are currently browsing the category archive for the ‘PRSchool’ category.
ბანკი „რესპუბლიკა“/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის განვითარების ოფიცრის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში
მოვალეობები:
- საიტის მართვა
- სიახლეების, სპეციალური შეთავაზებების/ ბანერებისა/ სხვადასხვა ვიზუალური (გრაფიკული და ანიმაციური) მასალის განთავსება საიტზე
- საიტზე ახალი გვერდის დამატება, არსებული გვერდის რედაქტირება
- საიტზე არსებული გვერდების საძიებო სისტემებისთვის (SEO) განკუთვნილი სიტყვების შერჩევა და განთავსება
- საიტის თავსებადობის მონიტორინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან
- საიტის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარის განვითარებაზე ზრუნვა
- საიტისა და კომპანიის სხვადასხვა სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი
- სოციალური მედიის არხების (facebook/twitter/youtube) მართვა და განვითარება
მოთხოვნები:
- განათლება მარკეტინგში/ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
- facebook/ tweeter – ის გვერდის მართვის გამოცდილება (შესაძლებელია პირადი პროფილიც)
- საიტის/ბლოგის მართვის გამოცდილება
- SEO (search engine optimization)-თან მუშაობის უნარები და გამოცდილება
- Adobe & Photoshop და სხვა გრაფიკული რედაქტორების ცოდნა
- html/CSS საფუძვლების ცოდნა
- ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა
- „კომერციული/მარკეტინგული ხედვა „– საიტზე განსათავსებელი მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი
- ქართულად წერითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ოპერატიული
- პუნქტუალური
- დეტალებზე ორიენტირებული
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: teona.samsonadze@republic.ge; განცხადების ბოლო ვადა 24 აპრილი, 2015. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.
მე წავიქეცი და… როცა დილა თენდება, დედაჩემი ფარდას წევს, რომ მზე დავინახო.. როცა მზის დანახვა მბეზრდება, ისევ დედას ვეძახი, რომ ოთახი დააბნელოს.. შემდეგ ვიძინებ. ძილში მესიზმრება, რომ მე ვიცვამ ჯინსებს, კედებს და გავრბივარ.. ფორესთ გამფის მსგავსად გავრბივარ.. უსასრულობისკენ. მივყვები გზას, რომელიც არ სრულდება.. ვეჭიდები მზის სხივებს და კიბით ზეცისკენ ავდივარ.. ამ დროს დედა მაღვიძებს, ჭამის დრო მაქვს. საოცარი ტკივილები მაქვს წელის არეში..
ვკითხულობ ბევრს. ხომ უნდა მოვკლა დრო რამეში… ვცდილობ, არ ვიფიქრო.. მაგრამ როცა წევხარ, სხვა რა საქმე გაქვს.. ჰო, კიდევ ფილმებს ვუყურებ და რაღაცებს ვწერ.. ვწერ რა, ჩემთვის „ვჩხაპნი“ რაღაცებს.
მეგობრებს ხშირად ვხედავ. მოდიან ჩემს სანახავად, ცოტას ვსვამთ, ვუყვებით რაღაცებს ერთმანეთს, ვიხსენებთ ბავშვობის დროინდელ ამბებს, ვთამაშობთ შახმატს.. ვინც წააგებს, მან უნდა გამასეირნოს.. თამაშის ასეთი ფორმა, ჩემმა მეგობარმა ლილამ მოიფიქრა. ზამთარში ცოტა რთულია ჩემი აკიდება, ეტლი მძიმეა.. არაადაპტირებული გარემო ჩემს გადაადგილებას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის.. მაგრამ ლილა დამპირდა, რომ როგორც კი დათბებოდა, ხშირად გამასეირნებდა..
ხშირად ვიღლები, მაგრამ ამის გამო არავის ვადანაშაულებ. პირიქით, მომავლის იმედი მაქვს და კეთილი ადამიანების. ვიცი, რომ ასეთები არსებობენ..
ზურგი ისე მტკივა. კორსეტით ვიმაგრებ. ნემსებით ვიყუჩებ ტკივილს. არადა, ბოლო 10 წელია ამ თემაზე მუშაობენ და სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებით. თუმცა რაღაც მაინც გვაკლია.. ერთად დგომა გვაკლია.. არადა…
მე პატივს გცემ შენ.. თქვენ.. ყველას. ჩვენში მთელი სამყაროა ჩატეული.. მე პატივს ვცემ იმ ადგილს შენს არსებაში, სადაც, ჩემი და ჩემნაირების სიყვარული და მზრუნველობაა ჩატეული!
მე სულ ცოტა მჭირდება შენგან.. თანადგომა! მე წავიქეცი და.. ზურგის ტვინი დამიზიანდა!
დამეხმარე!
ხატია ალფაიძე
2014 წლის 4 მაისს გაიმართება სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო, ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება – Wings For Life World Run … ჩვენი დროით, 14:00 საათზე, კახეთში, საქართველო ხდება მსოფლიოს ნაწილი და იღებს სტარტს ღონისძიების მონაწილე დანარჩენ 34 ქვეყანასთან ერთად. დავრბივართ ყველა ზურგის ტვინის დაზიანების პრობლემის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. აქ მთავარი გამარჯვება და სირბილი არ არის, მთავარია მონაწილეობა, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას შშმ პირების მიმართ. სტატისტიკის მიხედვით, მარტო საქართველოში დაახლოებით 15-დან 18 000-მდე ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, მსოფლიოში კი 3 მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს ინვალიდის ეტლს. ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი ავტოსაგზაო შემთხვევებია… ეს საერთო პრობლემაა, გადაჭრის გზების ძიება კი საერთო საზრუნავია… ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს!.. გავიაზროთ, რომ მსოფლიო რბენაზე მონაწილეობისთვის არ ვიხდით საფასურს. 20 ლარი, რომელსაც ვიხდით დარეგისტრირების დროს, ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. ვიყოთ ქველმოქმედები! ვაკეთოთ სიკეთე!დავრეგისტრირდეთ !
დრო ცოტა გვაქვს. რეგისტრაცია 20 აპრილს სრულდება.
კურსის დაწყების დღე: 28 აპრილი, 2014; 19:00
კურსის დამთავრების დღე: 26 ივლისი, 2014; 15:00
კურსის ჩატარების ადგილი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, (GAU) მერაბ ალექსიძის №8
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
სალექციო დღეები:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00 – 22:00
სამშაბათი, ხუთშაბათი – 19:00 – 22:00; შაბათი – 12:00 – 15:00
სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია კურსდამთავრებულთათვის საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებასა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებაზე PR/კომუნიკაციის მენეჯმენტში.
ამ კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ექნებათ პიარის თეორიისა და ტექნოლოგიების შესახებ ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავადვე ჩამოაყალიბონ პიარ–სამსახური, განსაზღვრონ და წარმატებით განახორციელონ პიარ–სამსახურის ფუნქციები.
კურსის მიზანია, თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებისათვის პიარის, როგორც ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის, საფუძვლების სწავლება; თანამედროვე პიარ–კომუნიკაციების ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და ყველა იმ საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება, რომელიც დაეხმარებათ მათ პიარ–მენეჯერის ფუნქციების წარმატებით შესრულებაში.
სალექციო კურსები შემუშავებულია და წარმოდგენილია პრაქტიკოსი, პროფესიონალი, წარმატებული ლექტორების გუნდით. სალექციო მასალა შემუშავებულია დასავლური სტანდარტების შესაბამის სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
პიარ სკოლის ფორმულაა “ცოდნა+გამოცდილება”,
20% – თეორია, 80% – პრაქტიკული მეცადინეობა.
პროგრამის ფარგლებში შეისწავლება უკვე 11 საგანი:
• ეფექტური კომუნიკაციები
• მარკეტინგი
• მარკეტინგული კვლევები
• საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციის პროცესი
• პიარი
• სოციალური მედია
• ბრენდინგი
• ივენთმენეჯმენტი
• მედიამენეჯმენტი
• BTL
• საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება
დამატებითი უპირატესობა:
– პროგრამის 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილ სარეკომენდაციო წერილს, რომელიც მათ სამსახურის დაწყების დამატებით შესაძლებლობას მისცემს.
სწავლების ფორმა:
– ლექციები
– პრაქტიკული მეცადინეობა
– პრეზენტაციები
შეფასების ფორმა:
– ინდივიდუალური ტესტი
– ჯგუფური პრეზენტაცია
კურსის ღირებულება:
-1100 ლარი
– 3-ეტაპიანი გადახდის პრინციპი
კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
http://www.prschool.ge/geo/applicationform.php
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პიარ სკოლის მენეჯერს თინათინ სამყურაშვილს.
საკონტაქტო ტელეფონი: 2 55 01 99; 98 83 44; 5 55 65 67 05
ელექტრონული ფოსტა: prschool.ge@gmail.com; tiko@gepra.ge
ის ფუმფულაა… საყვარელი, თბილი…. ვიღაცისთვის ლამაზი, ვიღაცისთვის არა!
ის არც გოგოა და არც ბიჭი! მას ეფერები და თვითონაც… მას შეგიძლია დიდხანს უყურო და თვალი არ მოაშორო. ყურებით შეგიძლია გათბე…
დაგაბნიეთ?! არადა ასეც მქონდა განსაზღვრული!
წელს, სრულიად ამერიკა ტრადიციულად გაგიჟდა. ახლახანს გაიმართა ამერიკული ფეხბურთის საფინალო თამაში – Super Bowl 2014.