You are currently browsing the category archive for the ‘wordpress’ category.

22

როგორი უნდა იყოს საუზმე? მეც­ნი­ე­რებ­ის მტკიცებით, დი­ლის კვე­ბა მსუ­ბუ­ქი უნ­და იყოს… დიდი ხნის განმავლობაში ისიც მი­იჩ­ნე­ო­და, რომ სა­უზ­მე ნო­ყი­ე­რი უნ­და იყოს, რად­გან ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს ენერ­გი­ით ამა­რა­გებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩვენა, რომ ნო­ყი­ე­რი  სა­უზ­მე არათუ სა­სარ­გებ­ლო, არა­მედ მავ­ნე­ბე­ლიც კი არის, რად­გან გაცხ­ი­მოვ­ნე­ბას იწ­ვევს…

Read the rest of this entry »

manqanebiფოტოგრაფი კრის ჯორდანის საქმიანობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების ფოტოებზე ასახვა წარმოადგენს. ის დამტვრეულ მანქანებს, მობილურ ტელეფონებს, ცელოფნის პარკებსა და სხვა ყოველდღიური  ნივთების „სასაფლაოებს“ იღებს…

Read the rest of this entry »

image_t6

ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.

Read the rest of this entry »

main pictureქართველები რომ ყველაზე კრეატიულები, ყველაზე შემოქმედებითი ნიჭით აღსავსენი, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე მართლები და საერთოდაც „ყველაზე, ყველაზეეეეები“ ვართ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. თუმცა, რატომღაც ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ ჩანს 🙂

Read the rest of this entry »

xatia-3

ის ფუმფულაა…  საყვარელი, თბილი….  ვიღაცისთვის ლამაზი, ვიღაცისთვის არა!

ის არც გოგოა და არც ბიჭი! მას ეფერები და თვითონაც… მას შეგიძლია დიდხანს უყურო და თვალი არ მოაშორო.  ყურებით შეგიძლია გათბე…

დაგაბნიეთ?! არადა ასეც მქონდა განსაზღვრული!

Read the rest of this entry »

preview-650x390-650-1391421465

წელს, სრულიად ამერიკა ტრადიციულად გაგიჟდა. ახლახანს გაიმართა  ამერიკული ფეხბურთის საფინალო თამაში – Super Bowl 2014.

Read the rest of this entry »

21597_160553954086168_434922054_n

რუბიკის კუბის აწყობის სიჩქარე, ვინ არიან სპიდკუბერები  და  ვინაა ჯესიკა ფრიდრიხი?

პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი რუბიკის კუბის აწყობაში ჩატარდა 1982 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. მას შემდეგ, რუბიკის კუბის აწყობის სიჩქარის გამოსავლენად მრავალი ჩემპიონატი გაიმართა და დღემდე ტრადიციას არ ღალატობს. ადამიანებს, რომლებიც მისდევენ რუბიკის კუბის სწრაფ აწყობას, სპიდკუბერებს უწოდებენ. ხოლო თავად სწრაფ აწყობას – სპიდკუბინგს (speedcubing).

Read the rest of this entry »

k

ყველაზე  სიმპატიური, ზომიერად მოსუქებული და ძალღონით აღსავსე, ტანადი მოწიფული მამაკაცის ცოვრებისეული ფილოსოფია…

Read the rest of this entry »

preview-650x390-1387949779

2014 წლის კალენდარისთვის ფოტოგადაღების პროცესი არაჩვეულებრივად  დაიწყო და ასევე არაჩვეულებრივად გაგრძელდა! თუმცა კალენდრის შექმნის იდეის დაბადება საკმაოდ უჩვეულოდ და  მოულოდნელად მოხდა… უკრაინელმა ფოტოგრაფმა რუსლან ლობანოვმა ეს შეძლო! როგორც ჩნს ფინანსსისტები აღარ ხუმრობენ!

Read the rest of this entry »

რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში საინტერესო ფოტო დაიდო… 6 იანვარს Reddit-ის მომხმარებელმა დაპოსტა სურათი, მოყოლილი წარწერით „ფიზიკურად ყველაზე დიდი რა გამოგიწერიათ ამაზონიდან? იმიტომ რომ, მგონი ჩემს მეზობელს მიუვიდა…“

[photo 1]

საინტერესოა მართლა, მაგრამ სოცმედიაში ხრიკები ვის არ უთამაშია? მაინც, ამ შემთხვევაში ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. მალევე ჯენ აიერსმა, CBS-ის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიის სოციალური მედიის რედაქტორმა, ტვიტერში მსგავსი ფოტო დადო, რომელიც მისმა ერთ-ერთმა „მდევნელმა“ გაუგზავნა.

photo-2

@jenayres: „რა არის თქვენი აზრით ამ ყუთში? გიგანტური რეკლამა?“

უცნაურმა ფოტოებმა ბევრი სპეკულაცია გამოიწვია, და რედიტის მარდმა მომხმარებლებმაც უცებვე ჩაატარეს ინტერნეტ-გამოძიება და აღმოაჩინეს შარშან ნახსენები დაგეგმილი პრომოუშენი ნისანისგან, რომლის მიხედვითაც ახალი Nissan Versa Note-ის სამი იღბლიანი მყიდველი მანქანებს გიგანტურ Amazon.com-ის ყუთებში მიიღებდა.

ამ ამბის ბოლომდე მაინც არავის სჯეროდა მანამ, სანამ Adage.com-ის ჟურნალისტმა პირადად არ თხოვა ნისანის წარმომადგენელს დაედასტურებინა ხმები. ყველაფერი ზემოთხსენებული სიმართლე აღმოჩნდა.

Nissan Versa Note, რომელიც სულ ახალი მოდელია 2014 წლისთვის, საინტერესო პარტნიორობის შედეგად აღმოჩნდა Amazon.com-ზე – სადაც, უამრავი წესდების თანახმად, მანქანების ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში სამ მოდელზე ნებართვა გაიცა, და ისინიც მალევე დაიტაცეს. ამაზონის მარდმა შემფუთავებმა ტრადიციას ამ შემთხვევაშიც არ უღალატეს.

პრომოუშენი თურმე სრულმასშტაბიანი ყოფილა – ნისანმა თითოეული „მოგებული“ ვიდეოზე გადაიღო და დამონტაჟებულ კლიპებს სულ რამდენიმე კვირაში გამოუშვებს. უბრალოდ არ გამოუვიდათ ამოდენა პაკეტების „დამალვა“ და, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერმა ოდნავ ადრე გაჟონა!

photo-3

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

პიარსკოლის ალბომი_26.09.16-27.12.16

More Photos

TOP.GE

%d bloggers like this: