You are currently browsing the tag archive for the ‘ფერები’ tag.

colors

ფერთა სამყარო ეს მართლაც ცალკე გალაქტიკაა. თითოეული ფერი განსხვავებულ სინათლეს ასხივებს და, შესაბამისად, განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ფერები, რომელთაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, ბევრს ამბობენ ჩვენზე. გადაათვალიერეთ ქვემოთ მოყვანილი ფერადი ინფოგრაფიკა და გაიგეთ, რას ამბობენ ფერები ჩვენზე.

Meanings Of Colors

Advertisements

დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რატომ გამახსოვრდებათ ესა თუ ის ლოგო, ნიშანი? რატომ გახსოვთ, რომ კოკა-კოლას ფერები თეთრი და წითელია, ხოლო მერსედესის ლოგოს ყველა სხვასგან გამოარჩევთ? ყველაფერი ადამიანის მიერ ფერის აღქმას უკავშირდება. ეს იმიტომ, რომ ყველა ფერს თავისი უნიკალური ინფორმაცია “მიაქვს” ადამიანის ტვინამდე, რომელიც მისი მეხსიერების სხვადასხვა ადგილს იკავებს. სწორედ ამ ინფორმაციათა “თამაშის” წყალობით ახერხებენ რეკლამის ოსტატები, დაგვამახსოვრებინონ თავიანთი ბრენდები.

უფრო უკეთ ეს ინფოგრაფიკა გიამბობთ:

Pinned Image

სააგენტომ Euro RSCG London საღებავების მწარმოებელი კომპანია – Dulux –ისთვის წამოიწყო მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით “Let’s Color”/”მოდი შევღებოთ” .
პროექტის მიზანს, ნაცრისფერი ქალაქის პეიზაჟების ნათელ ფერებში შეღებვა-გაფერადება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობდა გაეხადათ ისინი სიცოცხლისუნარიანი და მიანიჭებინათ მათთვის ინდივიდუალურობა. კამპანიის იდეის განვითარების საფუძველი გახდა ვებ-საიტი http://www.letscolourproject.com, სადაც დარეგისტრირებისას შესაძლებელი იყო უშუალო მონაწილეობა მიგეღო ამ, მეტად მნიშვნელოვან საერთაშორისო მოძრაობაში, რომელიც მოიცავდა უსახური შენობების, კიბეებისა და ღობეების შეღებვას .

ნახევარწლიანი სამუშაოს პირველი შედეგის ამსახველია ასევე 2 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “Dulux Walls”/” Dulux-ის კედლები”, რომელიც რეჟისორიმა ადამ ბერგმა გადაიღო. . 4 კვირის განმავლობაში რეჟისორი იღებდა ჩვეულებრივ ხალხს, თუ როგორ ღებავდნენ ისინი ბრაზილიის, საფრანგეთის, ინგლისის და ინდოეთის ქალაქის პეიზაჟებს 120 ტონში Dulux-ის საღებავებით. აქციას შეუერთდა 260 მოხალისე სხვადასხვა ქვეყნიდან .
ფილმში ასევე ფერადდება ისტორიული ხიდი-წყალსაცავი” Aqueduto da Carioca” რიო-დეჟა-ნეიროში, პარიზის რაიონის ”Aulnay”-ის ადმინისტრაციული შენობა, ლონდონის სკოლა, ინდოეთის ქალაქის ”Jodhpur”-ის ცენტრალური ქუჩა და კულტურის სახლი.
რგოლის საუნდტრეკია “Go Do” , Jonsi -ის შესრულებით.
რგოლის პრემიერა YouTube-ზე შედგა. ტელე-ტრანსლაციისთვის კი, რომელიც დღესდღეობით, სტარტს იღებს საფრანგეთში ფილმის 60 და 30 წამიანი ვერსიებია განკუთვნილი. კამპანიის საიტზე შესაძლებელია იხილოთ შესრულებული სამუშაოს შესახებ ეტაპობრივი ვიდეო და ფოტო მოხსენებები და გაეცნოთ პროექტში მონაწილე ხალხის კომენტარებსა და გამოხმაურებებს.

ქეთი გალუმაშვილი

თბილისის პიარ სკოლა

კატეგორიები

Flickr Photos

TOP.GE

%d bloggers like this: