Government 2.0

Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ საჯარო უწყების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მეთოდიკის გამოყენება საქამიანობაში, გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, სამოქმედო და ტაქტიკური გეგმების შედგენა, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო დოკუმენტების შედგენა, მედიასთან ურთიერთობის ახალი ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა.

 კურსის ავტორებმა ახალი მოდელი პრაქტიკაში დანერგეს იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებში და ქვემო ქართლის თვითმმართველობის სისტემაში.

იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული პროექტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მიჩნეულ იქნა 2009 წლის ერთ-ერთ საუკეთესო და სამაგალითო პროექტად.

კურსის მოკლე შინაარსი:
საკომუნიკაციო აუდიტი

  • საკანონმდებლო ჩარჩო
  • კომუნიკაციის წარმოების არსებული პრაქტიკა
  • SWOT ანალიზი

საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა

  • ძირითადი პრინციპები
  • ძირითადი ტექნოლოგიები

საკომუნიკაციო სტრატეგიის მოდელი

  • ფასეულობები
  • ხედვა
  • მისია
  • სტრატეგიული ჩარჩო
  • მიზნები და ამოცანები
  • სამიზნე აუდიტორია
  • შეტყობინებები და საკომუნიკაციო არხები
  • კომუნიკაციური საშუალებები
  • კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება
  • კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან
  • შეფასების ანგარიშების პროცედურა
  • ინტერნეტ კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება ვებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით

რეკომენდაციები

  • ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა
  • შიდა კომუნიკაციის დახვეწა
  • ვიზუალური იდენტიფიკაცია და ერთიანი ბრენდინგი
  • საკომუნიკაციო კრიზისების მართვა

სამოქმედო გეგმის მოდელი

(გეგმა და მონიტორინგის სქემა)

  • სამოქმედო გეგმის მოდელი
  • შეფასების მექანიზმები

_____________________________________

განრიგი 

კურსის ხანგრძლივობა: 7 დღე

ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი 

კურსის დასაწყისი:  21 ივნისი, 2010

_____________________________________

პირობები

კურსის ღირებულება : 279 ლარი

მიმდინარეობს ჯგუფის დაკომპლექტება. რეგისტრაცია შესაძლებელია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.

_________________________________________

კურსი ”GOVERNMENT 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის”

  • საჯარო უწყებების განვითარების მაღალი დონე
  • სერვისების მრავალფეროვნება და მათი რიცხვის ზრდა
  • მოსახლეობისა და ბენეფიციარების მოთხოვნილებების დახვეწა
  • თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება
  • პიარ სკოლის გუნდში დაგროვილი გამოცდილება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდი და მიდგომა
  • გამოცდილი ლექტორები
  • ქართული გამოცდილება
  • ყველა საჭირო მიმართულება
  • 75% პრაქტიკული მეცადინეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

______________________________________

ტრენერები

 
კახა მაღრაძე ჯეპრას დირექტორი. მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. განხორციელებული აქვს ბორჯომის 10 წლის იუბილეს, თიბისი ბანკის სათაო ოფისის გახსნის, მინი ოლიმპიადის და კიდევ შვიდი ათეული პრეზენტაცია და ივენთი. kakha@gepra.ge 
 
სოსო გალუმაშვილი ჯეპრას დამფუძნებელი. მუშაობდა საგაზეთო და სატელევიზიო მედიაში, საბანკო სექტორში პიარ მენეჯერის თანამდებობებზე. soso@gepra.ge
Advertisements