You are currently browsing the tag archive for the ‘ინფოგრაფიკა’ tag.

titanic-3D-004-120330-02აგერ უკვე 112 წელი გავიდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილება, ლაინერი “ტიტანიკი” ატლანტის ოკეანის წყვდიადში გაუჩინარდა და მოჩვენებების სასახლედ იქცა. საზოგადოების ინტერესი დღემდე არ ცხრება ამ საოცარი მოვლენის შესახებ. კრეატიულმა დიზაინერებმა კი, როგორც ჩვევიათ ხოლმე, ყოველივე ეს საინტერესო ვიზუალით შეფუთეს და საინტერესო ინფოგრაფიკა მოგვაწოდეს. ასე რომ, ამ პოსტში ნახავთ ტიტანიკს, გაიგებთ მისი ჩაძირვის მიზეზებსა და მასშტაბებს, თუ რეალურად რამხელა იყო იგი. ჩასკროლეთ პოსტი 😉

leading-infographic-design-company-designer-infographics-947590

Pixar Movies Final1 02 Infographicჩვენს ბლოგზე ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებიც სათქმელს ინფოგრაფიკების სახით გადმოცემენ. ახლა გიამბობთ თავად ინფოგრაფიკის რაობაზე, მის დანიშნულებასა და აგების პრინციპებზე. ამ პოსტში იხილავთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენ მიიღებთ ყველაზე დახვეწილ – ლაკონიურ ინფოგრაფიკას. ყოველივე ამას კი, რა თქმა უნდა, ინფოგრაფიკის სახით მოგაწვდით 🙂

infographic

ნახშირორჟანგის ანუ კარბონის დიოქსიდის ჭარბი კონცენტრაცია ჰაერში ეს უკვე მსოფლიო ტკივილია. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი გაკეთებულა ამის შესაჩერებლად, გარდა გაუთავებელი საპროტესტო აქციებისა, სამიტებისა და ხელშეკრულებებისა. არა და ამ დროს ჭარბი ნახშირორჟანგი პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან, რამეთუ მისი დიდი კონცენტრაცია ჰაერში დედამიწის ტემპერატურას მაღლა წევს და ყინულიც უფო მალე და დიდი რაოდენობით დნება. თქვენს წინაშეა ინფოგრაფიკა, რომელზეც გამოსახულია ქვეყნები იმ პროცენტული შეფარდებით, რა როლიც მათ ჰაერის დაბინძურებაში მიუძღვით. ინგლისურად იგი ითარგმნება, როგორც Carbon footprint, რის გამოც ვიზუალს ფეხისგულის ფორმა აქვს.

Carbon

“მძიმე დანაშაული” ანუ ინგლისურად Breaking Bad, ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სერიალია, რომელმაც 5 სეზონი მოიცვა და გასულ წელს დასრულდა. სერიალების მოყვარულებმა IMDB-ზე იგი 9,6 ქულით შეაფასეს, რაც ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. ვისაც არ გინახავთ ეს სოციალურ თემაზე აგებული სერიალი, აუცილებლად გირჩევთ. ახლა კი ერთი პატარა სპოილერი: ამ სერიალში უამრავი ადამიანი კვდება. უფრო სწორედ, კლავენ. ჰოდა ინტერნეტ მომხმარებლებმაც არ დაიზარეს და ეს მსხვერპლი დაითვალეს. შედეგს ინფოგრაფიკაში ნახავთ 😉

breaking bad

colors

ფერთა სამყარო ეს მართლაც ცალკე გალაქტიკაა. თითოეული ფერი განსხვავებულ სინათლეს ასხივებს და, შესაბამისად, განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ფერები, რომელთაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, ბევრს ამბობენ ჩვენზე. გადაათვალიერეთ ქვემოთ მოყვანილი ფერადი ინფოგრაფიკა და გაიგეთ, რას ამბობენ ფერები ჩვენზე.

Meanings Of Colors

80-Social Media-ruels-you-Should-Knowსოციალური მედია ყველაზე მასობრივი და ყველაზე ინტერაქტიული მედიასაშუალებაა, რაც კი აქამდე მოგონილა. ასეთ დიდ მანქანას თავისი წესები, ფაქტები და ელემენტები აქვს, რომლის ცოდნაც დაგეხმარებათ, ალღო აუღოთ სოციალურ მედიას და უფრო ეფექტურად მოახდინოთ მასში კომუნიკაცია. ესეც სოციალური მედიის 80 წესი. გადაავლეთ თვალი და გაიგეთ უფრო მედი და უფრო მალე სოციალური მედიის შესახებ.

80-rules-social-media

Prohibition Ends at Last

ძველი გამოთქმა “წესი იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო”, კარგად ეხმიანება ამ პოსტის თემას. “მშრალი კანონი”, რომელმაც 20-იანი წლების ამერიკა ლამის ჭკუიდან შეშალა, ისტორიაში აკრძალვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მცდელობად შევიდა. ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში გიჩვენებთ მსგავსი ტიპის აკრძალვებს და მის შედეგებს. მაგალითად, მე-17 საუკუნეში პურიტანებს მეიფლაუერით მოგზაურობისას მხოლოდ 14 ტონა წყალი ჰქონდათ გემზე, ხოლო დანარჩენი 42 ტონა – ლუდი იყო 🙂 ჩასკროლეთ გვერდი, წინ საინტერესო ცნობები გელით 😉

prohibition-did-what_5029110a9a562_w1500

sweat

ეს, შეიძლება, საზაფხულო პოსტი გეგონოთ, მაგრამ ყველანი ყოველთვის ვოფლიანობთ. ოფლის გამოყოფა ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ჩვენს სხეულზე 2,4 მილიონამდე საოფლე ჯირკვალია. მათი მეშვეობით სხეული თავს იცავს გადახურებისაგან, თუმცა ჭარბი ოფლიანობა უკეთეს დაცვას არ ნიშნავს. ყოველივე ამის შესახებ ქვემოთ მოყვანილი ინფოგრაფიკა მარტივად და გასაგებად მოგიყვებათ.

sweat

stress

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რას და როგორ ცვლის სტრესი ჩვენს ორგანიზმში. 75-დან 90%-მდე ვიზიტორი ექიმთან სწორედ სტრესით გამოწვეული ჩივილების შესახებ ყვება. რა რეაქციები მიმდინარეობს სტრესის დროს ადამიანის ტვინში და როგორ შეიძლება, გავუმკლავდეთ დეპრესიას, ამას ქვემოთ მოყვანილი ლაკონიური ინფოგრაფიკიდან შეიტყობთ.

stress

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: